WMA მიანიჭებს წონას ფასის თითოეულ დონეს კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, ყველაზე ახალი ფასებს მიენიჭება ყველაზე მაღალი წონა. WMA-ს გამოსათვლელად, თითოეული ფასი უნდა გავამრავლოთ მის წონაზე, მიღებული მაჩვენებლები შევკრიბოთ და გავყოთ წონების ჯამზე.
მაგალითისთვის გამოვთვალოთ 5 დღის WMA. დავუშვათ, გასული ხუთი დღის განმავლობაში დაფიქსირებული დახურვის ფასებია $10, $11, $12, $13 და $14. ამ ფასებისთვის მინიჭებული წონები იქნება 1, 2, 3, 4 და 5, შესაბამისი თანმიმდევრობით. WMA გამოითვლება შემდეგნაირად:
WMA = (10 * 1 + 11 * 2 + 12 * 3 + 13 * 4 + 14 * 5) / (1 + 2 + 3 + 4 + 5) = (10 + 22 + 36 + 52 + 70) / 15 = 190 / 15 = 12,67
ამ მაგალითში, 5 დღის WMA არის $12,67. ახალი დახურვის ფასების დამატებისას ხდება ძველი ფასების წაშლა, გამოთვლებიდან ამოღება და წონების ხელახლა გაანგარიშება, შედეგად იქმნება მოძრავი საშუალო რომელიც მუდამ ასახავს ფასის მოძრაობის უახლეს მონაცემებს.
კრიპტოვალუტებით ვაჭრობისას, WMA-ები შეიძლება გამოყენებულ იქნას ტენდენციების ანალიზისთვის. მაგალითად, თუ Bitcoin-ის ფასი გასცდება მის 50 დღის WMA-ს, ეს შესაძლოა წარმოადგენდეს აღმავალი ტენდენციის დაწყების ინდიკატორს, რაც შეგვიძლია მივიჩნიოთ ყიდვის შესაძლებლობად. ხოლო თუ ფასი ჩამოსცდება 50 დღის WMA-ს, ეს შეიძლება იყოს დაღმავალი ტენდენციის დაწყების ინდიკატორი და მიანიშნებდეს გაყიდვის შესაძლებლობაზე.
შეწონილი მოძრავი საშუალოები (WMA-ები) ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტებია, რომელთა მეშვეობითაც ხდება დროის კონკრეტული პერიოდის ფასის მონაცემების გათანაბრება და რომელიც უფრო მეტად მგრძნობიარეა ფასის ბოლოდროინდელი ცვლილებების მიმართ. კრიპტოვალუტებით ვაჭრობის კონტექსტში, WMA-ები ხშირად გამოიყენება ტენდენციების და მხარდაჭერის და რეზისტენტობის დონეების ამოცნობისთვის.
ეს ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტი შედგება სხვადასხვა სიგრძის რამდენიმე მოძრავი საშუალოსგან.
ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტი, რომელიც შედგება ძირითადი მოძრავი საშუალოს გარშემო განთავსებული ორი ზოლისგან.
ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტი, რომელიც ამარტივებს ფასის მოძრაობის მონაცემების წაკითხვას და ეხმარება ტრეიდე...