წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ ვალუტა, რომელსაც არ „სურს“, რომ მოხდეს მისი გამოყენება უცხოური სავაჭრო ბირჟის ცვალებად გარემოში. ამის ნაცვლად, მას „სურს“ დაკავშირებული იყოს სხვა ვალუტის, საქონლის ან ვალუტების ჯგუფის ღირებულებასთან. სწორედ ეს გახლავთ მიბმული ვალუტა.
მიბმული ვალუტა დაკავშირებულია შედარებით სტაბილურ ერთეულთან, მისი ღირებულების ცვლილების თავიდან არიდების მიზნით. მთავრობები ან მონეტარული ორგანიზაციები მსგავს მიბმას ახორციელებენ საკუთარი ვალუტების მერყეობის თავიდან ასაცილებლად, რაც უმარტივებს პროგნოზების გაკეთებას პროცესებში ჩართულ ნებისმიერ პირს.
როგორ ხდება მიბმული ვალუტის მიბმის შენარჩუნება? როგორც წესი, როდესაც ვალუტა იწყებს სამიზნე ღირებულებიდან მკვეთრად გადახრას, პროცესში ერთვება ცენტრალური ბანკი ან მონეტარული ორგანიზაცია.
დავუშვათ, თქვენი ვალუტა მიბმულია აშშ დოლართან. მისი ღირებულების ცურვის დაწყების შემთხვევაში, პროცესში შესაძლოა ჩაერიოს ცენტრალური ბანკი, რომელიც შეიძენს ან გაყიდის ვალუტას აშშ დოლარის სანაცვლოდ და ღირებულების ნორმის ფარგლებში დაბრუნების მიზნით. ეს ერთგვარი „უსაფრთხოების ბადის“ ფლობას ჰგავს, რომლის მეშვეობითაც ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ ვალუტა მეტისმეტად არ გადაიხაროს არსებული კურსიდან.
ყველა მიბმული ვალუტა ერთნაირი არ არის. არსებობს რამდენიმე გავრცელებული ტიპი:
სტეიბლკოინები გახლავთ კრიპტო აქტივები, რომლებიც შექმნილია სტაბილური ღირებულების შენარჩუნების მიზნით, რისთვისაც ხდება მათი მიბმა ფიატ-ვალუტებზე ან ისეთ აქტივებზე, როგორიცაა ოქრო ან ნავთობი. ეს სტაბილურობა კრიპტო ინვესტორებსა და ტრეიდერებს საშუალებას აძლევს გაუმკლავდნენ მერყეობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ტრადიციულ ფიატ-ვალუტებზე ხელახალი კონვერტაციის განხორციელების გარეშე.
სტეიბლკოინების სტრუქტურის სათანადოდ შემუშავების შემთხვევაში, მათი მეშვეობით შესაძლებელია ფიქსირებული მოგების მიღება, ფასის მერყეობის თავიდან აცილება და თანხების გადარიცხვა ბლოკჩეინ ქსელებზე.
კრიპტოგრაფიის მეშვეობით დაცული ციფრული ვალუტა, რომელიც გამოიყენება როგორც გაცვლის საშუალება peer-to-peer (P...
აღნიშნავს აქტივების შენახვას კლიენტის სახელით. ასევე შეიძლება გულისხმობდეს თანხის ან აქტივების მფლობელობას.
გაშვებული იქნა Binance-ის მიერ მონეტის პირველადი შემოთავაზების შემდეგ, რომელიც დასრულდა 2017 წლის 3 ივლისს....