რა არის Enso (ENSO)?

რა არის Enso (ENSO)?

განახლებული Oct 15, 2025
7m

მთავარი დეტალები

  • Enso არის 1-ელი დონის დეცენტრალიზებული ქსელი, რომელიც ამარტივებს დეველოპერების ურთიერთქმედებას სხვადასხვა ბლოკჩეინსა და როლაფზე გაშვებულ სმარტ კონტრაქტებთან.

  • პროტოკოლი იყენებს Tendermint კონსენსუსის მექანიზმს და ასრულებს კოორდინაციის ფენის ფუნქციას, სხვადასხვა ბლოკჩეინზე სმარტ კონტრაქტების აღსრულებადი ბაიტკოდის კომპილაციის მეშვეობით.

  • ქსელი შედგება ოთხი მონაწილისგან: მომხმარებლები, ქმედების პროვაიდერები, გრაფერები და ვალიდატორები. 

  • Enso გვთავაზობს საზიარო ქსელის მდგომარეობას, სადაც დეველოპერები წარმოადგენენ სმარტ კონტრაქტების აბსტრაქციებს, რომელთაც „ქმედებები“ ეწოდება, ხოლო გრაფერები მათ აერთიანებენ აღსრულებადი სისტემების შესაქმნელად.

რა არის Enso?

Enso არის 1-ელი დონის დეცენტრალიზებული ქსელი, რომელიც ამარტივებს დეველოპერების ურთიერთქმედებას სხვადასხვა ბლოკჩეინზე, როლაფზე და აპჩეინზე გაშვებულ სმარტ კონტრაქტებთან. პროტოკოლი ასრულებს კოორდინაციის ფენის როლს, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა ქსელზე არსებულ სმარტ კონტრაქტებს და დეველოპერებს საშუალებას აძლევს იმუშაონ ეკოსისტემებში, რთული ტექნიკურ დეტალების ცოდნის საჭიროების გარეშე. 

Enso გვთავაზობს ორ მთავარ იდეას, სახელწოდებით მიზნები და ქმედებები. მიზნები დეველოპერებს ან მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აღწერონ, თუ რისი გაკეთება სურთ, მაგალითად, ტოკენების სვოპი ან აქტივების გადატანა ბლოკჩეინებს შორის, რა დროსაც არ არის საჭირო თითოეული ტექნიკური ეტაპის დეტალურად აღწერა. 

ქმედებები წარმოადგენენ მცირე ოპერაციებს, როგორიცაა ტოკენების გაგზავნა ან აქტივების სტეიკინგი. ქსელი აერთიანებს და ასრულებს საჭირო ქმედებებს მიზნის ეფექტურად შესრულებისთვის. ბლოკჩეინის რთული ურთიერთქმედებების მიზანზე დაფუძნებულ მოთხოვნებად გადაქცევით, Enso მიზნად ისახავს გახადოს დეცენტრალიზებული აპლიკაციები უფრო კომბინირებადი და მომხმარებელისთვის მოსახერხებელი.

როგორ მუშაობს Enso

საზიარო ქსელის მდგომარეობა 

Enso-ს საზიარო ქსელის მდგომარეობა ასრულებს გლობალური მონაცემთა ბაზის როლს, რომელიც ინახავს ინფორმაციას სმარტ კონტრაქტების შესახებ, რომლებიც გაშვებულია სხვადასხვა ბლოკჩეინებზე და როლაფებზე. ეს დეველოპერებს საშუალებას აძლევს იმუშაონ ერთი, თანმიმდევრული მონაცემთა წყაროდან, თითოეული ბლოკჩეინის ცალკეული ინტეგრაციის მართვის ნაცვლად.

თითოეული სმარტ კონტრაქტი ჩაწერილია, როგორც აღსრულებადი ბაიტკოდების გენერირებისთვის საჭირო დეტალების შემცველი ობიექტი და წარმოადგენს ქვედა დონის კოდს, რომელსაც ბლოკჩეინები სმარტ კონტრაქტების ინსტრუქციების დამუშავებისთვის და გაშვებისთვის იყენებენ. ყოველი ობიექტი ასევე დაკავშირებულია შესაბამის ბლოკჩეინის ID-თან, რათა ქსელმა იცოდეს, თუ სად არის ის განთავსებული.

მაგალითად, Aave-ს სესხების გაცემის პროტოკოლი ინახება Ethereum-ზე, როგორც „Lend“ ქმედების ტიპის ობიექტი. როდესაც დეველოპერს სურს სესხების გაცემის პროტოკოლთან ურთიერთქმედება სხვადასხვა ბლოკჩეინზე, Enso-ს შეუძლია ავტომატურად მოაგროვოს საჭირო კომპონენტები საზიარო მდგომარეობიდან, რათა დააგენერიროს ბაიტკოდი კონკრეტული მოთხოვნისთვის. ეს მიდგომა ამარტივებს სხვადასხვა ბლოკჩეინისთვის განკუთვნილი აპლიკაციების შემუშავების პროცესს სმარტ კონტრაქტებთან რთული ურთიერთქმედებების სტანდარტიზებულ და მრავალჯერადი გამოყენების კომპონენტებად გარდაქმნით.

ქსელის მონაწილეები 

Enso-ს დიზაინი დაფუძნებულია ოთხ მთავარ მონაწილეზე, სადაც თითოეული კონკრეტულ როლს ასრულებს მოთხოვნების დამუშავების და ქსელის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფის პროცესში:

მომხმარებლები

საბოლოო მომხმარებლები ან დეველოპერები, რომლებიც წარადგენენ მიზნებს Enso ქსელში. ისინი აღწერენ იმ შედეგს, რისი მიღწევაც სურთ, მაგალითად ტოკენების სვოპის ან DeFi ქმედების განხორციელებას, შემდეგ მათ აღსრულებას ქსელს ანდობენ.

ქმედების პროვაიდერები

დეველოპერები, რომლებიც ქმნიან ქმედებების სახელით ცნობილ მრავალჯერადი გამოყენების სმარტ კონტრაქტების მოდულებს. ეს ქმედებები აღწერს, თუ როგორ მუშაობს კონკრეტული ბლოკჩეინის ოპერაციები და როგორ შეიძლება მათი გაერთიანება, რათა შერსულდეს მომხმარებლების სხვადასხვა მიზნები.

გრაფერები

სპეციალიზებული მონაწილეები, რომლებიც ასრულებენ ძიების პროცესს Enso-ს საზიარო ქსელის მდგომარეობაში, რათა ერთმანეთთან დააკავშირონ შესაბამისი ქმედებები. ისინი ქმნიან ოპტიმიზებულ, აღსრულებად ბაიტკოდს, რომელიც წარმოადგენს მომხმარებლის მიზნისთვის საუკეთესო შესაძლო შედეგს.

ვალიდატორები

ქსელის ნოდები პასუხისმგებელნი არიან შეთავაზებული გადაწყვეტების დადასტურებაზე. ისინი ატარებენ სიმულაციას და ახდენენ გენერირებული ბაიტკოდის ტესტირებას სხვადასხვა ბლოკჩეინზე, რათა დარწმუნდნენ მის სწორად მუშაობაში და ირჩევენ აღსრულების ყველაზე ეფექტურ და უსაფრთხო ვარიანტს.

ჩვეულებრივ, Enso-ს სამუშაო პროცესი შემდეგი საფეხურებისგან შედგება:

  • მიზნის შექმნა: მომხმარებელი ქსელს წარუდგენს მიზანს, რომელიც აზუსტებს სასურველ შედეგს, მაგალითად, ტოკენის გაცვლა ან სესხების ქმედება, იმის დაკონკრეტების გარეშე, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი შესრულება.

  • ქმედების წარდგენა: ქმედების პროვაიდერები აქვეყნებენ ქმედებების სახელწოდებით ცნობილ მრავალჯერადი გამოყენების სმარტ კონტრაქტებს, რომლებიც განსაზღვრავენ კონკრეტული ოპერაციების შესრულების ხერხებს, როგორიცაა სვოპი ან დეპონირება.

  • მარშრუტის ძიება: გრაფერები აანალიზებენ საზიარო ქსელის მდგომარეობას, რათა გააერთიანონ შესაბამისი ქმედებები და დააგენერირონ აღსრულებადი ბაიტკოდი, რომელიც მიზანს ყველაზე ეფექტური გზით შეასრულებს.

  • ვალიდაცია: ვალიდატორები ახორციელებენ ბაიტკოდის სიმულაციას forked ქსელის მდგომარეობებზე, რათა დარწმუნდნენ, რომ ის სწორად და უსაფრთხოდ მუშაობს და ადასტურებენ მდგომარეობის ვალიდურ ცვლილებას.

  • გადაწყვეტების არჩევა: ქსელი ყველა ვალიდურ გადაწყვეტას ადარებს და არჩევს საუკეთესო შედეგისა და დაბალი ხარჯის მქონე გადაწყვეტას, ხოლო დანარჩენს უგულებელყოფს.

  • აღსრულება: არჩეული გადაწყვეტა უბრუნდება მომხმარებელს პირდაპირი აღსრულებისთვის. აღსრულების საფასურები, რომლებიც ბაიტკოდშია ჩაშენებული, აუქციონის სისტემის საშუალებით ნაწილდება და გადაეცემა ჯილდოებად გრაფერებს, ვალიდატორებს და ქმედების პროვაიდერებს ENSO ტოკენების სახით.

გამოყენების გზები

შესაძლებელია Walrus-ის ინტეგრირება სხვა ბლოკჩეინებთან, რაც უზრუნველყოფს ისეთი აპლიკაციების მხარდაჭერას, რომლებიც საჭიროებს დეცენტრალიზებულ და მასშტაბირებად მონაცემთა საცავს, მათ შორის:

  • DEX-ები და აგრეგატორები: Enso-ს შეუძლია შეამციროს სირთულეები ლიკვიდურობის უზრუნველყოფაში მარტივი zap-ების საშუალებით, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უფრო მარტივად გადაიტანონ პოზიციები და გააუმჯობესონ ლიკვიდურობა. 

  • საფულეები: საფულეების პლატფორმებს შეუძლიათ გამოიყენონ Enso უპრობლემო ტოკენების სვოპისთვის, კროს-ჩეინ ტრანზაქციებისთვის და DeFi-ს შემოსავლის შესაძლებლობებზე პირდაპირი წვდომისთვის, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის აქტივების პროდუქტიულობას.

  • სტეიბლკოინები: პროექტებს შეუძლიათ დაამზადონ ტოკენები ერთი წყაროდან და უსაფრთხოდ დააკავშირონ ისინი სხვადასხვა ბლოკჩეინთან. ეს იძლევა სარგებლის გენერირების სტეიბლკოინების გაშვების საშუალებას რამდენიმე ქსელში ინდივიდუალური კონტრაქტების გამოყენების გარეშე.

  • საცავის დეპოზიტები: პლატფორმებს შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერი ტოკენი დეპონირებისთვის და გაამარტივონ საცავის მიგრაციები, რათა შეინარჩუნონ კაპიტალი თავიანთ ეკოსისტემაში და გაზარდონ მომხმარებლების ჩართულობა.

  • მარკეტ-მეიკერები: Enso-ს შეუძლია DEX ბაზრის შექმნის ავტომატიზაცია, არბიტრაჟი და ლიკვიდურობის პულების რებალანსირება. მისი ავტომატური პასუხები ბაზრის მდგომარეობაზე ხელს უწყობს კაპიტალის ეფექტურობის გაუმჯობესებას.

ENSO ტოკენი

ENSO არის Enso პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი, რომლის მაქსიმალური მარაგი შეადგენს 127 339 703 ტოკენს. ის იყენებს ინფლაციის კონტროლირებად გრაფიკს, რომელიც დროთა განმავლობაში მცირდება და სრულად წყდება ათი წლის შემდეგ. ის ეკოსისტემაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:

  • მმართველობა: ENSO ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ პროტოკოლის განახლებებს და სმარტ კონტრაქტების გაუმჯობესებებს თავიანთი ტოკენების სტეიკინგის ხარჯზე. ხმის მიცემა არ გვთავაზობს სტეიკინგის ჯილდოებს, ხოლო შემოთავაზებების რეალიზაციამდე საჭიროა ხმების ქვორუმი.

  • უსაფრთხოება: ENSO შეგიძლიათ განათავსოთ სტეიკინგზე და სანაცვლოდ მიიღოთ ქსელის ვალიდაციის და სისტემის სანდოობის უზრუნველყოფის პროცესში მონაწილეობის უფლება. მონაცემების სიზუსტის შესამოწმებლად, ვალიდატორები იყენებენ Proof of Stake-ის (PoS) მექანიზმს და სიმულაციის ინსტრუმენტებს. 

  • დელეგირება: ENSO-ს მფლობელებს შეუძლიათ თავიანთი სტეიკინგზე განთავსებული ტოკენების ვალიდატორებისთვის გადაცემა, სანაცვლოდ ისინი იღებენ წილს გენერირებული შემოსავლიდან. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მხარი დაუჭირონ ქსელის ოპერაციებს და მიიღონ ჯილდოები ვალიდაციის პროგრამული უზრუნველყოფის თავად გაშვების გარეშე.

Enso (ENSO) და Binance-ის HODLer Airdrop-ები

2025 წლის 14 ოქტომბერს, Binance-მა განაცხადა, რომ ENSO იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 52-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 7-დან 9 ოქტომბრამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს ENSO-ს airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 1,75 მილიონი ENSO, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 1,75%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა ENSO-ს ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB, FDUSD და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

ENSO შექმნილია იმისთვის, რომ გაამარტივოს დეველოპერებისთვის აპლიკაციების შექმნა და დაკავშირება სხვადასხვა ბლოკჩაინებზე. მიზანზე დაფუძნებული მოთხოვნების უზრუნველყოფის და საზიარო ქსელის მდგომარეობის კომბინირებით, პროტოკოლი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს აღწერონ შედეგი, რომლის მიღწევაც სურთ, ხოლო ქსელი გადაწყვეტს ამის განხორციელების გზას. პროტოკოლი აერთიანებს ქმედების პროვაიდერებს, გრაფერებს და ვალიდატორებს, რათა დააგენერირონ და დაადასტურონ ბაიტკოდი ბლოკჩეინზე, რაც ამცირებს ხელით ინტეგრაციების საჭიროებას და აუმჯობესებს ურთიერთქმედებას სხვადასხვა ქსელებზე არსებულ სმარტ კონტრაქტების შორის.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.








პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.