Segregated Witness (SegWit)

Segregated Witness, იგივე SegWit არის Bitcoin-ის პროტოკოლი, რომელიც ქსელის მასშტაბირებადობისა და უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებას ემსახურება.

რა არის Segregated Witness? 

SegWit არის განახლება, რომელიც აცალკევებს ტრანზაქციის მონაცემებსა და „მოწმე“ მონაცემებს, რაც ციფრულ ხელმოწერებსაც მოიცავს. 

SegWit-ის შექმნამ ტრანზაქციების ფორმატი შეცვალა და მას ახალი, ეგრეთწოდებული „მოწმის“ ველი დაამატა. ეს ველი მოიცავს ციფრულ ხელმოწერას, საჯარო გასაღებებსა და სხვა ელემენტებს. ამ მონაცემების დანარჩენი ინფორმაციისგან განცალკევებით და ბლოკის ზომის განსაზღვრისას მოწმის მონაცემებისგან დამოუკიდებლად განსაზღვრით SegWit ბლოკში მეტ სივრცეს ათავისუფლებს. 

SegWit 2015 წელს Bitcoin-ის დეველოპერმა პიტერ ვულემ Bitcoin Core-ის სხვა დეველოპერებთან ერთად შექმნა. 2017 წლის აგვისტოში SegWit განახლება Bitcoin ქსელს soft fork-ის სახით დაემატა. 

რა შეუძლია SegWit-ს? 

SegWit-ის გარეშე ხელმოწერის მონაცემები ბლოკის 65%-მდე მოცულობას იკავებს. SegWit-თან ერთად ხელმოწერის მონაცემები ტრანზაქციის მონაცემებისგან ცალკევდება. ამის დახმარებით ბლოკის ზომა 4 მეგაბაიტიდან 1 მეგაბაიტამდე მცირდება.

SegWit-ს შეუძლია ტრანზაქციის სიჩქარის გაზრდა, რადგან ბლოკში რამდენიმე ტრანზაქციის დატევა შეიძლება. ამის გამო უფრო მეტი ტრანზაქცია უფრო მაღალი TPS-ით (ტრანზაქცია/წამში) მუშავდება.

„მოწმის“ ინფორმაციის გაცალკევებით, SegWit ასევე აგვარებს ტრანზაქციის შეღწევადობის სახელით ცნობილ პრობლემასაც. SegWit-ის გარეშე, თავდამსხმელებს შეუძლიათ შეცვალონ ტრანზაქციის ID ტრანზაქციის დადასტურებამდე. SegWit-ის მეშვეობით, ხელმოწერა ტრანზაქციის მონაცემებს გამოეყოფა, რაც ინფორმაციის შეცვლის შანსს გამორიცხავს, ხელს უწყობს ინოვაციას, მათ შორის მეორე დონის პროტოკოლების, მაგალითად Lightning Network-ის შემუშავებას.

SegWit-თან დაკავშირებული საკამათო საკუთხები 

SegWit Bitcoin-ის საზოგადოებაში საკამათო საკითხია, მისი დანერგვა კი გახდა მნიშვნელოვანი გზაგასაყარი, რის შედეგადაც შეიქმნა Bitcoin Cash, Bitcoin-ის Fork, რომელსაც გააჩნია უფრო დიდი ზომის ბლოკები და არ იყენებს SegWit-ს.

ზოგიერთის აზრით, SegWit მეტისმეტად ჩახლართული განახლებაა, რომელიც ქსელს პოტენციური რისკებისადმი უფრო დაუცველს ხდის. კრიტიკოსები ხაზს უსვამენ პოტენციურ საფრთხეებს, როგორიცაა კონკრეტული ტრანზაქციების ქცევა „anyone-can-spend“ ტრანზაქციებად.

ამ განახლების და მასთან დაკავშირებული რისკების შესახებ მეტის გასაგებად, გაეცანით ჩვენს სტატიას SegWit-ის გზამკვლევი დამწყებთათვის.
პოსტების გაზიარება
შესაბამისი ტერმინები
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.