კოპირებით ვაჭრობა გახლავთ პროცესი, რომელიც მოიცავს გამოცდილი ინვესტორების მიერ წარმატებით განხორციელებული ვაჭრობების კოპირებას. ამ მიდგომით ხდება გამოცდილების გაზიარების კულტურის დამკვიდრება და ქსელში ჩართვის გამარტივება, რაც თავის მხრივ ამარტივებს კრიპტოვალუტებით ვაჭრობასთან დაკავშირებული რისკების მართვას და ხელს უწყობს საზოგადოების მიერ საჭირო ცოდნის მიღებას.
ახალბედა მოვაჭრეებს ამ ფუნქციის გამოყენება შეუძლიათ გამოცდილი მოვაჭრეების სტრატეგიების გამოყენებისთვის, მსგავს საბაზრო პოზიციებზე წვდომის მოსაპოვებლად და პოტენციური მოგების მისაღებად. ამ მეთოდით ხდება არა მხოლოდ ბაზართან დაკავშირებული ცოდნის სიმცირით წარმოქმნილი რისკების შემცირება, არამედ შესაძლებელი ხდება ბაზრის დინამიკასთან და ვაჭრობის ტექნიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებაც.
კოპირებით ვაჭრობის დაწყების საწყისი საფეხურებია:
სანდო პლატფორმის პოვნა (მაგალითად Binance).
წარმატებული ტრეიდერების მოძიება, რომელთა რისკის მისაღები დონეც ემთხვევა თქვენს რისკის მისაღებ დონეს.
თქვენ მიერ კოპირებული სტრატეგიების მუდმივი კონტროლი და რეგულირება, თქვენს გრძელვადიან გეგმებთან შესაბამისობაში მოსასვლელად.
კრიპტოვალუტის ბაზრებზე გამოყენებისას, კოპირებით ვაჭრობის მექანიზმით შესაძლებელია კრიპტოვალუტებთან და სხვა აქტივებთან მიმართებაში განხორციელებული პროცესების გამარტივება. ქვემოთ მოცემულია კოპირებით ვაჭრობის ზოგიერთი უპირატესობა:
გამარტივებული ქსელში ჩართვა: თქვენ მოიპოვებთ პროცესებში აქტიურად მონაწილეობის და გამოცდილი ტრეიდერებისგან ცოდნის მიღების შესაძლებლობას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჯერ არ გაქვთ საკმარისი გამოცდილება კრიპტოვალუტის სფეროში.
რისკის მართვის გაუმჯობესებული მეთოდები: თქვენ მოგეცემათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების და კრიპტოვალუტების არაპროგნოზირებადობით გამოწვეული ზარალის მინიმუმამდე შემცირების შესაძლებლობა.
წვდომა სხვადასხვა სტრატეგიაზე: შეძლებთ თქვენ მიერ განხორციელებული ინვესტიციების დივერსიფიკაციას და ბაზრის ტენდენციების უკეთ გააზრებას.
საზოგადოებისთვის ცოდნის მიწოდება: იქმნება სივრცე, სადაც ხდება ცოდნის გაზიარება, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობა.
ავტომატიზაცია და ეფექტურობა: ხდება ვაჭრობების კოპირების გამარტივება, რითაც შესაძლებელი ხდება ბაზარზე არსებული შესაძლებლობებით სარგებლობა.
თუმცა, მიუხედავად ამ უპირატესობებისა, კოპირებით ვაჭრობის დაწყებამდე აუცილებელია საკუთარი ფინანსური მდგომარეობის და რისკის მისაღები დონის გათვალისწინება. კოპირებით ვაჭრობასთან დაკავშირებულია შესაბამისი რისკები, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზარალის გამომწვევი გახდეს. გარდა ამისა, სხვადასხვა ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, განსხვავდება კოპირებით ვაჭრობის კანონიერების/არაკანონიერების კრიტერიუმები და მოქმედებს კონკრეტული რეგულაციები. კოპირებით ვაჭრობის დაწყებამდე, მნიშვნელოვანია მოიპოვოთ ინფორმაცია თქვენს რეგიონში მოქმედი უახლესი სამართლებრივი რეგულაციებისა და მოთხოვნების შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, მიიღოთ რჩევები პროფესიონალისგან.
ტეგი, რომელიც გამოიყენება განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი კრიპტოვალუტების კლასიფიკაციისთვის, რომელთაც შესა...
ტეგი, რომელიც გამოიყენება Binance-ის პლატფორმაზე კრიპტოვალუტის პროექტების კლასიფიკაციისთვის, რომლებიც უფრო ...