მთავარი დეტალები
Kite ქმნის ბლოკჩეინ პლატფორმას, რომელიც ავტონომიურ AI აგენტებს შესაძლებლობას აძლევს გადარიცხონ თანხა ვერიფიცირებადი იდენტობით და პროგრამირებადი მმართველობით.
Kite ბლოკჩეინი არის EVM-თან თავსებადი 1-ელი დონის ქსელი, რომელიც შექმნილია რეალურ დროში განხორციელებული ტრანზაქციების და AI აგენტებს შორის კოორდინაციის უზრუნველსაყოფად.
პლატფორმა შედგება სამდონიანი იდენტობის სისტემისგან, რომელიც ერთმანეთისგან აცალკევებს მომხმარებლებს, აგენტებს და სესიებს, რაც აძლიერებს უსაფრთხოებას და კონტროლს.
KITE არის ქსელის ადგილობრივი ტოკენი. ტოკენის დანიშნულება ორ ფაზადაა გაშვებული: დასაწყისში ის გამოიყენება ეკოსისტემაში მონაწილეობისთვის და წახალისებების სახით, ხოლო მოგვიანებით მას ემატება სტეიკინგთან, მმართველობასთან და საკომისიოებთან დაკავშირებული ფუნქციები.
რა არის Kite?
Kite არის EVM-თან თავსებადი 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ და მართოთ ავტონომიური ხელოვნური ინტელექტის (AI) აგენტები, რომელთაც შეეძლებათ ტრანზაქციების განხორციელება. პლატფორმა გვთავაზობს უსაფრთხო და ვერიფიცირებად გარემოს, სადაც აგენტებს შეუძლიათ მოირგონ უნიკალური იდენტობები, დაამუშაონ გადახდები და იმუშაონ მათი მომხმარებლების მიერ დაწესებული პროგრამირებადი წესების თანახმად.
AI აგენტები
AI აგენტები არიან ავტონომიური პროგრამები, რომელთაც შეუძლია დავალებების შესრულება, გადაწყვეტილებების მიღება და ციფრული ინტერაქციების თქვენი სახელით წარმართვა. მიუხედავად იმისა, რომ არსებული აგენტების უმეტესობას შეუძლია კონტენტის გენერირება ან მონაცემთა ანალიზი, ისინი ძირითადად ცენტრალიზებული პლატფორმების მეშვეობით მუშაობს და ნიშნავს იმას, რომ მათ აკლიათ ფინანსური ტრანზაქციების დამოუკიდებლად დამუშავების შესაძლებლობა.
Kite ქმნის ინფრასტრუქტურას, რომელიც გვთავაზობს AI აგენტებს ვერიფიცირებადი იდენტობებით, ნებართვის კონტროლის მექანიზმებით და მათი მუშაობისთვის საჭირო პროგრამირებადი წესებით. Kite-ის მიზანია მდგომარეობის არხებზე დაფუძნებული გადახდების სისტემების მეშვეობით უფლება მისცეს AI აგენტებს მომენტალურად და უსაფრთოდ გაგზავნონ და მიიღონ დაბალი ღირებულების მქონე მიკროგადახდები ქსელში.
Kite ბლოკჩეინი
Kite ბლოკჩეინი იყენებს Proof of Stake (PoS) კონსენსუსის მექანიზმს მომენტალური, დაბალი ღირებულების მქონე ტრანზაქციების მხარდაჭერისთვის. ქსელი ასრულებს კოორდინაციის დონის როლს ავტონომიური AI აგენტებისთვის, რაც უზრუნველყოფს სწრაფ გადახდებს, მონაცემთა უსაფრთხო ატრიბუციას და on-chain რეპუტაციის ტრეკინგს.
Kite გვთავაზობს მოდულურ ეკოსისტემას, სახელწოდებით მოდულები, რომელიც მომხმარებლებს აძლევს AI სერვისებზე შესაძლებლობას მონაცემთა ნაკრებებს, მოდელებს და გამომთვლელ ინსტრუმენტებს. ანგარიშსწორებისთვის და მართვისთვის, თითოეული მოდული უკავშირდება ძირითად ბლოკჩეინს, რაც ქმნის ღია პლატფორმას, სადაც დეველოპერებს შეუძლიათ გამოაქვეყნონ ნამუშევრები და მოახდინონ მათი მონეტიზაცია.
მოდულები მოქმედებენ, როგორც ნახევრად დამოუკიდებელი საზოგადოებები და ორიენტირებულნი არიან კონკრეტული გამოყენების შემთხვევებზე, როგორიცაა დიდი მოცულობის მონაცემების დამუშავება, კონფიდენციალური გამოთვლები ან AI მოდელების ტრენინგი. მოდულის მფლობელები აკონტროლებენ მონაწილეობას, იწვევენ კონტრიბუტორებს და მართავენ ჯილდოების განაწილებას.
ეკოსისტემის პროცესებში ჩართულობის სანაცვლოდ, მონაწილეებს შეუძლიათ მოიპოვონ ქსელის ადგილობრივი ტოკენი KITE. მათი აქტივების გამოყენების შემთხვევაში, AI სერვისების მომწოდებელი კონტრიბუტორები იღებენ ჯილდოებს. მოდულის მფლობელები შემოსავალს იღებენ მათ მოდულებთან დაკავშირებული on-chain აქტივობის შესაბამისად, ხოლო ვალიდატორები იღებენ სტეიკინგის ჯილდოებს ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
არქიტექტურა
Kite იყენებს სამდონიან იდენტობის სტრუქტურას, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ქსელის ფარგლებში მომხმარებლები, აგენტები და სესიები.
მომხმარებელი: მომხმარებელი არის ძირითადი მფლობელი და ნდობის წყარო. ისინი მართავენ მთავარ საფულეს, აწესებენ ზოგად წესებს და განსაზღვრავენ, თუ რისი გაკეთება შეეძლებათ მათ AI აგენტებს. ყველა ნებართვა და ხარჯის ლიმიტი მომხმარებლის უფლებამოსილებაზეა დამოკიდებული.
აგენტი: თითოეულ აგენტს აქვს თავისი საფულის მისამართი, რომელიც მომხმარებლის მთავარი გასაღებითაა გენერირებული. ის იყენებს BIP-32 სტანდარტს, პროტოკოლს, რომელიც შესაძლებლობას იძლევა უსაფრთხოდ შექმნათ რამდენიმე დაკავშირებული საფულე ერთი ძირითადი გასაღებით. ეს მომხმარებლებს აძლევს კონტროლის უსაფრთხოდ დელეგირების შესაძლებლობას პირადი გასაღებების გაზიარების გარეშე.
სესია: სესია წარმოადგენს დროებით იდენტობას მოკლევადიანი ქმედებებისთვის, როგორიცაა ცალკეული გადახდა ან API მოთხოვნა. სესიის გასაღებები იქმნება შემთხვევითობის პრინციპით და ქრება გამოყენების შემდეგ, რაც ამცირებს გამჟღავნების შანსებს ანგარიშის გატეხვისას.
თუ სესიის გასაღები გატეხეს, ეს გავლენას მხოლოდ ერთ ინტერაქციაზე იქონიებს. ასევე თუ აგენტის გასაღები ბოროტმოქმედს ჩაუვარდა ხელში, მომხმარებლის მიერ წინასწარ განსაზღვრული წესების წყალობით, ის ვერ შეძლებს ამ გასაღებით მოქმედებების განხორციელებას. ასეთი დიზაინი უზრუნველყოფს მრავალდონიან დაცვას, ხოლო თითოეულ ინტერაქციას წვლილი შეაქვს საერთო რეპუტაციის სისტემაში, რომელიც უზრუნველყოფს ნდობას ქსელში.
გადახდების სისტემები
Kite გვთავაზობს AI აგენტებისთვის შექმნილ გადახდების სისტემას, კერძოდ, ის იყენებს მდგომარეობაზე დაფუძნებულ არხებს სწრაფი და ეფექტური ტრანზაქციების უზრუნველსაყოფად. აგენტებს შესაძლებლობა აქვთ გადარიცხონ თანხა პირდაპირ, უსაფრთხო off-chain არხების მეშვეობით, მრავალ შუამავალზე დამოკიდებულების გარეშე.
On-chain-ზე მხოლოდ თითოეული არხის გახსნის და დახურვის პროცესი იწერება, ხოლო სხვა ტრანზაქციები მონაწილეებს შორის მომენტალურად ხორციელდება. ეს დიზაინი მხარს უჭერს მიკროტრანზაქციებს, რაც ავტონომიური აგენტებისთვის ამარტივებს ვალუტის გაცვლას, სერვისების საფასურის გადახდას ან სულაც ვერიფიცირებად და მასშტაბირებად წვდომას მონაცემებზე.
გამოყენების გზები
ავტომატიზებული გადახდებისა და ავთენტიფიცირებული AI ტრანზაქციების უზრუნველყოფით, Kite-ს შეუძლია მხარი დაუჭიურის აპლიაკციების დიდ სპექტრს, მათ შორის:
ინდივიდუალური ტრანზაქციები: AI აგენტებს შეუძლიათ აწარმოონ ონლაინ შოპინგი მომხმარებლების ნაცვლად, ვინაიდან Kite უზრუნველყოფს უსაფრთხო გირებას და დადასტურებულ გადახდებს Kite Passport-ისა და Kite Payment API-ს მეშვეობით.
წარმოება: მწარმოებლებს შეუძლიათ AI აგენტები გამოიყენონ რესურსებით მომარაგების და მიწოდების პროცესის ავტომატიზაცია, ხოლო Kite უზრუნველყოფს დელეგირების მტკიცებულებების მიწოდებას და სტეიბლკოინით გადახდებს, რაც ამცირებს უცხოური ვალუტის კონვერტაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
პორტფოლიოს მართვა: AI აგენტებს შეუძლიათ მართონ პორტფოლიოები, ხოლო Kite წარმოადგენს რისკის კონტროლის პროგრამირებად მექანიზმებს და ვაჭრობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის სისტემებს.
ციფრული სერვისები: AI აგენტებს შეუძლიათ API-ების, მონაცემების და ინსტრუმენტების საფასურის პირდაპირ გადახდა, Kite Passport-ის და 1-ელი დონის ბლოკჩეინის გამოყენებით სტეიბლკოინის ტრანზაქციებისთვის.
KITE ტოკენი
KITE არის Kite პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი, რომლის მაქსიმალური მარაგი შეადგენს 10 მილიარდ ტოკენს. ტოკენის ფუნქციების წარმოდგენა მოხდება ორ ფაზად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ადრეული მონაწილეობის მხარდაჭერა და ეკოსისტემის გრძელვადიანი განვითარება, მეორე ფაზის გაშვება მოხდება mainnet-თან ერთად.
ფაზა 1
ლიკვიდურობა: მოდულის მფლობელებმა უნდა დაბლოკონ მოდულის ტოკენებთან დაწყვილებული KITE ტოკენი ლიკვიდურობის პულებში, რათა გააქტიურონ და შეინარჩუნონ თავიანთი მოდულები.
ეკოსისტემაზე წვდომა: შემქმნელები და AI სერვისის პროვაიდერები უნდა ფლობდნენ KITE-ს, რათა მონაწილეობა მიიღონ ეკოსისტემაში.
წახალისებები: KITE ტოკენების ნაწილი გადაეცემა მომხმარებლებს და კომპანიებს, რომელთაც წვლილი შეაქვთ ქსელის მხარდაჭერაში
ფაზა 2
AI სერვისის საკომისიოები: პროტოკოლი KITE-ში აკონვერტირებს მცირე ოდენობის საკომისიოს AI სერვისის ტრანზაქციებიდან და შემდეგ ამ თანხას მოდულებსა და Kite-ის 1-ელი დონის ბლოკჩეინზე ანაწილებს.
სტეიკინგი: მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარი KITE ტოკენები გამოიყენონ სტეიკინგში ქსელის უსაფრთხოების გაუმჯობესების და ჯილდოების მიღების მიზნით. მოდულის მფლობელები, ვალიდატორები და დელეგატორები იღებენ წახალისებებს მათ მიერ მხარდაჭერილ კონკრეტულ მოდულებზე სტეიკინგის განხორციელების შემთხვევაში.
მმართველობა: KITE-ის მფლობელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მმართველობაში, ხმა მისცენ პროტოკოლთან დაკავშირებულ განახლბებს, წახალისებების პროგრამებს და ეფექტურობის სტანდარტებს.
Kite (KITE) და Binance Launchpool
2025 წლის 31 ოქტომბერს, Binance-მა განაცხადა, რომ KITE იქნებოდა Binance Launchpool-ზე გაშვებული 71-ე პროექტი. მომხმარებლები, რომლებიც ფარმინგის პერიოდში დაბლოკავდნენ საკუთარ BNB, FDUSD და USDC ტოკენებს, შეძლებდნენ KITE ჯილდოების მიღებას. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 150 მილიონი KITE, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1,5%-ს შეადგენს.
ფარმინგის პერიოდის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება KITE ტოკენის ლისტინგი Binance-ზე და მიენიჭება Seed თეგი, მისი გადაცვლა შესაძლებლობით USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.
შეჯამება
Kite არის 1-ელი დონის ბლოკჩეინი, რომელიც მხარს უჭერს AI აგენტების ციფრულ ეკონომიკაში ინტეგრირებას. ისეთი მახასიათებლების წყალობით, როგორიცაა ვერიფიცირებადი იდენტობა, პროგრამირებადი მმართველობა და მომენტალური გადახდები, პლატფორმა უზრუნველყოფს აგენტების უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ მუშაობის შესაძლებლობას. Kite-ის მოდულური დიზაინი ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, დეველოპერებს და ვალიდატორებს და ქმნის ღია სტრუქტურას, სადაც AI აგენტებს შეუძლიათ განახორციელონ ტრანზაქციები და ითანამშრომლონ ბლოკჩეინის ეკოსისტემაში.
დამატებითი საკითხავი
ბლოკჩეინის 1-ელი დონისა და მე-2 დონის მასშტაბირების ტექნოლოგიები
რა არის აპჩეინები (კონკრეტული აპლიკაციისთვის შექმნილი ბლოკჩეინები)?
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.