რა უნდა იცოდეთ, სანამ კრიპტოვალუტას შეიძენთ

რა უნდა იცოდეთ, სანამ კრიპტოვალუტას შეიძენთ

განახლებული Sep 24, 2025
7m

მთავარი დეტალები

  • თქვენი პირველი კრიპტოვალუტის შეძენის წინ, მნიშვნელოვანია კარგად გაიაზროთ, თუ რატომ გსურთ ინვესტირება და რა დონის რისკებთან გამკლავების შესაძლებლობა გაქვთ.

  • გაითვალისწინეთ, რომ კრიპტოს ფასები შესაძლოა მოკლე დროში მკვეთრად შეიცვალოს და მსგავს აქტივებს აქვს იგივე დაცვის მექანიზმები, რაც სტანდარტულ საინვესტიციო პროდუქტებს.

  • თქვენი კრიპტოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან მნიშვნელოვანია. ისწავლეთ, თუ როგორ შეინახოთ თქვენი აქტივები და როგორ დაიცვათ პირადი გასაღებების უსაფრთხოება.

  • ზარალის თავიდან ასაცილებლად, უფრთხილდით თაღლითებს და დიდი მოცულობის თანხების გადარიცხვამდე, შეასრულეთ მცირე ზომის სატესტო ტრანზაქციები. იდეალურ შემთხვევაში, ვაჭრობის დაწყებამდე დასახული უნდა გქონდეთ მკაფიო გეგმა.

  • გახსოვდეთ, რომ გადასახადები კრიპტოთი ვაჭრობაზეც ვრცელდება და წესები შეიძლება განსხვავებული იყოს თქვენი საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე.

შესავალი

კრიპტოვალუტებმა ბოლო წლებში დიდი ყურადღება მიიქციეს. ბევრ ადამიანს ეს იდეა აღაფრთოვანებს და თვლის, რომ ეს ფულის გამომუშავების კარგი შანსია. თუმცა, ციფრული ვალუტები დაკავშირებულია ისეთ გამოწვევებთან, რომლებსაც ვერ შეხვდებით ტრადიციულ საინვესტიციო პროდუქტებში. კრიპტოვალუტების ფასები შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს, მათთან დაკავშირებული წესები ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია და მათ უსაფრთხოდ შენახვას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

თუ ამ სფეროში ახალბედა ხართ და ფიქრობთ თქვენი პირველი კრიპტოს შეძენაზე, უმჯობესი იქნება, თუ კარგად გაიაზრებთ იმას, თუ რის გაკეთებას აპირებთ. ეს გზამკვლევი დაგეხმარებათ ძირითადი საკითხების შესწავლაში, რათა უფრო თავდაჯერებულად შეძლოთ მოქმედება.

რატომ გსურთ კრიპტოს შეძენა?

სანამ კრიპტოვალუტას შეიძნეთ, საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვა: რატომ? კრიპტოთი იმიტომ დაინტერესდით, რომ მის შესახებ ბევრი კარგი რამ გსმენიათ? თუ ახალი ტექნოლოგიის გამოცდა გსურთ? ან იქნებ დიდი მოგების იმედი გაქვთ? ამ მიზეზების ცოდნა დაგეხმარებათ უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებასა და სარისკო სიტუაციების თავიდან აცილებაში.

კრიპტო ინვესტიციები საკმაოდ არასტაბილურია, ამიტომ ინვესტირების დროს გამოიყენეთ მხოლოდ იმ ოდენობის თანხა, რისი დაკარგვაც დიდად არ დაგაზარალებთ. გარდა ამისა, იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეუთავსებთ ერთმანეთს კრიპტოს და სხვა ინვესტიციებს. გსურთ, რომ ეს თქვენი დანაზოგის მცირე ნაწილი იყოს თუ პირიქით, დიდი? თქვენი მიზნები და ის, თუ რამდენ ხანს აპირებთ კრიპტოს შენახვას, გავლენას მოახდენს იმაზე, თუ რას და როგორ შეიძენთ.

შეისწავლეთ კრიპტოს და ბლოკჩეინის საფუძვლები

ბლოკჩეინის სივრცე საკმაოდ მრავალფეროვანია, ათასობით ქსელითა და კრიპტო პროექტით. Bitcoin და Ethereum ყველაზე პოპულარულ ქსელებს წარმოადგენს, თუმცა ბევრი სხვა პროექტიც არსებობს. თითოეულ მათგანთან დაკავშირებულია განსხვავებული რისკები და სარგებელი. ასე რომ, კრიპტოვალუტების და ბლოკჩეინების მუშაობის საფუძვლების ცოდნა შესაძლოა სასარგებლო იყოს და დაგეხმაროთ პროექტის არჩევისას გადაწყვეტილების მიღებაში.

მარტივად რომ ვთქვათ, ბლოკჩეინი არის უსაფრთხო, ღია წვდომის მქონე ციფრული ჩანაწერი, რომელიც ინახება მსოფლიოს უამრავ კომპიუტერში. ასეთი დეცენტრალიზაცია ქსელს თავდასხმებისა და მონაცემებზე მანიპულაციისგან იცავს.

Proof of Work (PoW) და Proof of Stake (PoS) არის ორი გავრცელებული მექანიზმი, რომელსაც ბლოკჩეინები კონსენსუსის მიღწევისა და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის იყენებენ:

  • Proof of Work მექანიზმი იყენებს კომპიუტერულ სიმძლავრეს თავსატეხების ამოსახსნელად და ტრანზაქციების დასადასტურებლად (როგორც ეს Bitcoin-ის მაინინგის დროს ხდება).

  • Proof of Stake მექანიზმის გამოყენებისას ხდება ტრანზაქციის ვალიდატორების არჩევა, რაც ეფუძნება მათ მიერ დაბლოკილი (სტეიკინგზე განთავსებული) მონეტების რაოდენობას. PoS გამოიყენება Ethereum-ის და სხვა მრავალი ალტკოინის მიერ.

დეტალები იხილეთ განყოფილებაში: whitepaper-ები და გეგმები

ახალ კრიპტო პროექტში ინვესტირების დაწყებამდე, სასარგებლოა მისი whitepaper-ის მოძიება. ეს არის დოკუმენტი, სადაც განმარტებულია, თუ რაზეა ეს პროექტი, როგორ მუშაობს და რა მიზნებს ისახავს ის. კარგ whitepaper-ში გარკვევით, დეტალურად და გამჭვირვალედ იქნება წარმოდგენილი ამ პროექტთან დაკავშირებული ყველა გამოწვევა.

ასევე შეამოწმეთ, რეგულარულად აქვეყნებს თუ არა პროექტის გუნდი სიახლეებს და თუ ასრულებს თავის დაპირებებს. თუ რაღაც საკითხები ბუნდოვანია ან გუნდის წევრები გაუჩინარდებიან, ხშირ შემთხვევაში ეს გამაფრთხილებელი ნიშანია, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოერიდოთ ამ პროექტში ინვესტირებას.

მზად იყავით ფასებისთვის არასტაბილურობისთვის

კრიპტოვალუტის ფასები სწრაფად და დიდი დიაპაზონით მერყეობს. მაგალითად, Bitcoin-ის ფასი გარკვეულ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა, მოგვიანებით კი მკვეთრად დაეცა. ამგვარი ცვლილება შეიძლება სტრესული იყოს ტრეიდერისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ დაგეგმვა.

აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მართოთ კრიპტო მსგავსი მერყეობის დროს:

  • ბაზრის ცვლილებებზე რეაგირების ნაცვლად, წინასწარ დაგეგმეთ, თუ როდის შეიძენთ ან გაყიდით კრიპტოს.

  • გამოიყენეთ ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა stop loss შეკვეთები, რომლითაც ავტომატურად მოხდება კრიპტოს გაყიდვა მისი ფასის გარკვეულ დონემდე დაეცემის შემთხვევაში.

  • ინვესტირებისთვის გამოიყენეთ მხოლოდ იმ ოდენობის აქტივი, რომლის დაკარგვაც მნიშვნელოვნად არ დაგაზარალებთ.

  • თქვენი დანაზოგის ერთ აქტივში დაბანდების ნაცვლად, თქვენი ინვესტიციები გადაანაწილეთ სხვადასხვა მონეტაზე.

  • არ იჩქაროთ აქტივის შეძენა ბაზრის აჟიოტაჟის დროს. ზოგჯერ მოთმინებას უფრო კარგი შედეგი მოაქვს.

თუ ფიქრობთ სრულიად ახალ მონეტებში ინვესტირებაზე, გამოიჩინეთ უფრო მეტი სიფრთხილე, რადგან, ჩვეულებრივ, ისინი მეტი რისკის შემცველია.

უზრუნველყავით თქვენი კრიპტოს უსაფრთხოება

ვინაიდან კრიპტო ტრანზაქციების გაუქმება შეუძლებელია, გამოიჩინეთ სიფრთხილე, რათა თავიდან აიცილოთ თანხის დაკარგვა თაღლითობის ან შეცდომების გამო. თქვენი კრიპტოს დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

არსებობს კრიპტოვალუტის შენახვის ორი ძირითადი გზა:

  • ცხელი საფულეები: ისინი მუდმივად დაკავშირებულია ინტერნეტთან, მობილური აპლიკაციების საფულეების ან ბირჟის ანგარიშების მსგავსად. მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოსახერხებელია, ცხელი საფულეები ნაკლებად უსაფრთხოა.

  • ცივი საფულეები: წარმოადგენს ოფლაინ შენახვის ვარიანტებს, როგორიცაა აპარატურული მოწყობილობები ან ქაღალდის საფულეები. ისინი უფრო დაცულია ონლაინ საფრთხეებისგან, თუმცა ნაკლებად კომფორტული ხშირი გამოყენებისთვის.

თუ თქვენ გიჭირთ ცხელ და ცივ საფულეებს შორის არჩევანის გაკეთება, გაითვალისწინეთ, რომ ბევრი ინვესტორი ორივეს იყენებს. შეგიძლიათ თქვენი კრიპტოვალუტის უმეტესობა შეინახოთ ცივ საფულეში უსაფრთხოების მიზნით, ხოლო მცირე რაოდენობა იქონიოთ ცხელ საფულეში მარტივი წვდომისთვის და კომფორტულად მოხმარებისთვის.

გარდა ამისა, დარწმუნდით, რომ თქვენი პირადი გასაღებები ძალიან უსაფრთხოდ გაქვთ შენახული, რადგან სწორეთ მათი მეშვეობით გაქვთ სრული წვდომა თქვენს კრიპტოვალუტაზე. არასოდეს გააზიაროთ ის და თუ შესაძლებელია, შეინახეთ ოფლაინ.

დიდი თანხების გადარიცხვამდე განახორციელეთ სატესტო ტრანზაქცია

სანამ დიდი რაოდენობის კრიპტოვალუტას გაგზავნით, პირველ რიგში განახორციელეთ მცირე სატესტო ტრანზაქცია. ეს მარტივი ნაბიჯი საშუალებას გაძლევთ გადაამოწმოთ საფულის მისამართის სისწორე და დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი სწორად მუშაობს. შეცდომები შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ, რადგან ხშირ შემთხვევაში კრიპტო ტრანზაქციების გაუქმება შეუძლებელია.

იცოდეთ თქვენი საგადასახადო ვალდებულებები

კრიპტოვალუტების ყიდვისას, გაყიდვისას ან გამოყენებისას, შეიძლება დაგეკისროთ საგადასახადო ვალდებულებები. თქვენი საცხოვრებელი ადგილიდან გამომდინარე, შესაძლოა მოგიწიოთ მოგების და დანაკარგების შესახებ საგადასახადო ორგანოებისთვის შეტყობინება. კრიპტოებთან დაკავშირებული საგადასახადო წესები ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია, შესაბამისად მიზანშეწონილია:

  • შეინახოთ ყველა ტრანზაქციის ჩანაწერი.

  • გამოიყენოთ ისეთი საგადასახადო პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს კრიპტოვალუტებს, ან გაესაუბრეთ საგადასახადო სფეროს პროფესიონალს.

  • იყავით ინფორმირებული ადგილობრივი საგადასახადო კანონების განახლებების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ „სიურპრიზები“.

როგორ უნდა შეიძინოთ კრიპტოვალუტა

კრიპტოს შეძენა მარტივი პროცესია, თუმცა, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია სწორად შეასრულოთ რამდენიმე ძირითადი საფეხური.

პირველ რიგში, აირჩიეთ სანდო კრიპტოვალუტის ბირჟა ან პლატფორმა, როგორიცაა Binance. თუ კონკრეტული ალტკოინის შეძენა გსურთ, შეამოწმეთ, არის თუ არა ის ჩამონათვალში და ხელმისაწვდომია თუ არა თქვენ მიერ არჩეულ ბირჟაზე. 

შემდეგ გაიარეთ რეგისტრაცია და ანგარიშის ვერიფიკაცია შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წარმოდგენის მეშვეობით. ყოველივე ეს საჭიროა ანგარიშის უსაფრთხოების და ადგილობრივ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.

როდესაც თქვენი ანგარიში მზად იქნება, თქვენ მოგიწევთ თანხების ტრადიციული მეთოდების გამოყენებით შეტანა, როგორიცაა ბანკიდან და საკრედიტო ან სადებიტო ბარათით გადარიცხვა.

როდესაც თქვენი თანხები ბალანსზე აისახება, უკვე შეგიძლებათ განათავსოთ შეკვეთა თქვენთვის სასურველი კრიპტოვალუტის შესაძენად. პლატფორმების უმეტესობა გთავაზობთ ე.წ. „საბაზრო შეკვეთებს“ მიმდინარე ფასით დაუყოვნებლივ შესყიდვისთვის ან „ლიმიტ-შეკვეთებს“, რაც საშუალებას გაძლევთ შეიძინოთ კრიპტო თქვენ მიერ განსაზღვრული ფასის ფარგლებში. თუ უფრო მარტივი ინტერფეისი გსურთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ Binance Convert.

და ბოლოს, გირჩევთ განიხილოთ თქვენი კრიპტოს პირად საფულეში გადარიცხვა მეტი უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ დიდი რაოდენობის თანხების ინვესტირებას გეგმავთ. არ დაგავიწყდეთ საფულის მისამართების გადამოწმება და მცირე ოდენობის სატესტო გადარიცხვების განხორციელება, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომები.

შეჯამება

კრიპტოვალუტების შეძენამ შესაძლოა ახალი შესაძლებლობების კარი გაგიხსნათ, თუმცა ამავდროულად მოგიწევთ რისკებთან გამკლავება, რომლებიც არ არის დამახასიათებელი ინვესტირების ტრადიციული მეთოდებისთვის. ინვესტირების მიზნების განსაზღვრით, ბაზრის და ტექნოლოგიის მუშაობის პრინციპების შესწავლით, მერყევ ბაზრებზე ვაჭრობის სათანადო დაგეგმვით, თქვენი აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფით და საგადასახადო წესების შესახებ ინფორმაციის მოძიებით, თქვენ შეძლებთ მომზადებულ შეხვდეთ კრიპტოსთან დაკავშირებულ რისკებს და სრულად ისარგებლოთ მისი უპირატესობებით.

არ იჩქაროთ, დასვით კითხვები და ინვესტიცია განახორციელეთ მხოლოდ იმ თანხით, რომლის დაკარგვის უფლებაც შეგიძლიათ საკუთარ თავს მისცეთ. ამ მითითებების შესრულებით, თქვენ შეძლებთ კრიპტო სივრცეში უსაფრთხოდ ნავიგაციას.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.