პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ეს ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს.
მთავარი დეტალები
DOGS წარმოადგენს Open Network (TON) ბლოკჩეინზე გაშვებულ ძაღლის თემატიკის Meme მონეტას, რომლის შექმნის ინსპირაციაც უკავშირდება ძაღლის პერსონაჟს, სახელწოდებით „სპოტი“.
ამ მონეტის მთლიანი მარაგია 550 მილიარდი ტოკენი, რომელთაგან მიმოქცევაში უკვე გაშვებულია 516 მილიარდზე მეტი. ამ ტოკენების უმეტესობა განაწილებულ იქნა Telegram-ის მომხმარებლებზე მათი აქტივობების შესაბამისად.
DOGS-ის მომხმარებლებისთვის შემოთავაზება მოხდა მისი Binance Launchpool-ზე გაშვებით, თუმცა სხვა meme მონეტების მსგავსად, DOGS-ით ვაჭრობა დაკავშირებულია არაპროგნოზირებადობის და არასტაბილურობის რისკებთან.
DOGS Meme მონეტა
Dogecoin და Shiba Inu მონეტების მსგავსად, DOGS ძაღლების თემატიკასთან დაკავშირებული meme მონეტაა. DOGS შეიქმნა The Open Network (TON) ბლოკჩეინზე და მის პროტოტიპს წარმოადგენს „სპოტი“ — პერსონაჟი, რომელიც ასოცირდება Telegram-ის დამფუძნებელთან, პაველ დუროვთან.
დუროვის მიერ შექმნილი „სპოტი“ არის მარტივი სტიკერი ძაღლის გამოსახულებით და წარმოადგენდა ბავშვთა სახლების მხარდამჭერი საქველმოქმედო აუქციონების სიმბოლოს. „სპოტიმ“ ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა კრიპტო სივრცეში.
ტოკენის მონაცემები (დოგენომიკა)
DOGS-ის მთლიანი მარაგია 550 მილიარდი ტოკენი, რომელთაგან მიმოქცევაში გაშვებულია 516,75 მილიარდი ტოკენი (2024 წლის სექტემბრის მონაცემებით). ამ მონეტის განაწილების სტრატეგია მოიცავს DOGS ტოკენების Telegram-ის მომხმარებლებისთვის airdrop-ების მეშვეობით გადაცემას, მათ მიერ პლატფორმაზე განხორციელებული აქტივობების შესაბამისად.
DOGS-ის ოფიციალური Telegram არხის მიხედვით:
მთლიანი მარაგის 81,5% განაწილებული იქნება საზოგადოების წევრებზე ყოველგვარი ვესტინგის პერიოდის ან დაბლოკვის პერიოდის გარეშე. ამ 81,5%-დან 73% გაიცა Telegram-ის ერთგულ მომხმარებლებზე, რომლებმაც DOGS ტოკენების გამომუშავება შეძლეს მინი-აპლიკაციების დავალებების შესრულებით და სხვა აქტივობების განხორციელებით. დანარჩენი 8,5% განაწილდა სტიკერების შემქმნელებზე, ტრეიდერებზე და საზოგადოების მომავალ წევრებზე.
10% გამოყოფილია DOGS-ის გუნდისთვის და პროექტის განვითარებისთვის, უმეტესად 12-თვიანი ვესტინგის პერიოდით.
8,5% რეზერვირებულია ცენტრალიზებულ და დეცენტრალიზებულ ბირჟებზე ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად ან ლიკვიდურობასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებებისთვის.
DOGS-ის airdrop
DOGS-ის airdrop-ების დროს გათვალისწინებულია სხვადასხვა ფაქტორები, როგორიცაა Telegram-ის ანგარიშების შექმნის პერიოდები, მომხმარებლების აქტიურობა და Telegram Premium სერვისის გამოწერა. ამ მიდგომის მიზანია Meme მონეტის Telegram-ის მომხმარებელთა ბაზისთვის გაცნობა მისი პოპულარიზაციის მიზნით.
20 აგვისტოს მონაცემებით, ამ ტოკენების მიღების უფლების მქონე თითოეულმა მომხმარებელმა მიიღო დაახლოებით 9500 DOGS, ხოლო სულ გაიცა 400 მილიარდი DOGS ტოკენი.
როგორ მოვითხოვოთ DOGS-ის airdrop?
პირველადი airdrop-ით DOGS ტოკენების გამომუშავების ბოლო დღე იყო 2024 წლის 14 აგვისტო. ტოკენების მიღების უფლების მქონე მომხმარებლებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს DOGS თამაშებში და Telegram-ის აქტივობებში ზემოთ მითითებულ თარიღამდე, კვლავ შეუძლიათ მოითხოვონ DOGS-ის airdrop-ები ოფიციალური DOGS Telegram ბოტის მეშვეობით.
ტოკენების მიღების უფლების მქონე მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს DOGS-ის on-chain მიღება საკომისიოების გარეშე (შედარებით ნელი პროცესი) ან მცირე საკომისიოთი (სწრაფად გატანისთვის).
2024 წლის 3 სექტემბრის მონაცემებით, არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია სამომავლოდ დაგეგმილი ახალი airdrop-ების შესახებ.
ბაზარზე წარმოდგენა
DOGS ტოკენი Telegram-ის 1 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა 24 საათზე ნაკლებ დროში მოითხოვა და ის საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით 100 საუკეთესო კრიპტოვალუტას შორისაა (2024 წლის სექტემბრის მონაცემებით). მიუხედავად ამისა, სხვა meme მონეტების მსგავსად, მისი ღირებულება და გრძელვადიანი მდგრადობა კვლავ განხილვის საგნად რჩება.
Binance Launchpool
2024 წლის 21 აგვისტოს მოხდა DOGS-ის გაშვება Binance Launchpool-ზე, სადაც მომხმარებლებს შეეძლოთ DOGS ტოკენების გამომუშავება საკუთარი BNB-ის ან FDUSD-ის სტეიკინგის მეშვეობით. მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტოვალუტის ბირჟაზე განთავსებამ გაზარდა DOGS-ის პოპულარობა და ლიკვიდურობა.
შეჯამება
DOGS წარმოადგენს Meme მონეტას, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული Telegram პლატფორმასთან, და აერთიანებს ქველმოქმედების, კრიპტოს და Meme კულტურის ელემენტებს. მან ფართო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო Binance Launchpool-ზე განთავსების და ტოკენების განაწილების უნიკალური მეთოდის წყალობით.
თუმცა, სხვა Meme მონეტების მსგავსად, DOGS საკმაოდ არაპროგნოზირებადია, ამიტომ სანამ ამ მონეტაში ინვესტირებას გადაწყვეტთ, სათანადოდ შეისწავლეთ მასთან დაკავშირებული რისკები. ჩაატარეთ საკუთარი მოკვლევა განახორციელეთ მხოლოდ იმ სახსრების ინვესტიცია, რომელთა დაკარგვაც მნიშვნელოვნად არ დაგაზარალებთ.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.