მთავარი
ლექსიკონი
ეგზოგენური ცვლადი

ეგზოგენური ცვლადი

რა არის ეგზოგენური ცვლადი?

ეგზოგენური ცვლადი არის ეკონომიკური მოდელის სხვა ელემენტებისგან დამოუკიდებელი ცვლადი. ამგვარად, ეგზოგენური ცვლადის მნიშვნელობა განისაზღვრება მოდელის ფარგლებს გარეთ. ის ზეგავლენას ახდენს მოდელზე გარეშე ფაქტორის სახით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის ახდენს გარკვეულ ზეგავლენას მოდელზე მოდელზე, თუმცა დამოუკიდებელია მოდელის შიდა პროცესებისგან.

როგორ მუშაობს ეგზოგენური ცვლადები?

ეგზოგენური ცვლადი მიიჩნევა ფიქსირებულ და დამოუკიდებელ მაჩვენებლად, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ეკონომიკური მოდელის შედეგზე გარე ფაქტორების ზეგავლენის ახსნა. 

განვიხილოთ ეკონომიკის სფეროს მიწოდების და მოთხოვნის მოდელი, როდესაც პროდუქტის ფასი დაკავშირებულია მყიდველებისა და გამყიდველების მოქმედებებთან. თუმცა, წარმოებაში გამოყენებულ ნედლეულის ფასს ასევე შეიძლება ჰქონდეს გავლენა მოდელზე და კონკრეტულად კი პროდუქტის ფასზე, შესაბამისად ის ითვლება ეგზოგენურ ცვლადად. მაგალითად, თუ ახალმა რეგულაციამ გამოიწვია ნედლეულის ფასის ზრდა, ის შესაბამისად გამოიწვევს წარმოების ხარჯების გაზრდას და მოახდენს გავლენას მიწოდების მრუდზე. მიუხედავად იმისა, რომ ის არის გარე ფაქტორი, ნედლეულის უფრო მაღალი ფასს შეუძლია მოდელის შედეგის შეცვლა.
სხვა მაგალითის სახით, განვიხილოთ ქვეყნის მშპ-ის ეკონომიკური მოდელი. ამ მოდელის ფარგლებში, ისეთი ფაქტორები როგორიცაა საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის შეცვლა ან ბუნებრივი კატასტროფები, შეიძლება იყოს ეგზოგენური ცვლადი. მაგალითად, ძლიერი ქარიშხალი არის ეგზოგენური ცვლადი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის ეკონომიკაზე და შესაბამისად მშპ-ზე გავლენის მოხდენა.

ეგზოგენური ცვლადები კრიპტოვალუტების კონტექსტში

კრიპტოვალუტის ბაზრების კონტექსტში, მარეგულირებელი ცვლილებები შეიძლება განვიხილოთ როგორც მნიშვნელოვანი ეგზოგენური ფაქტორი. მთავრობების პოზიციები კრიპტოვალუტებთან დაკავშირებით ხშირად იცვლება, რაც შესაბამისად იწვევს რეგულაციებში ცვლილებების შეტანას, რასაც თავის მხრივ შეუძლია ბაზარზე ზეგავლენის მოხდენა. მაგალითად, ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ რეგულაციაში ცვლილებების შეტანამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს კრიპტო ბაზარზე.

ტექნოლოგიური პროგრესი არის კრიპტოვალუტების სფეროს კიდევ ერთი ეგზოგენური ცვლადი. ინოვაციებმა ბლოკჩეინის სფეროში, როგორიცაა კონსენსუსის ალგორითმები ან ახალი მე-2 დონის ტექნოლოგიები, შეიძლება დადებითად იმოქმედონ კრიპტო ბაზარზე.

დასკვნა

ეგზოგენური ცვლადები არის გარე ფაქტორები, რომლებსაც აქვს გარკვეული ზეგავლენა ეკონომიკურ მოდელზე, თუმცა დამოუკიდებელნი არიან მოდელის შიდა პროცესებისგან. ეკონომიკური მოდელის ფარგლებში, შეიძლება სასარგებლო იყოს ეგზოგენური ცვლადების გათვალისწინება გარე ფაქტორების სახით, როგორიცაა ბუნებრივი კატასტროფები და მთავრობის პოლიტიკა. კრიპტოვქლუტების ბაზრების კონტექსტში, ეგზოგენური ცვლადები შეიძლება იყოს, მაგალითად, მარეგულირებელი ცვლილებები და ტექნოლოგიურ წინსვლა.