მთავარი
ლექსიკონი
ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (CBDC)

ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (CBDC)

ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა (CBDC) წარმოადგენს ოფიციალურად სანქცირებულ, სუვერენული ცენტრალური ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ტენდერს. მსოფლიოს ქვეყნები CBDC-ის შემუშავების და რეალიზაციის სხვადასხვა ეტაპზე არიან, ზოგმა მათგანმა ეს ვალუტა უკვე გამოუშვა. ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტები კრიპტოვალუტების მსგავსია, თუმცა მათი ღირებულება ფიქსირებულია კონკრეტული ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ და ამ ქვეყნის ფიატ-ვალუტის ეკვივალენტურია. 

CBDC-ების ძირითადი დანიშნულება ბიზნესებისთვის და მომხმარებლებისთვის მაღალი დონის კონფიდენციალურობის, გამჭვირვალობის, ხელმისაწვდომობის, ფინანსური უსაფრთხოების და მოხერხებულობის შეთავაზებაა. CBDC-ებს შეუძლიათ შეამცირონ რთული ფინანსური სისტემების მომსახურებასთან და საერთაშორისო გადარიცხვებთან დაკავშირებული ხარჯები და მომხმარებლებს შესთავაზონ ფულის გადარიცხვის ალტერნატიული და იაფი ვარიანტები.

არსებობს ორი ტიპის CBDC: საბითუმო CBDC და საცალო CBDC. ფინანსური ინსტიტუტები საბითუმო CBDC-ებს იყენებენ ცენტრალურ ბანკში არსებული რეზერვების მსგავსად, ლიკვიდურობის მართვისთვის და ბანკთაშორის ანგარიშსწორების გაადვილებისთვის. ამ ინსტიტუტებმა შეიძლება გამოიყენონ ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები, რაც დაეხმარება მათ სესხების ტარიფების რეგულაციაში და საპროცენტო განაკვეთების კორექტირებაში.
საცალო CBDC-ებს იყენებენ ბიზნესები და მომხმარებლები, რაც მათ სთავაზობს სტაბილურ, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ მიმოცვლის საშუალებას, რისი მეშვეობითაც მათ შეუძლიათ თავიდან აიცილონ შუამავლებთან დაკავშირებული, მაგალითად კერძო ციფრული ვალუტის გამომშვები ორგანიზაციის პოტენციურ გადახდისუუნარობასთან დაკავშირებული რისკები. არსებობს საცალო CBDC-ის ორი ვარიანტი: ტოკენზე დაფუძნებული, რომელსაც ფიზიკური ფულის ანალოგიური დანიშნულება აქვს და ანგარიშზე დაფუძნებული, რომელიც საჭიროებს ტრანზაქციაში მონაწილე პირების ვინაობის იდენტიფიკაციას.

CBDC-ების დანიშნულებაა რამდენიმე პრობლემის გადაჭრა, როგორიცაა მესამე მხარის რისკები საბანკო პანიკის დროს. მათი საშუალებით ასევე შესაძლებელია საერთაშორისო ტრანზაქციების ღირებულებების შემცირება და ქვეყანაში ისეთი ფინანსური ინსტიტუტების დანერგვა, რომლებიც საბანკო სისტემებთან წვდომის არმქონე პირებს მისცემს ფინანსური სერვისების გამოყენების შესაძლებლობას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.