რეცესია

განახლებული Sep 30, 2026

რა არის რეცესია?

რეცესია არის ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი კლება, რაც მთელ ეკონომიკაზე აისახება, რამდენიმე თვეზე მეტხანს გრძელდება და, როგორც წესი, ხასიათდება მშპ-ის კლებით, უმუშევრობის ზრდით და სამომხმარებლო ხარჯების შემცირებით.

გავრცელებული განმარტების მიხედვით, რეცესიას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც ფიქსირდება მშპ-ის ზრდის უარყოფითი მაჩვენებელი ზედიზედ ორი კვარტლის განმავლობაში, თუმცა აშშ-ის ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიურო (NBER) გვთავაზობს უფრო ფართო განმარტებას. ის აფასებს ექვს ძირითად ინდიკატორს: დასაქმების დონეს, მრეწველობის მასშტაბს, პერსონალურ შემოსავლებს, სამომხმარებლო ხარჯებს, ბიზნესის გაყიდვებსა და მშპ-ის ტენდენციებს. ეს მიდგომა გვაძლევს ისეთი რეცესიების იდენტიფიკაციის შესაძლებლობას, რომლებიც არ აკმაყოფილებს მარტივი, ორკვარტლიანი წესის კრიტერიუმებს.

რეცესიის მიზეზები და ინდიკატორები

რეცესიები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა ფაქტორით, რომელთა შორისაა მომხმარებელთა ნდობის შემცირება, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ფინანსური კრიზისები და გარე შოკებით, როგორებიცაა ბუნებრივი კატასტროფები ან გეოპოლიტიკური მოვლენები. ძირითადი ინდიკატორებია მშპ-ის ზრდის უარყოფითი მაჩვენებელი ზედიზედ რამდენიმე კვარტლის განმავლობაში, უმუშევრობის ზრდა, წარმოების შემცირება და საცალო გაყიდვების კლება.

Sahm-ის წესი, რომელიც რეცესიის ადრეული გაფრთხილების ერთ-ერთ გავრცელებულ ინდიკატორად მიიჩნევა, აქტიურდება მაშინ, როდესაც უმუშევრობის დონის სამთვიანი მოძრავი საშუალო 0,5 პროცენტული პუნქტით აღემატება გასული 12 თვის მინიმალურ მაჩვენებელს. სხვა ადრეულ სიგნალებს შორის არის შემოსავლიანობის მრუდის ინვერსიები და წამყვანი ეკონომიკური ინდექსის (LEI) ხანგრძლივი დაცემა.

ხელისუფლების პასუხი რეცესიაზე

მთავრობები და ცენტრალური ბანკები იყენებენ სხვადასხვა ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას რეცესიის ზეგავლენის შემცირების და ეკონომიკის აღდგენის სტიმულირების მიზნით. ეს ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა თუ სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო დანახარჯების გაზრდას, ბიზნესისა და მომხმარებლებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას და რეგულატორული რეფორმების გატარებას ფინანსური ბაზრების მიმართ ნდობის აღსადგენად.

რეცესია და კრიპტოვალუტის ბაზრები

რეცესიების გავლენა კრიპტოვალუტის ბაზრებზე შეიძლება იყოს რთული და არაპროგნოზირებადი. მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin და სხვა კრიპტოაქტივები ზოგჯერ განიხილება, როგორც ტრადიციული ბაზრის რისკებისგან პოტენციური დაცვის მექანიზმი, რეცესიის პერიოდში მათი შედეგიანობა შეიძლება განსხვავდებოდეს მათი მერყევი ბუნების გამო.

2022 წელს გლობალურმა ეკონომიკამ მნიშვნელოვანი სტრესი განიცადა მზარდი ინფლაციის, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების აგრესიული ზრდისა და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტით გამოწვეული გეოპოლიტიკური შოკის გამო. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ოფიციალური რეცესია არ გამოცხადებულა, 2022 წლის პირველ და მეორე კვარტალში მშპ შემცირდა, რითაც მან დააკმაყოფილა არაფორმალური, ორკვარტლიანი წესის კრიტერიუმები. ამ პერიოდში კრიპტოვალუტის ბაზარმა მკვეთრი დაცემა განიცადა - Bitcoin-ის ფასი იანვარში დაფიქსირებული 47 000 აშშ დოლარიდან-იდან ნოემბრისთვის 16 000 აშშ დოლარზე დაბლა ჩამოვიდა, რასაც რამდენიმე მსხვილი კრიპტო კომპანიის კოლაფსიც დაემთხვა.

ეს პერიოდი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეუძლია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასა და ზოგად ეკონომიკურ სტრესს გაზარდოს კრიპტო ბაზრების მერყეობა ოფიციალური რეცესიის გამოცხადების გარეშეც კი.

კრიპტოაქტივების პოპულარობის ზრდამ და ისეთმა ფინანსურმა ინსტრუმენტებმა, როგორიცაა Bitcoin ETF-ები შესაძლოა ასევე გამოიწვიოს კრიპტოსა და ტრადიციულ აქტივებს შორის უფრო მაღალი კორელაცია, რის შედეგადაც ეკონომიკური ვარდნის დროს აქტივების ფასები შეიძლება უფრო კოორდინებულად შეიცვალოს.
რეცესიებმა შეიძლება გააძლიეროს მერყეობა, რადგან ინვესტორები რეაგირებენ ცვალებად ეკონომიკურ პირობებსა და ბაზრის განწყობაზე. რისკის მართვის სტრატეგიების გამოყენება ინვესტორებს ეხმარება კრიპტოსივრცეში ეკონომიკური გაურკვევლობის პერიოდების გადალახვაში.
პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.