რა არის API გასაღებები და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდების ტიპები?

რა არის API გასაღებები და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მეთოდების ტიპები?

განახლებული Jul 6, 2026
12m

მთავარი დეტალები

  • API გასაღები წარმოადგენს ავტორიზაციის რეკვიზიტს, რომელიც ერთვის მოთხოვნებს API-ზე წვდომის ოფიციალურ ავთენტიფიკაციასთან დაკავშირებით.

  • API გასაღები საჭიროა Binance API-ს ნებისმიერი ანგარიშის გამოყენებისთვის და სავაჭრო მოქმედებების განხორციელებისთვის.

  • Binance-ს გააჩნია API მოთხოვნების ხელმოწერის რამდენიმე სხვადასხვა ალგორითმის მხარდაჭერა, როგორიცაა HMAC, RSA და Ed25519.

  • წინამდებარე სტატიაში განხილულია API გასაღებების უსაფრთხოდ შენახვის მეთოდები, API გასაღებებთან დაკავშირებული ნებართვების ტიპები და საბოლოო გამოყენების მეთოდები.

Binance Academy-ს კურსების ბანერი

შესავალი

აპლიკაციის პროგრამული ინტერფეისის (API) გასაღები არის უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელსაც API იყენებს იმ აპლიკაციის ან მომხმარებლის ამოსაცნობად, რომელიც აგზავნის მოთხოვნას. ეს გასაღებები გვეხმარება API-ს გამოყენების მონიტორინგსა და მართვაში, რაც უზრუნველყოფს აპლიკაციების სათანადო ავთენტიფიკაციასა და ავტორიზაციას – მომხმარებლის სახელებისა და პაროლების მსგავსად.

Binance API-ების შემთხვევაში, API გასაღებები გამოიყენება ავთენტიფიკაციისა და ავტორიზაციისთვის ანგარიშთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების განხორციელებისას.

აუცილებელია ზემოხსენებული გასაღებების მაქსიმალურად კონფიდენციალური და უსაფრთხო მეთოდით შენახვა, რადგან სწორედ ისინი უზრუნველყოფს შეუზღუდავ წვდომას Binance-ის ანგარიშებზე API-ების მეშვეობით.

წინამდებარე სტატიაში განხილულია სხვადასხვა API ალგორითმის უპირატესობები და ნაკლოვანებები და წარმოდგენილია რეკომენდაციები API გასაღებების უსაფრთხოდ გამოყენებასთან დაკავშირებით.

API გასაღებებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიისა და ყველაზე ეფექტური პრაქტიკების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით სტატიას: რა არის API გასაღები და როგორ გამოვიყენოთ ის უსაფრთხოდ?

ალგორითმების შედარება

სიმეტრიული ალგორითმი: HMAC

HMAC ალგორითმი საკმაოდ ხშირად გამოიყენება Binance API-ებთან მიმართებაში. საიდუმლო გასაღების გენერირება პირდაპირ Binance-ის ვებსაიტზე ან აპლიკაციაშია შესაძლებელი.

უპირატესობები:

  • სიმარტივე: მარტივია აღნიშნული ერთეულების ინტეგრირება და გამოყენების მეთოდების შესწავლა.

  • ეფექტურობა: სწრაფი გამოთვლები, მაღალი სისწრაფით მომუშავე აპლიკაციებთან თავსებადობა.

  • თავსებადობა: მრავალი სხვადასხვა პლატფორმისა და ბიბლიოთეკის ფართო მხარდაჭერა.

  • ერთიანობა: შეტყობინებების ერთიანობისა და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფა.

  • მოქნილობა: სხვადასხვა ჰეშ ფუნქციასთან (მაგ., SHA-256) მიმართებაში გამოყენების შესაძლებლობა.

ნაკლოვანებები:

  • სიმეტრიული გასაღები: საჭიროებს გასაღებების უსაფრთხო განაწილებასა და მართვას.

  • მასშტაბირებადობა: ნაკლებად შესაფერისია ფართო მასშტაბის სისტემებისთვის, რომლებიც საჭიროებს ასიმეტრიულ დაშიფვრას.

  • გასაღების ზომა: შეზღუდულია ჰეშ-ფუნქციის გამომავალი მონაცემების ზომის გამო.

  • უსაფრთხოება: არ არის მედეგი გასაღებებზე ზემოქმედების შემთხვევების მიმართ.

  • უარყოფის შესაძლებლობის არარსებობა: HMAC არ უზრუნველყოფს უარყოფის შესაძლებლობის არარსებობას, რადგან ორივე მხარე ერთსა და იმავე გასაღებს იყენებს. მნიშვნელოვანია HMAC გასაღებების რეგულარულად განახლება და მათი უბრალო ტექსტად შენახვის ან კოდში ჩაწერის თავიდან აცილება.

ასიმეტრიული ალგორითმები

Binance API-ებს გააჩნია ორი ყველაზე პოპულარული ასიმეტრიული ალგორითმის მხარდაჭერა:

RSA

უპირატესობები:

  • ასიმეტრიული დაშიფვრა: უზრუნველყოფს გასაღების უსაფრთხო მიმოცვლისა და ციფრული ხელმოწერების შესაძლებლობებს.

  • უარყოფის შესაძლებლობის არარსებობა: უზრუნველყოფს, რომ გამგზავნმა ვერ შეძლოს შეტყობინების გაგზავნაზე უარის თქმა.

  • ფართო გამოყენება: დამკვიდრებულია და სანდოა სხვადასხვა უსაფრთხოების პროტოკოლის (მაგ., SSL/TLS) ფარგლებში გამოყენებისთვის.

  • გასაღებების მართვა: სიმეტრიულ გასაღებებთან შედარებით, საჯარო და პირადი გასაღებების მართვა უფრო მარტივია.

  • უსაფრთხოება: უსაფრთხოების უაღრესად ეფექტური მოდელი, რომელიც ეფუძნება დიდი რიცხვების ფაქტორიზაციის სირთულეს.

ნაკლოვანებები:

  • ეფექტურობა: უფრო ნელია, ვიდრე სიმეტრიული ალგორითმები, რაც განსაკუთრებით იჩენს თავს დიდი ოდენობით მონაცემებთან მუშაობისას.

  • გასაღების ზომა: უსაფრთხოების შესაბამისი დონის უზრუნველყოფისთვის საჭიროა უფრო დიდი ზომის გასაღებების გამოყენება, რაც ზრდის გამომთვლელ პროცესებთან დაკავშირებულ ხარჯებს.

  • კომპლექსურობა: შედარებით რთულია აღნიშნული ერთეულების ინტეგრირება და გამოყენების მეთოდების შესწავლა.

  • დიდი ოდენობით რესურსების გამოყენების საჭიროება: გასაღების გენერირებისა და დაშიფვრა/გაშიფვრისთვის საჭიროა დიდი ოდენობით გამოთვლითი რესურსების გამოყენება.

  • დაუცველობა კვანტური შეტევების მიმართ: აღნიშნული ერთეულები შესაძლოა დაუცველი იყოს კვანტური შეტევების მიმართ.

Ed25519

უპირატესობები:

  • ეფექტურობა: სწრაფი ხელმოწერა და ვერიფიკაცია, შესაფერისია მაღალი სიჩქარით მომუშავე აპლიკაციებისთვის.

  • უსაფრთხოება: უსაფრთხოების უზრუნველყოფის ეფექტური მოდელი, რომელიც ეფუძნება ელიფსური მრუდის კრიპტოგრაფიულ მოდელს.

  • გასაღების ზომა: RSA-სთან შედარებით მცირე ზომის გასაღებები ამცირებს შენახვისა და გადაცემის პროცესებთან დაკავშირებულ ხარჯებს.

  • დეტერმინისტულობა: ხელმოწერათა თანმიმდევრულობა ამარტივებს ინტეგრირების პროცესს.

  • მედეგობა კვანტური შეტევების მიმართ: RSA-სთან შედარებით უფრო დაცულია კვანტური შეტევების მიმართ.

ნაკლოვანებები:

  • კომპლექსურობა: საჭიროა ელიფსური მრუდის კრიპტოგრაფიის წინასწარ შესწავლა.

  • გავრცელება: RSA-სთან შედარებით ნაკლებად არის გავრცელებული, თუმცა მისი პოპულარობის დონე დღითიდღე იმატებს.

  • თავსებადობა: შესაძლოა არ იყოს მხარდაჭერილი ზოგიერთი ძველი სისტემისა და პროტოკოლის მიერ.

Binance გირჩევთ Ed25519 პირადი გასაღებისა და კოდური ფრაზის ერთობლივად გამოყენებას, რაც უზრუნველყოფს ყველაზე უსაფრთხო ალგორითმს ოპტიმალური წარმადობით.

კოდური ფრაზა წარმოადგენს უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებით მეთოდს, რომლის გარეშეც პირადი გასაღების ფაილის გამოყენება შეუძლებელი ხდება.

მახასიათებელი

HMAC

RSA

ED25519

ტიპი

სიმეტრიული (შეტყობინების ავტენთიფიკაციის კოდი)

ასიმეტრიული (საჯარო გასაღების კრიპტოგრაფია)

ასიმეტრიული (საჯარო გასაღების კრიპტოგრაფია)

უსაფრთხოება

მაღალი, დამოკიდებულია გასაღების კონფიდენციალურობაზე

მაღალი, ფართოდ აღიარებული; უზრუნველყოფს უარყოფის შესაძლებლობის არარსებობას

უმაღლესი, თანამედროვე, მრუდზე დაფუძნებული უსაფრთხოების მოდელი; უზრუნველყოფს უარყოფის შესაძლებლობის არარსებობას

გასაღების ზომა

ჩვეულებრივ 128-512 ბიტი (დამოკიდებულია საბაზისო ჰეშზე)

ჩვეულებრივ 2048-4096 ბიტი

256 ბიტი

ხელმოწერის სიჩქარე

ძალიან სწრაფი (MAC გენერირება)

შედარებით ნელი, განსაკუთრებით ხელმოწერისას

ძალიან სწრაფი, RSA-ზე სწრაფი

ვერიფიკაციის სიჩქარე

ძალიან სწრაფი

ED25519-ზე ნელი

ძალიან სწრაფი

გამოყენების გზები

მონაცემების ერთიანობა და ავტენთიფიკაცია

დაშიფვრა, ციფრული ხელმოწერები, გასაღებების მიმოცვლა

ციფრული ხელმოწერები, ავტენთიფიკაცია, ბლოკჩეინი

გასაღებების მართვა

საერთო საიდუმლო გასაღები

საჯარო/პირადი გასაღებების წყვილი

საჯარო/პირადი გასაღებების წყვილი

API გასაღებების უსაფრთხოდ შენახვა

როგორ შევინახოთ საიდუმლო მონაცემები

Binance-ის გუნდმა შექმნა რამდენიმე კონექტორი სხვადასხვა პროგრამირების ენაზე, დეველოეპრების მიერ საკუთარი აპლიკაციების ფარგლებში API მოთხოვნების გაგზავნის გამარტივების მიზნით. აღნიშნული კონექტორები წარმოადგენს ბიბლიოთეკებს, რომლებიც უზრუნველყოფს მოსახერხებელ ინტერფეისებს Binance API-სთვის, რაც შესაძლებელს ხდის მოთხოვნების შეუფერხებლად გაგზავნასა და პასუხების დამუშავებას მხოლოდ საჭირო კონფიგურაციის პარამეტრების მითითებით.
კონექტორების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ სტატია: Binance-ის ინტეგრირება: API-ები და ბიბლიოთეკები.

ამ პარამეტრებს შორის, ავთენტიფიკაციისთვის უმნიშვნელოვანესია API გასაღებები. გირჩევთ, გასაღების შინაარსის პირდაპირ კოდში ჩაწერის ნაცვლად, კლიენტის კონფიგურაციისას მიუთითოთ პირადი გასაღების ფაილის მისამართი. ეს პრაქტიკა ასევე უნდა იქნას გამოყენებული API გასაღებისა და საიდუმლო გასაღების შემთხვევაშიც. გარდა ამისა, თქვენი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რეკომენდებულია მოერიდოთ API გასაღების, საიდუმლო გასაღების ან პირადი გასაღების დაუშიფრავი ტექსტის სახით შენახვას.

გასაღებების შენახვა შესაძლებელია შემდეგი მექანიზმების გამოყენებით:

  • კონფიგურაციის ფაილებში შენახვა:
    გირჩევთ, ეს ინფორმაცია შეინახოთ აპლიკაციის მეშვეობით წაკითხვად ფაილებში, მაგალითად .ini ან .properties.
    დარწმუნდით, რომ ამ ფაილების ტრეკინგი არ ხორციელდება git-ის მიერ, შეინახეთ ისინი პროექტის დირექტორიის მიღმა, ან დაამატეთ .gitignore ფაილში.

  • გარემოს ცვლადებში შენახვა:
    საიდუმლო მონაცემების წაკითხვა თქვენს აპლიკაციას ასევე შეუძლია გარემოს ცვლადების მეშვეობით.
    აღნიშნული პრაქტიკა ეფექტურია ისეთ სიტუაციებში, როდესაც საიდუმლო მონაცემების მიღება ხდება მთავარი აპლიკაციის მიღმა და შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა:

პერიოდული როტაცია და რეაგირების გეგმა

პრევენციული ღონისძიების სახით, გირჩევთ რეგულარულად შექმნათ ახალი გასაღებები და წაშალოთ ძველები.

API გასაღებები პაროლების მსგავსია და რეკომენდებულია მათი შეცვლა ანალოგიური სიხშირით. იდეალურ შემთხვევაში, ეს უნდა მოხდეს ყოველთვიურად ან კიდევ უფრო მოკლე ინტერვალებით.

API გასაღების ხელყოფასთან ან გაჟონვასთან, მაგალითად, git საცავში ატვირთვის შემთხვევებთან დაკავშირებით ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, გირჩევთ წაშალოთ არსებული API გასაღები და შექმნათ ახალი.

IP შეზღუდვები

მკაცრად რეკომენდებულია API გასაღების გამოყენება მხოლოდ IP მისამართების კონკრეტული სიისთვის.
გარდა ამისა, გატანის ოპერაციების გასააქტიურებლად, IP მისამართების შეზღუდვის დაწესება სავალდებულოა.

საჯარო IP-ის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი ვებსაიტები, როგორიცაა https://www.ipify.org/ ან ბრძანების სტრიქონი:

დააკოპირე საჯარო IP მისამართი და ჩასვი ველში „Restrict access to trusted IPs only (Recommended)“ (წვდომის დაშვება მხოლოდ სანდო IP-ებისთვის (რეკომენდებული)).

ქვე-ანგარიში

უფრო კომპლექსური არქიტექტურის შემთხვევაში – მაგალითად, როდესაც იყენებთ დინამიკურ IP მისამართებს ან გსურთ ანგარიშის წვდომის დაშვება მხოლოდ შეზღუდულ რესურსებზე, შესაძლებელია ქვე-ანგარიშების გამოყენება.

ქვე-ანგარიშებისთვის ნებადართული მისამართების სიის განახლების პროცესის ავტომატიზაცია შესაძლებელია შემდეგი API-ს გამოყენებით: Add IP Restriction for Sub-Account API key (IP შეზღუდვის დამატება ქვე-ანგარიშის API გასაღებისთვის).

ქვე-ანგარიშების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: Binance-ის ქვე-ანგარიშების ფუნქციები და ხშირად დასმული კითხვები.

API შეზღუდვის ვარიანტები

თითოეულ API გასაღებს გააჩნია შეზღუდვების ნაკრები, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა მოქმედებების შესრულება იქნება ან არ იქნება შესაძლებელი მისი მეშვეობით.

გირჩევთ გაააქტიუროთ მხოლოდ კონკრეტული საჭიროებებისთვის აუცილებელი ფუნქციები. გარდა ამისა, მიზანშეწონილია სხვადასხვა შეზღუდვის მქონე რამდენიმე გასაღების გამოყენება.

წაკითხვის დაშვება

ამ პარამეტრის მეშვეობით შესაძლებელი ხდება API გასაღებით ანგარიშის შესახებ ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება, კონკრეტულად კი მხოლოდ GET მოთხოვნების დაშვება.

მომხმარებლებს შეეძლებათ მოიპოვონ წვდომა ანგარიშის მონაცემებზე, ბალანსზე, ტრანზაქციების ისტორიასა და მსგავს ინფორმაციაზე.

თუმცა, ეს პარამეტრი არ უზრუნველყოფს ანგარიშში რაიმე ცვლილების შეტანის შესაძლებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ შეკვეთების განთავსება ან ნებისმიერი სხვა ისეთი ოპერაციის შესრულება, რომლითაც შესაძლოა ანგარიშის სტატუსი შეიცვალოს, არ იქნება ნებადართული.

სპოტ და მარჟით ვაჭრობის დაშვება

აღნიშნული პარამეტრის მეშვეობით შესაძლებელი ხდება სპოტ ვაჭრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ოპერაციის განხორციელება, რაც გულისხმობს ყველა იმ API-ს, რომელიც მომხმარებელს აძლევს სპოტ ბაზარზე სხვადასხვა მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას. როგორც წესი, აღნიშნული გულისხმობს კრიპტოვალუტების მიმდინარე საბაზრო ფასით ყიდვის პროცესებს.
ყველა სპოტ API ენდპოინტის ხილვას შეძლებთ აქ: სპოტ ვაჭრობა.

Binance-ზე მარჟით ვაჭრობისას მომხმარებლები სესხულობენ თანხებს საკუთარი აქტივების უზრუნველყოფით და იყენებენ ლევერიჯს, რაც ამარტივებს ვაჭრობას უფრო დიდი კაპიტალით.
მარჟით ვაჭრობის API-ების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: მარჟით ვაჭრობა.

მარჟის სესხის, თანხის დაბრუნებისა და გადარიცხვის დაშვება

ეს ნებართვა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ისესხონ, დააბრუნონ და გადარიცხონ თანხები API-ების მეშვეობით, მარჟით ვაჭრობის პროცესების ფარგლებში. აღნიშნული პარამეტრით ხდება თანხის სესხების და დაბრუნების და გადარიცხვის ფუნქციების გააქტიურება.

Universal Transfer-ის დაშვება

Universal Transfer API მომხმარებელს საშუალებას აძლევს გადარიცხოს თანხები Binance-ის სივრცის ფარგლებში არსებულ სხვადასხვა ტიპის ანგარიშებს შორის (მაგალითად, სპოტ ანგარიშიდან USDⓈ-M ფიუჩერსების ანგარიშზე).

ჩართეთ შემდეგი ენდპოინტი: მომხმარებლის Universal Transfer.

თანხის გატანის დაშვება

Binance მომხმარებლებს სთავაზობს API-ების გამოყენებით აქტივების გატანის შესაძლებლობას.

არსებობს აღნიშნული მოქმედების განხორციელების ორი მეთოდი:

1. გადარიცხვის წესზე დაფუძნებული გატანის მოდელის მეშვეობით:

„გადარიცხვის წესი“ არის რეგულაცია, რომელიც ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს (VASP-ებს) ავალდებულებს წარადგინონ ინფორმაცია კრიპტოვალუტის ტრანზაქციებში მონაწილე მხარეების შესახებ, ძირითადად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიზნით.

API-ების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: გატანა (ადგილობრივი ობიექტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ „გადარიცხვის წესის“ გამოყენებას) (მხოლოდ იმ რეგიონებისთვის, სადაც მოქმედებს „გადარიცხვის წესი“)

2. კაპიტალის გატანის ფუნქციის მეშვეობით:

კაპიტალის საფულე გახლავთ ციფრული ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ისეთი ვირტუალური აქტივების შენახვისა და მართვისთვის, როგორიცაა კრიპტოვალუტები, სტეიბლკოინები და NFT-ები. ეს საფულეები შეიძლება იყოს კასტოდიალური და იმართებოდეს მესამე მხარის მიერ, ან არაკასტოდიალური – კონტროლის პროცესები სრულად მომხმარებლის მიერ წარიმართება.

API-ების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ: გატანა 

დაშვებული სიმბოლოების სიის გააქტიურება

მიუთითეთ სიმბოლოები, რომელთან მიმართებაშიც მოხდება API გასაღებების გამოყენება; ეს ფუნქცია შეიძლება გამოყენებულ იქნას მოქმედებების კონკრეტულ სიმბოლოებამდე შესაზღუდად.

მაგალითად, API გასაღების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ BTC/USDT წყვილით, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ BTC-სა და USDT-ს შორის ოპერაციები იქნება ნებადართული.

უფრო კომპლექსური ერთეულების შემთხვევაში, დასაშვები სიმბოლოების სიის კონფიგურირება შესაძლებელია ქვე-ანგარიშებისთვის.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ გზამკვლევი: როგორ შევქმნათ დასაშვები API სავაჭრო სიმბოლოების სია ქვე-ანგარიშებისთვის?.

FIX API ვაჭრობის გააქტიურება

FIX API უფრო ეფექტურია, ვიდრე REST და WebSocket API-ები, რადგან ის მუშაობს პირდაპირ TCP პროტოკოლზე და გამორიცხავს მოთხოვნებთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.

ის განკუთვნილია გამოცდილი მომხმარებლებისთვის, რომლებსაც Binance API-ებზე წვდომისას მაღალი გამტარუნარიანობა ესაჭიროებათ.

REST ან WebSocket API-ებისგან განსხვავებით, FIX API არ არის მომხმარებელზე ორიენტირებული, რადგან მისი მოთხოვნები და პასუხები არ არის წარმოდგენილი ადამიანის მიერ წაკითხვად ფორმატში და მხოლოდ პროგრამულ დონეზე გამოიყენება.
აღნიშნული ფუნქცია ააქტიურებს ყველა API-ს, რომელიც ჩამოთვლილია შემდეგ დოკუმენტში: FIX API | Binance-ის ღია პლატფორმა

FIX API-ს წაკითხვის დაშვება

ეს ნებართვა FIX API-ებზე დაუშვებს მხოლოდ GET ოპერაციებს, რითაც უზრუნველყოფს მონაცემების უცვლელობას.

ხშირად დასმული კითხვები

რა განსხვავებაა HMAC-ს, RSA-სა და Ed25519-ს შორის?

HMAC არის სიმეტრიული ალგორითმი, რომელიც იყენებს ერთ საერთო საიდუმლო გასაღებს. RSA და Ed25519 არის ასიმეტრიული ალგორითმები, რომლებიც იყენებენ საჯარო/პირადი გასაღებების წყვილს. Ed25519 გვთავაზობს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის საუკეთესო ბალანსს და რეკომენდებულია სტანდარტულ პროცესებში გამოსაყენებლად. RSA უფრო ფართოდ არის მხარდაჭერილი ძველ სისტემებში. HMAC-ის ინტეგრირება მარტივია, თუმცა უსაფრთხოების ნაკლებ გარანტიას იძლევა.

რატომ უწევს Binance რეკომენდაციას Ed25519-ს?

Ed25519-ისთვის დამახასიათებელია ისეთი უპირატესობები, როგორიცაა ელიფსური მრუდის მოდელზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემა, ხელმოწერების სისწრაფე და გასაღებების მცირე ზომა. მას ასევე აქვს უარყოფის შესაძლებლობის არარსებობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა და უფრო მდგრადია კვანტური კომპიუტერული შეტევების მიმართ, ვიდრე RSA. კოდური ფრაზის გამოყენების შემთხვევაში, ის შესაძლოა მივიჩნიოთ Binance API-ზე ხელმისაწვდომ ყველაზე უსაფრთხო ერთეულად აღნიშნული ტიპის ვარიანტებს შორის.

როგორ უნდა შევინახოთ API გასაღებები უსაფრთხოდ?

API გასაღებები უნდა ინახებოდეს გარემოს ცვლადებში ან კონფიგურაციის ფაილებში, რომლებიც გამორიცხულია ვერსიების კონტროლის სისტემიდან. არასოდეს დაამატოთ გასაღებები პირდაპირ საწყის კოდში და არ ატვირთოთ ისინი საცავში. კონექტორებში გასაღების შიგთავსის პირდაპირ ჩაშენების ნაცვლად, მიუთითეთ პირადი გასაღების ფაილის მისამართი. რეგულარულად განაახლეთ გასაღებები და ნებისმიერი საეჭვო შემთხვევა განიხილეთ, როგორც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკი.

რა ნებართვები უნდა იყოს დაშვებული API გასაღებთან მიმართებაში?

გაააქტიურეთ მხოლოდ აპლიკაციის საჭიროების შესაბამისი ნებართვები. მხოლოდ წაკითხვის რეჟიმის მქონე პანელისთვის ვაჭრობისა თუ თანხის გატანის ნებართვების გააქტიურება არ არის საჭირო. სავაჭრო ბოტს მხოლოდ სპოტ ან ფიუჩერსებით ვაჭრობის ნებართვა სჭირდება და არ არსებობს თანხის გატანის დაშვების საჭიროება, ნებართვების მინიმალურ აუცილებლობამდე შეზღუდვა ამცირებს რისკებს გასაღებებზე უნებართვო ზემოქმედების შემთხვევაში.

რა მოხდება API გასაღებზე უნებართვოდ ზემოქმედების შემთხვევაში?

API გასაღებზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ წაშალეთ იგი Binance-ის API მართვის პარამეტრებიდან და შექმენით ახალი. შეაფასეთ, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე სახის არაავტორიზებულ აქტივობას. ახალ გასაღებზე ჩართეთ IP შეზღუდვები მსგავს ინციდენტებთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად. მოერიდეთ ახალი გასაღების იმავე ადგილას შენახვას, სადაც წინა გასაღები იყო შენახული.

შეჯამება

API გასაღებები გამოიყენება მომხმარებლის ავთენტიფიკაციისა და ავტორიზაციისთვის Binance-ის API-ებთან ურთიერთქმედებისას. ეს გასაღებები უნიკალურია თითოეული მომხმარებლისთვის.

თავსებადობის უზრუნველყოფის მიზნით, Binance-ის API-ებს გააჩნია რამდენიმე ალგორითმის მხარდაჭერა: HMAC, RSA და Ed25519. თუმცა, ჩვენ გირჩევთ Ed25519-ის გამოყენებას კოდურ ფრაზასთან ერთად. ეს ალგორითმი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მხარდაჭერილია Binance-ის ყველა API-ს მიერ და გთავაზობთ საუკეთესო წარმადობას.

ვინაიდან API გასაღებები უზრუნველყოფს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, ისინი მაქსიმალური სიფრთხილით უნდა იქნეს შენახული და გამოყენებული, რადგან ნებისმიერი გაჟონვა შესაძლოა ფინანსური რისკების გამომწვევ მიზეზად იქცეს.

წინამდებარე სტატიაში აღწერილი ეფექტური პრაქტიკების გამოყენებით შესაძლებელია გაჟონვის რისკის მაქსიმალურად შემცირება. შედეგად, გასაღებების აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, მათი გამოყენება შეუძლებელი იქნება არაავტორიზებული მესამე პირების მიერ.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ვინაიდან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციისთვის სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შესაძლოა არასტაბილური იყოს. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy თქვენს მიერ განცდილ არანაირ ზარალზე არაა პასუხისმგებელი. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.