Beacon Chain
Beacon Chain წარმოადგენს
Ethereum-ის proof-of-stake (PoS) შრეს, სადაც მიიღწევა კონსენსუსი. ის ახორციელებს Ethereum-ის სტეიკერების ქსელის კონტროლს და კოორდინაციას, რომლებიც ხელს უწყობენ ტრანზაქციების ვალიდაციას და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფას სტეიკინგის ჯილდოების სანაცვლოდ.
Beacon Chain გაშვებული იქნა 2020 წლის დეკემბერში და წარმოადგენს მსხვილი განახლებების სერიიდან პირველს (რომლებიც ადრე ერთობლივად მოიხსენიებოდა, როგორც
Ethereum 2.0) და მათი დანიშნულება იყო Ethereum-ზე ტრანზაქციების უფრო სტაბილურად დამუშავების უნარის გაუმჯობესება.
მიუხედავად იმისა, რომ Beacon Chain (რომელსაც ადრე ეწოდებოდა Eth2) წარმოადგენდა დამოუკიდებელ შრეს, რომელიც Ethereum-ის აღსრულების შრის პარალელურად იყო გაშვებული (რომელსაც ადრე ეწოდებოდა Eth1), პროცესის მეშვეობით, რომელსაც „შერწყმა“ (The Merge) ეწოდება, ის გაერთიანდა Ethereum-ის
mainnet-თან.
შერწყმის შემდეგ, Ethereum-ის proof-of-work (
PoW)კონსენსუსის მექანიზმი სამუდამოდ ჩაანაცვლა
PoS-მა. თუ დაინტერესებული ხართ Beacon Chain-ის ვალიდაციაში მონაწილეობით, ამის გაკეთება შეგიძლიათ თქვენი Ether-ის (ETH) სტეიკინგზე განთავსებით. როგორც ვალიდატორი, რომელიც ქსელის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, თქვენ იქნებით პასუხისმგებელი მონაცემების შენახვაზე, ტრანზაქციების დამუშავებაზე და ბლოკჩეინზე ახალი ბლოკების დამატებაზე.
ეკოსისტემაში ახალი ბლოკების
მაინინგის ფუნქციის გაუქმება იმას ნიშნავს, რომ Ethereum-ზე მაინერები აღარ იქნებიან საჭირო. ამასთანავე, აღარ მოხდება ტოკენების მაინინგის ჯილდოების სახით გაცემა, შედეგად ETH-ის გამოშვება თითქმის 90%-ით შემცირდება.
Beacon Chain-ის მასშტაბირებადობის გასაზრდელად შემოთავაზებულია განახლებების შემდეგი ეტაპები: The Merge, The Surge, The Verge, The Purge, და The Splurge. აღნიშნული ღონისძიებების მიზანია
მასშტაბირებადობის ტრილემის გადაჭრა, რომელიც Ethereum-ის დამფუძნებლის, ვიტალიკ ბუტერინის მიერ შემოთავაზებული.
ეს ტრილემა მდგომარეობს იმაში, რომ ბლოკჩეინს შეუძლია დააკმაყოფილოს მისი სამი ფუნდამენტური პრინციპიდან (უსაფრთხოება, მასშტაბირებადობა და დეცენტრალიზაცია) მხოლოდ ორი. ამ განახლებების სერიის დანიშნულებაა დაეხმაროს Ethereum-ს ტრანზაქციების განხორციელების სიჩქარის გაზრდაში უსაფრთხოების და დეცენტრალიზაციის დონის შემცირების გარეშე.