ოდესმე გიფიქრიათ, რა სახის ჯადოქრობას აქვს ადგილი ეკრანის მიღმა, როდესაც აქციებით ან კრიპტოვალუტებით ვაჭრობთ? როგორ ახერხებს ონლაინ სავაჭრო პლატფორმა ან ბირჟა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი ტრეიდერების მიერ განთავსებული უთვალავი რაოდენობის ყიდვისა და გაყიდვის შეკვეთების ასეთი სიზუსტით დაწყვილებას? პასუხი მდგომარეობს ეფექტურ ინსტრუმენტში, რომელსაც თანხვედრის სისტემა ეწოდება.
არსებითად, თანხვედრის სისტემა წარმოადგენს დახვეწილ პროგრამას, რომელიც შექმნილია ფინანსურ ბაზრებზე მოვაჭრე მყიდველების და გამყიდველების დასაწყვილებლად. მისი მუშაობის პრინციპის გასაგებად, პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, თუ რა არის სავაჭრო ბირჟა.
ტრეიდერები ბირჟას საკუთარი ყიდვის ან გაყიდვის შეკვეთების განსათავსებლად იყენებენ. თითოეული შეკვეთა მოიცავს კონკრეტულ ინფორმაციას, როგორიცაა აქტივის ტიპი (მაგალითად აქცია, საქონელი ან კრიპტოვალუტა) მოცულობა და ფასი, რომლითაც სურთ ყიდვა ან გაყიდვა.
შეკვეთის განთავსების შემდეგ, თანხვედრის სისტემა დაამუშავებს მათ და მოიძიებს თანმხვედრ შეკვეთებს. ის შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორც უკიდურესად გულმოდგინე შუამავალი, რომელიც ასობით შეკვეთას წამის მეასედში ამუშავებს. ის ახდენს ამ შეკვეთების გაანალიზებას და მოიძიებს თანმხვედრ მყიდველებსა და გამყიდველებს მათ მიერ მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ თანმხვედრი შეკვეთების მოძიების პროცესის მიმდინარეობა ეფუძნება ორ ძირითად ფაქტორს: ფასი და დრო. თანხვედრის სისტემა პირველ რიგში მოიძიებს ერთი და იმავე ფასის მქონე შეკვეთებს. ერთი და იმავე ფასის მქონე რამდენიმე შეკვეთის არსებობის შემთხვევაში, მათი პრიორიტეტულობა განისაზღვრება მათი განთავსების დროის გათვალისწინებით. სავაჭრო სივრცეში ამას ხშირად უწოდებენ „დრო-ფასის პრიორიტეტს“.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ძირითადი პრინციპი ერთი შეხედვით მარტივად გამოიყურება, რეალურად ეს პროცესი წარმოუდგენელი სისწრაფით და კომპლექსურობით ხასიათდება. თანხვედრის სისტემა უდიდესი დატვირთვის ქვეშ მუშაობს და ხშირ შემთხვევაში, ამუშავებს ათასობით შეკვეთას წამში, უნაკლო სიზუსტითა და სამართლიანობით.
და ეს ყველაფერი მხოლოდ თანმხვედრი შეკვეთების მოძიებას არ გულისხმობს. გარდა ამისა, თანამედროვე თანხვედრის სისტემები ხელს უწყობენ ყიდვისა და გაყიდვის შეკვეთების მოწესრიგებული ნაკადის შენარჩუნებას, აკონტროლებს ფინანსურ ტრანზაქციებთან დაკავშირებულ რისკებს და იწერს ყველა სავაჭრო აქტივობას სამომავლოდ საცნობარო მონაცემების სახით და აუდიტის განხორციელების მიზნით გამოსაყენებლად.
როდესაც taker ირჩევს კრიპტოვალუტის საუკეთესო ხელმისაწვდომ შემოთავაზებას ან მოთხოვნას შეკვეთების წიგნში არსე...
კონკრეტული აქტივის ყიდვის და გაყიდვის არარეალიზებული შეკვეთების ელექტრონული სია, რომელიც გამოიყენება ბირჟაზ...
კოპირებით ვაჭრობა გახლავთ პროცესი, რომელიც მოიცავს გამოცდილი ინვესტორების მიერ წარმატებით განხორციელებული ვ...