რა არის Banana for Scale (BANANAS31)?
მთავარი
სტატიები
რა არის Banana for Scale (BANANAS31)?

რა არის Banana for Scale (BANANAS31)?

განახლებული Apr 30, 2025
3m

მთავარი დეტალები

  • Banana for Scale არის BNBChain-ზე გაშვებული, საზოგადოების მიერ მართული პროექტი, რომელიც ვირუსულ მიმს - „Banana for Scale-ს“ აერთიანებს ხელოვნურ ინტელექტთან და ბლოკჩეინთან.  

  • ის წარმოგვიდგენს ხელოვნური ინტელექტის აგენტს - Bananalyst-ს, რომელიც მუდმივად ადევნებს თვალყურს კრიპტო ბაზარს და რეალური დროის რეჟიმში აქვეყნებს ბაზრის ანალიზის მონაცემებს. ის ასევე გვთავაზობს Banana Agent პროტოკოლს, რომელიც იყენებს RLAIF-ს (Reinforcement Learning from AI Feedback), რომლის საშუალებითაც ნებისმიერ პირს შეუძლია ხელოვნური ინტელექტის ავტონომიური აგენტების გაშვება და გაწვრთნა.  

  • BANANAS31 ტოკენი უზრუნველყოფს მთელი ეკოსისტემის ფუნქციონირებას—მისი დახმარებით ხდება აგენტების გაშვების, DApp ტრანზაქციების და ტოკენიზებული აგენტის ეკონომიკის მხარდაჭერა—მისი მიზანია ტოკენის ღირებულების ხანგრძლივად შენარჩუნება იუმორის და ტექნოლოგიის კომბინაციის წყალობით.

რა არის Banana for Scale?

„Banana for Scale“ კონცეფცია პირველად გამოჩნდა 2012 წელს Reddit პლატფორმაზე, როდესაც მომხმარებლებმა ხუმრობით დაიწყეს საგნების გვერდით ბანანების სურათების გამოქვეყნება ობიექტების ზომების შედარების მიზნით. ეს იდეა Imgur და X პლატფორმებზეც გავრცელდა და პოპულარულ მიმად გადაიქცა. 

ბანანი, ეს ფართოდ გავრცელებული და ყველასთვის ნაცნობი ხილი, მისი სტანდარტიზებული ზომის წყალობით გარდაიქმნა იდეალურ შკალად, რომელიც გვთავაზობს სხვადასხვა ზომის ობიექტების ერთმანეთთან შედარების სახალისო გზას. ამ მიმის კულტურული მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ რაც ილონ მასკმა, რომელიც ცნობილია ინტერნეტ-იუმორისადმი სიყვარულით, SpaceX-ის ხომალდზე Ship 31, რომლის გაშვება მოხდა 18 ნოემბერს, განათავსა სტიკერი ბანანის გამოსახულებით. 

სტიკერზე გამოსახული იყო ბანანი, რომელსაც ხელში ეჭირა უფრო პატარა ბანანი. ეს წარმოადგენდა „banana for scale“ მიმის გონებამახვილურ და მხიარულ ინტერპრეტაციას. ნაბიჯის მიზანი იყო არა მხოლოდ ამ მიმის პოპულარიზაცია, არამედ ეს ხაზს უსვამდა ამ რაკეტის და ზოგადად მისიის გრანდიოზულ მასშტაბს, რამაც კიდევ უფრო გაამყარა ბანანის, როგორც პოპ-კულტურის სიმბოლოს სტატუსი.

როგორ მუშაობს?

Banana for Scale უბრალოდ მიმი არ არის; მას აქვს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის სისტემა, რაც მოიცავს Bananalyst-ს და Banana Agent პროტოკოლს.

Bananalyst წარმოადგენს ხელოვნური ინტელექტის აგენტს, რომლის დანიშნულებაა CoinMarketCap-ის სიაში არსებული ყველა ტოკენის მონაცემების ანალიზის შედეგების რეალურ დროში გამოქვეყნება. ის გვთავაზობს დინამიურ მონაცემებს, რაც კრიპტო ენთუზიასტებს და ინვესტორებს აძლევს სასარგებლო ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას. Bananalyst ასევე ავტომატურად აქვეყნებს განახლებულ ინფორმაციას და ანალიზის შედეგების მონაცემებს X პლატფორმის საკუთარი ანგარიშის მეშვეობით (@AiBananalyst). 

Banana Agent პროტოკოლი გვთავაზობს აგენტების ახალი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას: RLAIF (Reinforcement Learning from AI Feedback). მისი მეშვეობით ნებისმიერს შეუძლია გაუშვას საკუთარი აგენტი Banana Agent Framework-ის გამოყენებით. ამ სპეციალიზებული აგენტების გამოყენება მაქსიმალურ სარგებელს მოუტანს შესაბამის სფეროებს, მათ შეეძლებათ ერთმანეთთან ურთიერთქმედება და ერთმანეთისგან სწავლა. გარდა ამისა, ტოკენების მფლობელები გამოიმუშავებენ ჯილდოებს, რაც მოიცავს შემდეგს:

  1. სამომავლოდ შექმნილი აპლიკაციების და DApp-ების გამოყენებით მიღებული პოტენციური შემოსავალი.

  2. ტოკენიზებული აგენტის ეკონომიკა, სადაც აგენტები ვაჭრობენ უნარებით და ნივთებით.

  3. ხელოვნური ინტელექტის სწავლების რეალური დროის მონაცემები (RLAIF), რომელთა გენერირება ხდება აგენტის სწავლების დროს, რაც მოგვიანებით შეიძლება შეიძინონ კომპანიებმა ან სხვა კლიენტებმა.

BANANAS31 ტოკენი

BANANAS31 არის ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი meme მონეტა, რომლის დიზაინი დაფუძნებულია ბანანის სტიკერზე, რომელიც დამაგრებული იყო Ship 31 რაკეტაზე.

სამომავლო გეგმები Banana for Scale-თან დაკავშირებით

ამ პროექტის მიზანია აგენტის რესურსების და აპლიკაციის პლატფორმის შექმნა და გაშვება BSC ქსელზე.

2025 წლის მე-3 კვარტალი: აგენტის რესურსების პლატფორმის დემო-ვერსიის გაშვება

  • აგენტის რესურსების პირველი პლატფორმის გაშვება BSC-ზე.

  • MCP პროტოკოლის ინტეგრაცია ვიზუალური აგენტის შექმნის მიზნით

  • low-code მქონე სმარტ კონტრაქტის შაბლონების შექმნა და გაშვება.

  • Testnet დეველოპერების წახალისების პროგრამის გაშვება

2026 წლის 1-ელი კვარტალი: აგენტის ტოკენიზაცია და ეკოსისტემის გაფართოება

  • აგენტის უფლებების ტოკენიზაციის პროტოკოლის დასრულება (BANANA-721 სტანდარტი)

  • აგენტის დეცენტრალიზებული სავაჭრო პლატფორმის შექმნა.

  • აგენტის გამომთვლელი სიმძლავრის სტეიკინგის და მაინინგის გაშვება.

შეჯამება

Banana for Scale კულტურას საფუძვლად უდევს ადამიანის წარმოსახვის უნარი და კრეატიულობა. ამ ხედვის მხარდაჭერის და ხელოვნურ ინტელექტთან და ბლოკჩეინთან მისი კავშირის გაღრმავების მიზნით, Banana საზოგადოება გააგრძელებს „banana for scale“ კულტურის პოპულარიზაციას. ამ პროექტის მიზანია Web2 და Web3 სივრცეებს შორის არსებული ბარიერების გაქრობა სოციალური მედიის პლატფორმების მეშვეობით, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიის განვითარების ხელშეწყობა და BSC-ს გაცნობა ახალი მომხმარებლებისთვის.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.