ცენზურისგან დაცულობა
ცენზურისგან დაცულობა არის ბლოკჩეინის ქსელის მახასიათებელი, რომელიც უზრუნველყოფს რომელიმე მხარის მიერ ვალიდური ტრანზაქციების დაბლოკვის, შეცვლის ან გაუქმების პრევენციას.
პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც ქსელის პროტოკოლის წესებს იცავს, შეუძლია განახორციელოს ტრანზაქციები შუამავლისგან ნებართვის მიღების საჭიროების გარეშე. ეს ტერმინი ასევე გულისხმობს ტრანზაქციების შეცვლის პრევენციას მათი სისტემაში ჩაწერის შემდეგ. ტრანზაქციის
ბლოკჩეინზე დადასტურების შემდეგ ის ეგზავნება ათასობით
ნოდს, ემატება განაწილებულ ლეჯერში და
მისი შეცვლა შეუძლებელი ხდება.
ცენზურისგან დაცულობა ხშირად
Bitcoin-ის მთავარ უპირატესობად მოიაზრება. რადგან ეს ქსელი არ არის რომელიმე ორგანიზაციის ან კომპანიის მფლობელობაში ან მისი მართვის ქვეშ, არც ერთ ცალკეულ სუბიექტს არ აქვს შესაძლებლობა ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ვის მისცეს ქსელით სარგებლობის უფლება ან რომელი ტრანზაქციები ჩაითვალოს ვალიდურად.
ქსელის მართვის წესები წინასწარ არის განსაზღვრული პროტოკოლით და შეთანხმებულია მონაწილეებს შორის. ეს არქიტექტურა ართულებს აღნიშნული წესების რეტროაქტიულად შეცვლას კონკრეტული მხარის ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით. ეს მიდგომა განასხვავებს მათ იმ სისტემებისგან, რომელთა მუშაობა
ცენტრალიზებული შუამავლების მეშვეობით ხორციელდება, რომელთაც შეუძლიათ შეზღუდონ ან გააუქმონ ნებისმიერი აქტივობა.
ამის გამო, ცენზურისგან დაცულობა ხშირად განიხილება დეცენტრალიზაციასთან ერთად. იმ ქსელის კონტროლი, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესი რამდენიმე დამოუკიდებელ მონაწილეს შორისაა განაწილებული, გაცილებით რთულია იმ ქსელებთან შედარებით, სადაც მართვის შესაძლებლობა მცირე ჯგუფის ხელშია. ეს მახასიათებელი არ ეხება რომელიმე კონკრეტულ აქტივს. სხვადასხვა ქსელში ის სხვადასხვა დონითაა წარმოდგენილი, რაც დამოკიდებულია მის კონსენსუსის მექანიზმსა და მმართველობის სტრუქტურაზე.
ცენზურისგან დაცულობა არ არის აბსოლუტური.
proof-of-work ქსელში უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია მაინინგის სიმძლავრის მფლობელი უმრავლესობის კეთილსინდისიერ ქცევაზე. თეორიულად, ცალკეულ სუბიექტს, რომელიც ქსელის ჰეშრეიტის უმეტეს ნაწილზე კონტროლს მოიპოვებს, შეუძლია სცადოს გარკვეული ტრანზაქციების თანმიმდევრობის შეცვლა ან მათი დაბლოკვა
ამ ტიპის სცენარს უწოდებენ
51%-ით შეტევას. დიდი ზომის და პოპულარულ ქსელებზე მსგავსი დონის ჰეშრეიტზე კონტროლის მოპოვება ძალიან ძვირადღირებული პროცესია და გაცილებით რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. რაც უფრო მაღალია ქსელის დეცენტრალიზაციის დონე და მისი გამომთვლელი სიმძლავრე, მით მეტადაა დაცული ის ცენზურისგან.