მთავარი დეტალები
Story (IP) არის ბლოკჩეინ-პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად ინტელექტუალური საკუთრების (IP) peer-to-peer ქსელის შექმნისთვის.
ის გვთავაზობს უნივერსალურ ლეჯერს ცოდნისა და კრეატიული აქტივების რეგისტრაციისთვის, გაცვლისთვის და მონეტიზაციისთვის, ცენტრალიზებულ შუამავლებზე დამოკიდებულების გარეშე.
Story ასევე გვთავაზობს მრავალბირთვიან არქიტექტურას, მათ შორის სპეციალიზებულ აღსრულების ბირთვებს, სადაც ინტელექტუალური საკუთრების მონაცემები აღიქმება, როგორც ადგილობრივი აქტივების კლასი.
პლატფორმა ქმნის პროგრამირებად IP ბაზრებს და ინტელექტუალური საკუთრების ტრანზაქციებისას ანგარიშსწორების დონის როლის მორგებით, ის მხარს უჭერს ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრირებას.
მისი ადგილობრივი ტოკენი არის IP, რომელიც ამარტივებს ტრანზაქციებს, სტეიკინგს და ასევე ხელს უწყობს ქსელში კეთილსინდისიერ მონაწილეობას.
შესავალი
დღესდღეობით, ციფრულ სამყაროში, ინტელექტუალური საკუთრება მნიშვნელოვან როლს თამაშობს კრეატიულობის, ინოვაციების და ცოდნის გაზიარების მხარდჭერაში. ტრადიციული IP სისტემები, ხშირ შემთხვევაში, ცენტრალიზებულ ორგანიზაციებზეა დამოკიდებული, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ეფექტურობის შემცირება და ინტელექტუალური აქტივების სამართლიანი მონეტიზაციისა და გაცვლის შეზღუდვები.
Story-ის (IP) მიზანია გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს ისეთი ბლოკჩეინის პროტოკოლის შემოთავაზებით, რომელიც ფიზიკურ პირებს და ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს განახორციელონ ინტელექტუალური საკუთრების აქტივების რეგისტრაცია, ვაჭრობა და მონეტიზაცია პირდაპირი და გამჭვირვალე გზით.
რა არის Story (IP)?
Story წარმოადგენს ბლოკჩეინის ქსელს, რომელიც წარმოგვიდგენს პროგრამირებად სავაჭრო პლატფორმას ცოდნისა და კრეატიულობის მხარდასაჭერად. ის გვაძლევს ინტელექტუალური საკუთრების აქტივების (მაგ., შემოქმედებითი ნამუშევრების, სამეცნიერო მონაცემების, მანქანური სწავლების მოდელების და ა.შ.) ადგილობრივი ციფრული აქტივების სახით წარმოდგენის, ღია ლეჯერზე დამატების და მათი ვაჭრობაში გამოყენების შესაძლებლობას.
Story გვთავაზობს უნივერსალურ საცავს IP აქტივებისა და პროგრამირებადი ბაზრებისთვის, სადაც ეს აქტივები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ვაჭრობისთვის, ლიცენზირებისთვის ან მოხდეს მათი მონეტიზაცია მფლობელების მიერ განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით. ეს peer-to-peer სისტემა ამცირებს შუამავლებზე დამოკიდებულების საჭიროებას და ტრანზაქციის ხარჯებს, რაც, თავის მხრივ, ზრდის ინტელექტუალური საკუთრების ლიკვიდურობას.
როგორ მუშაობს Story?
მრავალბირთვიანი არქიტექტურა
Story იყენებს მრავალბირთვიან აღსრულების სისტემას, რომლის მთავარი ბირთვი თავსებადია Ethereum-ის ვირტუალურ კომპიუტერთან (EVM) და რამდენიმე სხვა სპეციალიზებულ ბირთვთან. ერთ-ერთი ძირითადი სპეციალიზებული ბირთვია ინტელექტუალური საკუთრების (IP) ბირთვი, რომელიც მართავს IP რეგისტრაციას, ლიცენზირებას და on-chain-ზე მიმდინარე ეკონომიკურ ურთიერთობებს. ეს ბირთვი მხარს უჭერს რთულ IP დიაგრამებს, რომლებიც აკვირდება მფლობელობას, ლიცენზიებსა და აქტივების დერივაციას.
Proof of Creativity პროტოკოლი
IP ბირთვზე გაშვებული Proof of Creativity (PoC) პროტოკოლი ღია IP საცავის როლს ასრულებს. ის იწერს ინტელექტუალური საკუთრების აქტივების შექმნის, გავრცელების და მონეტიზაციის გენეალოგიას. PoC გვთავაზობს პროგრამირებად ლიცენზიებსა და ჰონორარის მოდულებს, რაც IP-ის მფლობელებს ლიცენზირების პირობების და მოგების გაზიარების ავტომატიზაციაში ეხმარება. ეს სტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი IP აქტივის გამჭვირვალე და სამართლიან კომპენსაციას.
IP ტოკენი
ადგილობრივი IP ტოკენი გამოიყენება როგორც გადახდის საშუალება Story ქსელში. მისი გამოყენებით შეიძლება საკომისიოების გადახდა, ქსელის უსაფრთხოებაზე მომუშავე ვალიდატორების წახალისება და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ეკონომიკური ქმედებების (როგორიცაა ჰონორარები და ლიცენზირების საკომისიოები) გამარტივებას. IP ტოკენი ასევე მხარს უჭერს AI-თან დაკავშირებულ ტრანზაქციებსა და კომუნიკაციებს ქსელში გაშვებულ ავტონომიურ აგენტების შორის.
კროს-ჩეინ და off-chain ინტეგრაციები
Story მხარს უჭერს კროს-ჩეინ კომუნიკაციaს, რაც იძლევა IP აქტივების ბლოკჩეინებზე და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) პლატფორმებზე გამოყენების შესაძლობას, მფლობელობის ან კონტროლის დაკარგვის გარეშე. ის ასევე უზრუნველყოფს oracle-ების და off-chain სერვისების ინტეგრირებას, რომლებიც გამოიყენება IP-ის ავთენტურობის შემოწმებისთვის, მფლობელობის ვალიდაციისთვის და სამართლებრივი დავების მოგვარების გამარტივებისთვის.
გამოყენების გზები და დანიშნულება
Story-ის სტრუქტურა გვთავაზობს მისი უამრავი ინოვაციური გზით გამოყენების შესაძლებლობას ინტელექტუალური საკუთრებისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში:
ინტელექტუალური საკუთრების უნივერსალური ბაზარი: იძლევა პირდაპირი, პროგრამირებადი peer-to-peer IP ტრანზაქციების წარმოების შესაძლებლობას, რაც მოიცავს ლიცენზირებას, მოგების გაზიარებას და IP აქტივების დანაწევრებას.
AI მოდელებისა და მონაცემთა ჯგუფების ბაზრები: არეგისტრირებს და ახდენს AI-ის ტრენინგისთვის საჭირო მონაცემთა ჯგუფების, ფუნდამენტური მოდელების და სათანადო პარამეტრების ნაკრებების მონეტიზაციას.
აგენტებზე დაფუძნებული კომერცია: ავტონომიურ AI აგენტებს უფლებას აძლევს მომხმარებლების სახელით აწარმოონ მოლაპარაკებები, ლიცენზირება და IP აქტივების ტრანზაქციები, ნდობის საჭიროების გარეშე.
სამართლებრივი საკითხები და შესაბამისობა: პროგრამირებადი ლიცენზიების და off-chain ატესტაციების მეშვეობით, Story-ს შეუძლია შექმნას აღსრულებადი ხელშეკრულებები და დავების გადაწყვეტის მექანიზმები.
შეჯამება
Story გთავაზობთ ინტელექტუალური საკუთრების მართვის ახალ მოდელს, რომელიც იყენებს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიას. დეცენტრალიზებული ქსელის შექმნით, Story-ს შეუძლია შეამციროს ცენტრალიზებულ მმართველობაზე დამოკიდებულება და გააუმჯობესოს IP მართვის გამჭვირვალობა, სამართლიანობა და ეფექტურობა.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.