მთავარი დეტალები
ღია კონტრაქტები (OI) წარმოადგენს აქტიური ფიუჩერსებისა და ოფციონების კონტრაქტების საერთო რაოდენობას, რომელთა დახურვა ან ანგარიშსწორება ჯერ არ განხორციელებულა.
ის აჩვენებს, თუ რამდენ აქტიურ ტრეიდერს აქვს ღია პოზიცია.
როდესაც ღია კონტრაქტების მაჩვენებელი იზრდება, ჩვეულებრივ ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე ახალი თანხები შემოდის. ხოლო მისი შემცირება ფულის ბაზრიდან გასვლაზე მიუთითებს.
ღია კონტრაქტები გვეხმარება სავაჭრო წყვილის (კონტრაქტის) მიმართ ინტერესის და აქტიურობის დონეზე, თუმცა ფასების მოძრაობის მიმართულებას პირდაპირ არ აღნიშნავს.
ის განსხვავდება სავაჭრო მოცულობისგან, რა დროსაც ხდება ყველა კონტრაქტის გათვალისწინება, რომლითაც გარკვეულ პერიოდში ივაჭრეს. ღია კონტრაქტებში მოიაზრება მხოლოდ ღია პოზიციის მქონე კონტრაქტების რაოდენობა.
შესავალი
თუ თქვენ ფიუჩერსებით ან ოფციონებით ვაჭრობთ, დიდი ალაბთობით გსმენიათ ღია კონტრაქტების შესახებ. ეს არის კონცეფცია, რომელიც მიგვითითებს ბაზარზე იმ კონტრაქტების რაოდენობაზე, რომლებიც ამჟამად აქტიურია და რომელთა ანგარისწორება ჯერ არ მომხდარა. ეს ტრეიდერებს ეხმარება გაიგონ, თუ რამდენად პოპულარულია კონკრეტული კონტრაქტი და რამდენად ლიკვიდურია (ან სავაჭროდ მარტივია) ის.
ამ სტატიაში ავხსნით ღია კონტრაქტების მნიშვნელობას, მისი მუშაობის პრინციპებს, რატომაა ის მნიშვნელოვანი და რით ჰგავს/ განსხვავდება სხვა მსგავსი ტერმინებისგან, მაგალითად ვაჭრობის მოცულობისგან.
რას ნიშნავს ღია კონტრაქტები?
ღია კონტრაქტები მიუთითებს იმ ფიუჩერსების ან ოფციონების კონტრაქტების საერთო რაოდენობაზე, რომლებიც ჯერ ღიაა და არ დახურულა თანმხვედრი გარიგებებით, არ აღსრულებულა ან ვადა არ გასვლია.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ თქვენ ფიუჩერსის კონტრაქტს შეიძენთ, ხოლო ვინმე სხვა საპირისპირო პოიზიციას დაიკავებს იმავე კონტრაქტის გაყიდვის მცდელობით, ღია კონტრაქტების მაჩვენებელი იზრდება, ვინაიდან იქმნება ახალი აქტიური პოზიცია. თუ ერთი ტრეიდერი კონტრაქტს ყიდის, ხოლო მეორე ყიდულობს, ხოლო მყიდველი ხურავს უკვე არსებულ პოზიციას, ღია კონტრაქტების რაოდენობის მაჩვენებელი უცვლელი რჩება.
წარმოიდგინეთ სიტუაცია, სადაც არც ერთი კონტრაქტი არაა ღია და ტრეიდერი ყიდულობს 10 ახალ კონტრაქტს. ეს ღია კონტრაქტების რაოდენობის მაჩვენებელს 10-ით გაზრდის. მოგვიანებით, თუ 5 კონტრაქტი დაიხურება, ხოლო სხვა 10 ღია დარჩება, ღია კონტრაქტების მაჩვენებელი გაიზრდება 5-ით და გახდება 15.
როგორ იცვლება ღია კონტრაქტების მაჩვენებელი?
ღია კონტრაქტები ყოველ სავაჭრო დღეს იცვლება ტრეიდერების მიერ გახსნილი და დახურული პოზიციების მიხედვით:
ღია კონტრაქტების მაჩვენებელი იზრდება მაშინ, როდესაც იმაზე მეტი ახალი კონტრაქტი იხსნება, ვიდრე იხურება. ჩვეულებრივ ეს ნიშნავს იმას, რომ ბაზარზე ახალი მონაწილეები შემოდიან ან ტრეიდერები ზრდიან პოზიციების რაოდენობას.
ღია კონტრაქტების მაჩვენებელი მცირდება, როდესაც იმაზე მეტი კონტრაქტი იხურება ან სრულდება, ვიდრე ახალი იხსნება. ეს შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ხალხი ტოვებს ბაზარს ან ამცირებენ თავის ექსპოზიციას.
ღია კონტრაქტების მაჩვენებელი არ იცვლება, თუ კონტრაქტები უბრალოდ ერთი ტრეიდერისგან მეორეზე გადადის ახალი პოზიციების გახსნის ან დახურვის გარეშე.
ღია კონტრაქტების მაჩვენებლის ცვლილებები ტრეიდერებს ფულის მოძრაობის და ბაზრის განწყობის უკეთ გაგებაში ეხმარება.
ღია კონტრაქტების და ვაჭრობის მოცულობის შედარება
ღია კონტარქტები და ვაჭრობის მოცულობა ხშირად ერევათ ერთმანეთში, თუმცა ისინი სხვადასხვა რამეს აღნიშნავს:
ვაჭრობის მოცულობა ითვლის გარკვეულ პერიოდში ნავაჭრი კონტარქტების საერთო რაოდენობას იმის მიუხედავად, პოზიციები ახალი გახსნილია თუ დახურული. ის გვიჩვენებს რამდენად გადატვირთული ან აქტიურია ბაზარი.
ღია კონტრაქტები ითვლის, თუ რამდენი კონტრაქტია აქტიური ან ღია გარკვეული მომენტისთვის. ის გვაჩვენებს, თუ რამდენი პოზიცია რჩება აქტიური.
მაგალითად, თუ ტრეიდერი მეორე ტრეიდერს მიჰყიდის 10 კონტრაქტს, ვაჭრობის მოცულობა 10-ით გაიზრდება, თუმცა ღია კონტრაქტების რაოდენობა უცვლელი დარჩება, ვინაიდან პოზიციები უბრალოდ ხელიდან ხელში გადავიდა.
რატომაა მნიშვნელოვანი ღია კონტრაქტების მაჩვენებელი?
ღია კონტრაქტების რაოდენობის ცოდნა სასარგებლოა, რადგან ის გვაჩვენებს ბაზრის ლიკვიდურობის დონეს, ანუ რამდენად მარტივია შეძენა ან გაყიდვა ფასებზე დიდი გავლენის მოხდენის გარეშე. ღია კონტრაქტების მაღალი მაჩვენებელი, ჩვეულებრივ, მეტ მონაწილეს და უკეთეს ლიკვიდურობას ნიშნავს.
ის ასევე მიგვანიშნებს ბაზრის განწყობაზე. თუ ღია კონტრაქტების რაოდენობა ფასთან ერთად იზრება, ეს შესაძლოა ნიშნავდეს, რომ აღმავალი ტენდენცია მხარდაჭერილია ფულის ახალი შემოდინებით. თუ ღია კონტრაქტების რაოდენობა იზრდება, მაგრამ ფასები იკლებს, ეს გაყიდვების მაღალ წნეხზე მიანიშნებს.
მიუხედავად ამისა, მხოლოდ ღია კონტრაქტების მაჩვენებლით ვერ მიხვდებით, ფასები გაიზრდება თუ დაეცემა. რისკების შესამცირებლად სასურველია მისი გამოყენება სხვა სიგნალებთან და ანალიზის სხვა ინსტრუმენტებთან ერთად.
შეჯამება
ფიუჩერსებით და ოფციონებით ვაჭრობაში, ღია კონტრაქტები წარმოადგენს ღია, აქტიური კონტრაქტების ძირითად მაჩვენებელს. ღია კონტრაქტების რაოდენობაზე თვალის დევნება ტრეიდერებს ეხმარება იმის გაგებაში, თუ რამდენად პოპულარულია და ლიკვიდურია ესა თუ ის კონტრაქტი.
მიუხედავად იმისა, რომ ის პირდაპირ არ მიგანიშნებთ, თუ რა მიმართულებით შეიცვლება ფასები, ღია კონტარქტების მაჩვენებლის ცვლილებები გვაჩვენებს, ხდება თუ არა ბაზარზე ფულის შემოდინება თუ პირიქით, ინვესტორები ტოვებენ ბაზარს. ამ ინფორმაციის სხვა ინსტრუმენტებთან ერთად გამოყენება დაგეხმარებათ უკეთესი სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღებაში.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკების შესახებ გაფრთხილებას.