B-ტოკენები
B-ტოკენები წარმოადგენს Binance-ის მიერ დამზადებული, სრულად კოლატერალიზებული შეფუთული
ტოკენების ოფიციალურ სახელწოდებას. თითოეული B-ტოკენი იძლევა ორიგინალი აქტივის „ტრანსპორტირებადი“ ვერსიის შექმნის საშუალებას, მის სხვა ბლოკჩეინზე გადასატანად. მოდით განვიხილოთ მოკლე მაგალითი.
დავუშვათ თქვენ ფლობთ ETH-ს Ethereum-ზე, თუმცა გსურთ გამოიყენოთ ის
სტეიკინგისთვის BNB Smart Chain-ზე (BSC). თქვენ არ შეგიძლიათ ETH-ის სტეიკინგზე განთავსება, რადგან ის ამჟამად
ERC-20 ფორმის სახით არის წარმოდგენილი, ამიტომ
ხიდის მეშვეობით BSC-ზე გადასატანად, საჭიროა მისი თავსებადი სტანდარტის ტოკენად გარდაქმნა. ამისათვის, საჭიროა თქვენი ETH-ის „შეფუთვა“ და სანაცვლოდ,BSC-თან თავსებადი
BEP-2 ან
BEP-20 ETH-ის B-ტოკენის მიღება.
Binance ამას ახორციელებს თქვენი ETH-ის უსაფრთხოდ შენახვით და მისი უზრუნველყოფის აქტივის სახით გამოყენებით. თქვენი B-ტოკენი მზადდება თქვენს მიერ შეტანილი ETH-ის რაოდენობის მიხედვით, 1:1 თანაფარდობით. თქვენი B-ტოკენის უკან, საბაზისო უზრუნველყოფის აქტივზე გადაცვლა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, როდესაც მოისურვებთ. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს B-ტოკენის ღირებულების სტაბილურობის შენარჩუნებას მისი ფასის უზრუნველყოფის სახით გამოყენებულ ETH-ის ფასთან მიბმის მეშვეობით.