წინამდებარე სტატია წარმოადგენს სპონსორის მიერ მოწოდებულ კონტენტს და არ უნდა იქნას განხილული, როგორც ფინანსური ან საინვესტიციო რჩევა. ამ სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ავტორს/შემდგენს ეკუთვნის და არ ასახავს Binance Academy-ს მოსაზრებებს.
TL;DR
Sui არის 1-ელი დონის ბლოკჩეინ და სმარტ კონტრაქტების პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ციფრული აქტივების ფლობა მარტივი, კონფიდენციალური, უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.
პროგრამირების ენა Move-ზე დაფუძნებული, ობიექტებზე ორიენტირებული მოდელი იძლევა პარალელური აღსრულების, წამზე ნაკლებში მიღწეული საბოლოობისა და უამრავი სხვადასხვა on-chain აქტივების ფლობის საშუალებას.
ჰორიზონტალურად მასშტაბირებადი დამუშავებითა და შენახვით SUI-ზე მხარდაჭერილია აპლიკაციების ფართო სპექტრი, უპრეცედენტოდ სწრაფად და იაფად. Sui არის ბლოკჩეინის განვითარების კიბისებური ფუნქცია და პლატფორმა, რომელზეც ავტორები და დეველოპერები საოცარ, მომხმარებელზე ორიენტირებულ გამოცდილებას ქმნიან.
რა არის Sui?
Sui არის დეცენტრალიზებული ტექნოლოგიის მასებამდე მისატანად შექმნილი ბლოკჩეინი. მისი ტოკენი SUI გამოიყენება ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გაზის საკომისიოს გადასახდელად, on-chain ტრანზაქციების განსახორციელებლად და სამომავლოდ, მართვისთვისაც.
Sui-ს თავდაპირველი კონტრიბუტორი Mysten Labs დააფუძნეს Meta-ს ყოფილმა თანამშრომლებმა, რომლებიც წარსულში Libra-ს სახელით ცნობილი Diem ბლოკჩეინის პროექტზე მუშაობდნენ. მათი სამუშაოს ნაწილი იყო ახალ ტექნოლოგიების, მაგალითად Move-ის შექმნა, სმარტ კონტრაქტების პროგრამირების ენის შემუშავება, მაღალი გამტარუნარიანობის mempool-ის, სახელწოდებით Narwhal და კონსენსუსის ძრავების, სახელწოდებით Bullshark, შექმნა.
Diem-ში მიღებული გამოცდილება Sui-ს შექმნის საფუძველი გახდა. თუმცა ეს ინოვაციები შეიცვალა და გაფართოვდა რათა მეტად მორგებოდა ნებართვის საჭიროების არმქონე 1-ელი დონის ბლოკჩეინს, რაც განსხვავდება Libra-ს მისიისგან, რასაც მიკროგადახდების შესაბამისი პლატფორმის შექმნა წარმოადგენდა.
როგორ მუშაობს Sui?
ბლოკჩეინების უმრავლესობისგან განსხვავებით Sui ინფორმაციის ძირითად ერთეულებად არა ანგარიშებს, არამედ ობიექტებს იყენებს. დეველოპერები განსაზღვრავენ, ქმნიან და მართავენ პროგრამირებად ობიექტებს, რომლებიც მომხმარებლის დონის აქტივებს წარმოადგენს. ობიექტს აქვს მკვეთრად გამოხატული ატრიბუტები, მაგალითად ფლობა, რომელთა ღირებულება შესაძლოა განახლდეს მისი შემქმნელი სმარტ კონტრაქტის სამართავ ლოგიკაზე დაყრდნობით. ობიექტები და მათი ატრიბუტები არა უშუალოდ სმარტ კონტრაქტებში, არამედ პირდაპირ on-chain ინახება.
Sui-ზე აქტივების უმეტესობა ობიექტის საინფორმაციო მონაცემების სახით ინახება და ერთეული მისამართების მფლობელობაშია. მათ „ფლობაში მყოფ ობიექტებს“ უწოდებენ. ფლობაში მყოფი ობიექტის მფლობელობის გასხვისება მხოლოდ ამ მონაცემის შეცვლით ხდება. ეს ტრანზაქციები ქსელში შესრულებული სხვა მოქმედებებისგან დამოუკიდებელია და შესაძლოა მათ პარალელურად დამუშავდეს. ბლოკჩეინ ტრანზაქციების უმრავლესობა, მაგალითად აქტივების გაგზავნა, P2P გადახდები და NFT-ების შექმნა ამ კატეგორიაში ჯდება.
Sui გავრცელებული ტრანზაქციების ოპტიმიზაციისთვის შეიქმნა. სხვა ბლოკჩეინებზე ყველა ტრანზაქცია სირთულის მიუხედავად შედის მიმდევრობით სიაში, რის შემდეგაც გლობალური კონსენსუსით დასტურდება. ასეთი დიზაინი ქსელისთვის ბოთლის ყელს ქმნის, ამცირებს ინდივიდუალური ტრანზაქციების დამუშავების სიჩქარეს და ერთდროულად დამუშავებადი ტრანზაქციების ჯამურ რაოდენობას.
ბოთლის ყელის მოსაგვარებლად, მცირე დაყოვნებისა და მაღალი გამტარუნარიანობის მისაღწევად Sui იყენებს „Byzantine Consistent Broadcast“ სახელწოდებით ცნობილ ალგორითმს. მოთხოვნის განმთავსებელს ან წარმომადგენელს შეუძლია პროაქტიულად ეკონტაქტოს ვალიდატორებს და პროცესი კონსენსუსის გარეშე დაიწყოს, რის შედეგიც მიიღწევა თითქმის მყისიერი საბოლოობა უსაფრთხოების დათმობის გარეშე. ეს იძლევა პარალელური ტრანზაქციის წარდგენისა და მასობრივად განხორიციელების საშუალებას.
Sui-ზე არსებული აქტივების ნაწილი საზიარო მფლობელობაშია, რაც ნიშნავს რომ ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაციის ცვლილების ავთენტიფიკაციას რამდენიმე ანგარიში სჭირდება. ასეთი ტრანზაქციები უფრო კომპლექსურია და მათ ვალიდაციას კონსენსუსი სჭირდება. Sai კონსენსუსის კოორდინაციისთვის Delegated Proof of Stake მექანიზმს იყენებს. Sui-ზე კონსენსუსის ძრავა ორი ნაწილის, Narwhal-ისგან და Tusk-ისგან შედგება. Narwhal არის ტრანზაქციებისთვის (mempool) საცავი, რომელიც ახერხებს, რომ მონაცემები ვალიდატორებისთვის ყოველთვის მზად იყოს. Tusk არის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ხდება საზიარო ობიექტების ტრანზაქციების რიგითობის განსაზღვრა.
რატომ არის Sui უნიკალური?
Sui-ს ობიექტებზე ორიენტირებული მონაცემების მოდელი არის მნიშვნელოვანი ინოვაცია, რომელიც ბევრი ტექნიკური სიახლის განხორციელების საშუალებას იძლევა.
Sui Move
Sui Move არის Sui-ს ადგილობრივი პროგრამული ენა. ის შეიქმნა რათა გააერთიანოს ყველაფერი, რაც ბლოკჩეინ დეველოპერს ეფექტური, უსაფრთხო და ფუნქციებით მდიდარი აპლიკაციების შესაქმნელად სჭირდება.
Sui Move დაფუძნებულია ენა Move-ზე, რომელიც სხვა სმარტ კონტრაქტების პროგრამირების ენების ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად შეიქმნა. Move აგვარებს სმარტ კონტრაქტების დიზაინის ორ მთავარ პრობლემას: ციფრული აქტივების რეპრეზენტაციასა და მათი გამოყენებით უსაფრთხო ოპერაციების წარმოებას. Move-ს აქვს აქტივების პირველი კლასის აბსტრაქციები და წვდომის კონტროლი რითაც აუმჯობესებს სმარტ კონტრაქტების უსაფრთხოებასა და სმარტ კონტრაქტების პროგრამისტების პროდუქტიულობას. Sui Move იყენებს ამ მიღწევას და ამატებს ენას ბლოკჩეინისთვის დამახასიათებელი ცნებებისთვის, როგორიცაა ანგარიშები, ტრანზაქციები, დრო და კრიპტოგრაფია.
ტრანზაქციის პროგრამირებადი ბლოკები (PTB)
ტრანზაქციის პროგრამირებადი ბლოკები, იგივე PTB-ები Sui-ს დეველოპერების პრიმიტივებს შორის გამორჩეულია. ტრადიციული ბლოკჩეინებისთვის აღსრულების ფუნდამენტური ერთეული არის მარტივი ტრანზაქცია, რომელიც ვირტუალური მანქანის (VM) აღსრულებას ჰგავს. Sui-ს აღსრულების ფუნდამენტური ერთეული ტრანზაქციების კომპლექსური, კომბინირებული მიმდევრობის დონეზე ადის.
PTB-ები ჰეტეროგენულია და აქვს წვდომა Move-ის ყველა საჯარო, ნებისმიერ სმარტ კონტრაქტზე განთავსებულ on-chain ფუნქციაზე. ერთ PTB-ში წინა ონ-ჩეინ Move call-იდან შეყვანილი შედეგები შესაძლოა გაერთიანდეს მომდევნო Move call-ის შეყვანილ მონაცემებად. ეს მონაცემები შესაძლოა წარმოადგენდეს Sui-ს ობიექტებს, რომლებიც ატრიბუტებისა და მახასიათებლების დიდი არჩევანით ხასიათდება. ერთ PTB-ს შეუძლია სმარტ კონტრაქტ საფულიდან მოთამაშის ობიექტის ამოღება, მისი თამაშში გამოყენება, შემდეგ ამით მოგებული სიმბოლოს მრავალთამაშიან ჯილდოების ყუთში გაგზავნა, თანაც ახალი სმარტ კონტრაქტის კოდის გამოყენების გარეშე. ერთ კონკრეტულ PTB-ში შესაძლოა იყოს 1,024-მდე ჰეტეროგენური ტრანზაქცია რას მის კომბინირებადობას ფაქტობრივად საზღვრებისგან ათავისუფლებს.
PTB-ში ტრანზაქციები ატომურად აღსრულდება და იშლება, რაც ნიშნავს რომ მათი ნაწილობრივ დამუშავება შესაძლებელია. ასე იმქნება მოსახერხებელი, ინტუიციური პროგრამირებადი მოდელი, ასევე მძლავრი გარანტიები გადახდაზე ან ფინანსებზე ორიენტირებული აპლიკაციებისთვის.
ჰორიზონტალური მასშტაბირებადობა
Sui-ს ჰორიზონტალური მასშტაბირებადობა ქსელის მზრადი დატვირთვის დაკმაყოფილებას ემსახურება. შედეგების გასაუმჯობესებლად ვალიდატორებს შეუძლიათ დაიმატონ გამომთვლელი ძალა, რომელსაც საჭიროების არქონის შემთხვევაში შეამცირებენ. ქსელში მაღალი ტრაფიკის შემთხვევაშიც კი Sui-ს ტოკენომიკის მოდელი გაზის სტაბილურ, დაბალ ფასს ინარჩუნებს. ვალიდატორები წახალისებულები არიან ამ შესაძლებლობის გაზრდისკენ, რადგან ამგვარად საკომისიოს გაზრდის გარეშე გაზის მეტ თანხას გამოიმუშავებენ.
Sui-ს მასშტაბირებადობა ტრანზაქციების დამუშავებით არ ამოიწურება. საცავიც დაბალფასიანი და ჰორიზონტალურად მასშტაბირებადია. ეს დეველოპერებს საშუალებას აძლევს შექმნან რთული, ატრიბუტებით მდიდარი აქტივები პირდაპირ on-chain, ნაცვლად გაზის საკომისიოს დასაზოგად off-chain არაპირდაპირი შრეების შექმნისა.
რა არის SUI ტოკენი?
SUI ტოკენები ქსელისთვის ოთხ ფუნქციას ასრულებენ:
შესაძლებელია მათი სტეიკინგი ვალიდატორისთვის, ქსელის დასაცავად და სტეიკინგის ჯილდოს მოსაპოვებლად.
მათი გამოყენება შესაძლებელია გაზის საკომისიოს გადასახდელად, ტრანზაქციების აღსასრულებლად და სხვა ოპერაციებისთვის.
ისინი წარმოადგენს ადგილობრივ აქტივს on-chain ტრანზაქციების განსახორციელებლად, რაც მთლიანად Sui-ს ეკონომიკის ფუნდამენტია.
ისინი მფლობელებს სამომავლო მართვის პროცესებში მონაწილეობის საშუალებას აძლევენ.
SUI-ს ჯამური მარაგი 10 მილიარდ ტოკენამდე არის შეზღუდული.
Sui ეკოსისტემა
Sui-ს mainnet 2023 წლის მაისში ამუშავდა. მას შემდეგ რამდენიმე თამაში უკვე გამოვიდა, მომდევნო წლის განმავლობაში კი სხვებიც დაემატება. DeFi აპლიკაციები და NFT პროექტებიც 2023 წლის მეორე ნახევრიდან მეტი საინტერესო აპლიკაციის გაშვება იგეგმება.
SuiFrens
SuiFren-ები არის Sui Move-ს შესაძლებლობების დემონსტრაცია, რადგან Sui-ს ციფრული აქტივების კომბინირებადობას, გაფართოებისა და დინამიკურობის შესაძლებლობას აჩვენებს. ამ ოჯახში უკვე შედიან Capybara-ები და Bullshark-ები, თანდათან კი სხვებიც დაემატება.
Pyth Oracle
Pyth მსოფლიოს უდიდესი ტრეიდერებისგან მიღებულ ბაზრის მაქსიმალურად ზუსტ მონაცემებს ნებისმიერ სმარტ კონტრაქტთან აკავშირებს.
თამაში 8192
SUI 8192 არის პოპულარული თამაშის, 2048-ს სრულად ონ-ჩეინ არსებული, გართულებული ვერსია, რომელიც Sui ბლოკჩეინისთვის Ethos-მა შექმნა.
Suia
Suia, როგორც proof-of-attendance აპლიკაცია Sui-ზე დაფუძნებული ღონისძიებების ვერიფიცირებას ახდენს. მისი გამოყენება შესაძლებელია ღონისძიებების ბილეთებისთვის, კონტრიბუციის მედლებისთვის, თამაშებსთვის რაც ორგანიზატორებს მონაწილეების მოზიდვასა და დაჯილდოებაში ეხმარება.
რა ელის Sui-ს?
Sui განაგრძობს უნიკალური ფუნქციების განვითარებას, რის პარალელურადაც დეველოპერებს აცნობს Sui Move პროგრამირების ენას და მათ სხვადასხვა ინდუსტრიაში გამოყენებადი აპლიკაციების შექმნაში ეხმარება.
უახლეს და სამომავლო ფუნქციებს შორისაა:
დასპონსორებული ტრანზაქციები
Sui-ზე ტრანზაქციის განსახორციელებლად მომხმარებელმა გაზის გადასახადი უნდა გადაიხადოს. თუმცა მათთვის ვინც ბლოკჩეინს კარგად არ იცნობს, ეს ფაქტი სიახლეა და შესაძლოა ტრანზაქციის განხორციელების პრობლემადაც იქცეს. ნაცვლად იმისა, რომ გაზის გადასახადის გადახდა მომხმარებელს ვთხოვოთ, არსებობს დასპონსორებული ტრანზაქციები რაც გაზგასამართი სადგურების მეშვეობით აპლიკაციის Builder-ებს გადახდის საშუალებას აძლევს, რის გამოც ამის მომხმარებლებისთვის გამხელის საჭიროებაც არ არსებობს. Builder-ებს შეუძლიათ შემოსავლის სხვა მოდელების, მაგალითად რეკლამის, გამოწერისა და პრემიუმ დამატებითი სერვისების უკეთ გაცნობა.
კიოსკის სტანდარტი
კიოსკი არის პრიმიტივი ღია, ნულოვანი საკომისიოს მქონე პლატფორმის შესაქმნელად, რომელსაც გადარიცხვის პოლიტიკაში არაერთი დეტალის შეცვლის საშუალებას იძლევა. ის ავტორებს ეხმარება შექმნან პოლიტიკა ობიექტებით, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს დააწესონ ნებისმიერი შეზღუდვა ვაჭრობაზე, მათ შორის ჰონორარის პოლიტიკა ობიექტის გაყიდვის შემთხვევაში.
შეჯამება
Sui შეიქმნა როგორც მომდევნო თაობის ბლოკჩეინი, რომელიც ყველა ინდუსტრიასა და აპლიკაციას დეცენტრალიზებული ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებას აძლევს. მის ინოვაციებს შეუძლია სხვანაირად განსაზღვრონ აქტივების ფლობა და მომხმარებლებს ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაში ეხმარება.