რა არის Sapien (SAPIEN)?

რა არის Sapien (SAPIEN)?

განახლებული Nov 6, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • Sapien არის დეცენტრალიზებული პროტოკოლი მონაცემთა მარკირებისა და ვერიფიკაციისთვის, რომელიც შექმნილია მანქანური სწავლებისთვის და AI აპლიკაციებისთვის.

  • შემმოწმებელთა ცენტრალიზებულ გუნდებზე დამოკიდებულების ნაცვლად, Sapien უზრუნველყოფს ხარისხს სტეიკინგის, peer ვალიდაციის, გამჭვირვალე რეპუტაციის ქულებისა და სტრუქტურირებული წახალისებების მეშვეობით.

  • მონაწილეები საკუთარ რეიტინგს აუმჯობესებენ რეპუტაციაზე დაფუძნებული სისტემის მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს მაღალი დონის დავალებებზე, ვალიდატორის როლზე და დროთა განმავლობაში მეტი მოგების მიღების შესაძლებლობებზე წვდომას.

  • Sapien წარმოადგენს ქსელის ადგილობრივ ტოკენს. ის გამოიყენება სტეიკინგისთვის და კონტრიბუტორების დაჯილდოებისთვის, ხოლო მომავალში, ქსელის გაფართოებასთან ერთად, ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს on-chain მმართველობაშიც.

რა არის Sapien?

Sapien არის დეცენტრალიზებული პროტოკოლი მონაცემთა მარკირებისა და ვერიფიკაციისთვის, რომელიც შექმნილია მანქანური სწავლებისა და AI სისტემების განვითარების მხარდასაჭერად. პლატფორმა საშუალებას გაძლევთ მონაწილეობა მიიღოთ AI-ს ტრენინგისთვის საჭირო ვერიფიცირებული მონაცემების შექმნაში და მიიღოთ ჯილდოები თქვენ მიერ გაწეული სამუშაოს სისწორის და სტაბილურობის შესაბამისად.

AI მოდელების ტრენინგს დიდი რაოდენობით ზუსტი და მრავალფეროვანი მონაცემების სჭირდება; თუმცა ამ მონაცემების შეგროვებას და ვერიფიკაციას შესაძლოა დიდი დრო და თანხები დასჭირდეს და სამართავად რთული აღმოჩნდეს. დახარისხების პლატფორმები, ძირითადად, განხილვის ცენტრალიზებულ გუნდებზეა დამოკიდებული, რამაც შესაძლოა დაყოვნებები და არასტაბილური შედეგები გამოიწვიოს.

მონაცემთა ხარისხის უზრუნველსაყოფად Sapien განსხვავებულ მიდგომას იყენებს, რაც მოიცავს სტეიკინგის, peer ვალიდაციის, რეპუტაციის და ავტომატიზებული შემოწმების პროცესებს. მონაცემების დახარისხებით, შედეგების განხილვით ან ცოდნის გაზიარებით, თქვენ შეგიძლიათ წვლილი შეიტანოთ AI მოდელების ტრენინგისთვის საჭირო მონაცემების ჯგუფების შექმნაში. სანაცვლოდ თქვენ მიიღებთ ჯილდოებს მაღალი ხარისხის კონტრიბუციებისთვის, ხოლო დეველოპერები და ორგანიზაციები სარგებელს იღებენ ვერიფიცირებულ მონაცემებზე წვდომით.

როგორ მუშაობს Sapien

Sapien-ზე დავალებების გაგზავნა ხდება კლიენტის ინსტრუმენტების პანელის, მართული ინტეგრაციების ან API-ების მეშვეობით. თქვენ შეგიძლიათ თავად აირჩიოთ თქვენი ინტერესის შესაბამისი დავალებები ან გამოიყენოთ დავალებების ავტომატური განაწილების სისტემა, რომელიც ითვალისწინებს თქვენს შესაძლებლობებსა და on-chain რეპუტაციას. Sapien ზუსტ და სადნო მონაცემებს ინახავს ოთხი ძირითადი სისტემის მეშვეობით: სტეიკინგი, peer ვალიდაცია, რეპუტაცია და წახალისებები.

სტეიკინგი

დავალების შესრულების დაწყებამდე, თქვენ სტეიკინგზე უნდა განათავსოთ ტოკენები უზრუნველყოფის სახით. ხარისხის სტანდარეტების დაკმაყოფილების წყალობით, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ შეინარჩუნოთ სტეიკინგზე განთავსებული ტოკენები და მოიპოვოთ ჯილდოები, ხოლო უხარისხო შედეგების წარდგენით მცირდება ტოკენების რაოდენობა. რაც უფრო მეტ ტოკენს განათავსებთ სტეიკინგზე ან რაც უფრო დიდხანს იქნებით აქტიური, მით უფრო მეტ შესაძლებლობებზე და ჯილდოებზე გექნებათ წვდომა.

Peer ვალიდაცია

შემმოწმებელთა ცალკეულ გუნდებზე დამოკიდებულების ნაცვლად, Sapien იყენებს კონტრიბუტორებს, რათა მათ ერთმანეთის სამუშაო შეამოწმონ. გამოცდილი მომხმარებლები სხვა მომხმარებლების მიერ ჩაბარებულ სამუშაოს ამოწმებენ და მათგან საუკეთესოები დამატებით ჯილდოებს იღებენ. ეს გაზიარებული სისტემა უზრუნველყოფს სტაბილური ხარისხის შენარჩუნებას მაშინაც კი, როდესაც ქსელს მეტი მომხმარებელი ემატება. 

რეპუტაცია

Sapien აკვირდება თითოეული კონტრიბუტორის ეფექტურობას საჯარო, დონეებზე დაფუძნებული რეპუტაციის სისტემის მეშვეობით, რომელიც ჯილდოებს სიზუსტისა და სტაბილურობის საფუძველზე ანაწილებს. თქვენ დაიწყებთ მუშაობას, როგორც შეგირდი და თავიდან შეასრულებთ მარტივ დავალებებს ქსელში მუშაობის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. შემდეგ განვითარდებით და ახვალთ კონტრიბუტორის, ექსპერტის და მასტერის დონემდე. თქვენი რეპუტაციის ზრდასთან ერთად, თქვენ მიიღებთ წვდომას უფრო რთულ დავალებებზე, უკეთეს ჯილდოებზე და ვალიდაციის როლებზე.

წახალისებები

ჯილდოები დავალების სირთულეზე, თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს სიზუსტეზე და თქვენი წვლილის სტაბილურობაზეა დამოკიდებული. ეფექტური სამუშაო მაღალი ანაზღაურების და შესაძლებლობების საწინდარია, ხოლო უხარისხო შედეგებმა შესაძლოა მომავალში წვდომა შეზღუდოს.

Sapien-ში მონაწილეობა

Sapien-ში მონაწილეობის პროცესი, ჩვეულებრივ, შემდეგი ნაბიჯებისგან შედგება:

  • რეგისტრაცია: შექმენით ანგარიში და გაიარეთ ინტეგრაციის მარტივი პროცესი. ეს გეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ მუშაობს დავალებები და რომელი ხარისხის სტანდარტები უნდა გაითვალისწინოთ მათი შესრულებისას.

  • აირჩიეთ დავალება: აირჩიეთ დახარისხების ან ვალიდაციის დავალებებიდან ნებისმიერი ხელმისაწვდომი, ან სისტემა ავტომატურად აგირჩევთ დავალებას თქვენი გამოცდილებისა და რეპუტაციის გათვალისწინებით. თითოეული დავალება მოიცავს გასაგებ ინსტრუქციებს, მაგალითებს და შესრულების სიზუსტის მოსალოდნელ დონეს.

  • შეასრულეთ თქვენი სამუშაო: მოახდინეთ მონაცემების მარკირება, შეამოწმეთ შედეგები ან გააზიარეთ თქვენი ცოდნა დავალების მოთხოვნების შესაბამისად. თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო ჩაიწერება ბლოკჩეინზე და ვალიდაციისთვის სხვა კონტრიბუტორებთან გაიგზავნება . 

  • Peer ვალიდაცია: თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ვალიდაციის წარმატებით გავლის შემდეგ, თქვენ მიიღებთ ჯილდოებს დავალების სირთულის, სამუშაოს სიზუსტის და თქვენი ეფექტურობის ისტორიის გათვალისწინებით. სამუშაოს მაღალი ხარისხით, სტაბილურად შესრულება გეხმარებათ რეპუტაციის გაუმჯობესებაში და გაძლევთ მაღალანაზღაურებადი დავალებების მიღების შესაძლებლობას. 

გამოყენების გზები

Sapien-ის ინტეგრირება შესაძლებელია მანქანური სწავლების და AI-ს ბევრ სფეროში, რომლებიც საჭიროებს ორგანიზებულ და სანდო მონაცემებს, რომელთა შორისაა:

  • ავტონომიური სისტემები: Sapien-ს შეუძლია 3D ობიექტების მარკირება, LIDAR მონაცემების სეგმენტებად დაყოფა და კადრებს შორის ობიექტების დაკავშირება, მოდელების მიერ მოძრაობის ამოცნობის და თვალის დევნების მექანიზმის გაუმჯობესების მიზნით.

  • ენობრივი მოდელები: Sapien-ს ასევე შეუძლია საუბრის ანალიზი, მსჯელობის ეტაპების შეფასება, ინფორმაციის წყაროების ვერიფიცირება და პასუხების დახარისხება, ენობრივი მოდელის სიზუსტისა და სანდოობის გაუმჯობესების მიზნით.

  • რობოტიკა და ხედვა: Sapien-ს შეუძლია 3D ქსელების კორექტირება, ტექსტურების მარკირება დამალულ ობიექტებზე თეგის მიმაგრება, რაც აუმჯობესებს რობოტების და სათვალთვალო სისტემების მიერ გარემოს აღქმის უნარს.

  • უსაფრთხოება და მმართველობა: Sapien-ს შეუძლია ცრუ ინფორმაციის ამოცნობა, ტოქსიკურობის დონის დადგენა და შესაბამისობის შემოწმება იმისათვის, რომ დაეხმაროს AI სისტემების უსაფრთხოების და პასუხისმგებლიანობის გაუმჯობესებაში.

SAPIEN ტოკენი

SAPIEN არის Sapien პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი, რომელიც გაშვებულია Base-ზე, მე-2 დონის ბლოკჩეინზე. მისი მაქსიმალური მარაგი შეადგენს 1 მილიარდ ტოკენს და ის ეკოსისტემაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:

  • სტეიკინგი: რთული დავალებების შესრულებამდე, კონტრიბუტორებმა უნდა დაბლოკონ SAPIEN ტოკენები უზრუნველყოფის სახით. დავალების წარმატებით შესრულების შემთხვევაში მიიღებთ ჯილდოებს, ხოლო წარუმატებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს სტეიკინგზე განთავსებული ტოკენების ნაწილობრივ ან მთლიანად დაკარგვა. 

  • ჯილდოები: კონტრიბუტორებს შეუძლიათ SAPIEN-ის გამომუშავება დავალების სირთულის, ამ დავალების შესრულების ეფექტურობის და სტეიკინგის პერიოდის ხანგრძლივობის გათვალისწინებით. სამუშაოს მაღალი ხარისხით, სტაბილურად შესრულებით უფრო მეტ ჯილდოს მიიღებთ და აიმაღლებთ რეიტინგს, ხოლო უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაომ შესაძლოა ჯილდოების შემცირება და მონაწილეობის შესაძლებლობების შეზღუდვები გამოიწვიოს.

  • მმართველობა: დროთა განმავლობაში, Sapien პროტოკოლის მმართველობის უფლება ტოკენების მფლობელებს დეცენტრალიზებული ორგანიზაციის (DAO) მეშვეობით გადაეცემათ. ხმის მიცემა on-chain-ზე, SAPIEN ჰოლდინგების, მონაწილეობის და დელეგაციის წესების მიერ განსაზღვრული უფლებებით ხორციელდება.

Sapien (SAPIEN) და Binance-ის HODLer Airdrop-ები

2025 წლის 6 ნოემბერს, Binance-მა განაცხადა, რომ SAPIEN იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 57-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 20-დან 22 ოქტომბრამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს SAPIEN-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 250 მილიონი SAPIEN, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 25%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა SAPIEN-ის ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Sapien წარმოგვიდგენს ორგანიზებულ სტრუქტურას, რომელიც გამოიყენება AI-ს შემუშავებისთვის საჭირო მონაცემების გენერირებისა და ვერიფიკაციისთვის. შემმოწმებელთა ცენტრალიზებულ გუნდებზე დამოკიდებულების ნაცვლად, პლატფორმა ხარისხის უზრუნველყოფას სხვადასხვა კონტრიბუტორებზე ანაწილებს, რომელთა შეფასება და დაჯილდოება ხორციელდება მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ეფექტურობის გათვალისწინებით. ვალიდაციის და წახალისების გამჭვირვალე მექანიზმების მეშვეობით, Sapien მიზნად ისახავს გაზარდოს მონაცემთა სანდოობა და აღმოფხვრას AI-ს ტრენინგის ხარისხის შენარჩუნებასთან დაკავშირებული პრობლემები.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.









პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.