მთავარი
ლექსიკონი
Bitcoin მაქსიმალისტები

Bitcoin მაქსიმალისტები

რა არის Bitcoin მაქსიმალიზმი?

Bitcoin მაქსიმალიზმი არის Bitcoin-ის აქტიური ენთუზიასტების მიერ წამოწყებული მოძრაობა, რომლებიც თვლიან, რომ BTC ერთადერთი ფასეული კრიპტოვალუტაა. ისინი თვლიან, რომ სხვა კრიპტოვალუტები არ განასახიერებენ Bitcoin-ის შემქმნელის, სატოში ნაკამოტოს მიერ დამკვიდრებულ იდეალებს, და შესაბამისად, Bitcoin-ს ვერ გაუტოლდებიან. 

Bitcoin მაქსიმალიზმის პრინციპები

Bitcoin მაქსიმალიზმის ფილოსოფიის უკან დგას შეხედულებები, რომელთა პოპულარობა საზოგადოებაში პირველი ბლოკის მაინინგის დღიდან მუდმივად იზრდება. ეს პრინციპები ეფუძნება Bitcoin-ის whitepaper-ში წარმოდგენილ მოსაზრებებს და ინტერპრეტაციებს.

საზოგადოების თითოეულ წევრს ამ პრინციპების საკუთარი ინტერპრეტაცია გააჩნია. ასევე, თითოეული მათგანი უპირატესობას სხვადასხვა პრინციპს ანიჭებს. 

1. Bitcoin-ის ქსელი უსაფრთხოა

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პრინციპი უსაფრთხოებაა, რასაც Bitcoin-ის ბლოკჩეინი გვთავაზობს. ეს ქსელი უკვე ათ წელზე მეტია ფუნქციონირებს და ჯერ არ დაფიქსირებულა რაიმე ჰაკერული თავდასხმა, ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა. 

ქსელის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია Proof of Work კონსენსუსის მექანიზმით, რისი წყალობითაც ცალკეულ პირს ან ორგანიზაციას ლეჯერის გაყალბება წარმოუდგენლად ძვირი დაუჯდება, ტრანზაქციების ლეგიტიმურობის გადამოწმება კი მომხმარებლებს მცირე დანახარჯებით შეუძლიათ.

2. Bitcoin ფულის მომავალია

ისინი თვლიან, რომ Bitcoin ერთადერთი ღირებული კრიპტოვალუტაა და ვარაუდობენ, რომ საბოლოოდ ის ჩააანაცვლებს ფიატ-ვალუტებს. ამის მიზეზია BTC-ის ფიქსირებული მარაგი — მიმოქცევაში არსებული Bitcoin-ის მონეტების რაოდენობა 21 მილიონს ვერასოდეს გაცდება. მისგან განსხვავებით, მთავრობებს შეუძლიათ ფიატ-ვალუტის ახალი კუპიურები საკუთარი შეხედულებისამებრ ბეჭდონ, რაც ამცირებს მათ ღირებულებას. 

ამ თეზისის მხარდამჭერი არგუმენტების მოყვანისას, მაქსიმალისტები ასევე ყურადღებას ამახვილებენ იმ ფაქტზე, რომ Bitcoin-ს გააჩნია ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალიზაცია, ინოვატორის უპირატესობა და უსაფრთხოების უმაღლესი დონე. 

3. ქსელი დეცენტრალიზებული და გამჭირვალეა

სავარაუდოდ, Bitcoin ყველაზე წარმატებული დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტაა.

Bitcoin დეცენტრალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას არ შეუძლია ბლოკჩეინის კონტროლი, რაც ამცირებს მასზე მანიპულაციების განხორციელების რისკს. 

უფრო მეტიც, რადგან ქსელთან დაკავშირებისთვის არ არის საჭირო შესაბამისი ნებართვის მოპოვება, ეს გამორიცხავს შუამავლების საჭიროებას. ინტერნეტთან წვდომის მქონე ნებისმიერ პირს შეუძლია იქონიოს, გააგზავნოს და მიიღოს Bitcoin-ები. საჯაროდ ხელმისაწვდომია ასევე მისი არსებობის დროს განხორციელებული ყველა ტრანზაქციის ჩანაწერი, რაც ამ სავალუტო სისტემის გამჭირვალობას უზრუნველყოფს.

4. მონაწილეობა ფსევდოანონიმურია 

ბლოკჩეინზე აქტივების ფლობისთვის ან ქსელთან დაკავშირებისთვის, ინდივიდებს არ მოეთხოვებათ საიდენტიფიკაციო მონაცემების წარდგენა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Bitcoin-ის ლეჯერი არ არის ანონიმური, რადგან მისი მონაცემები საჯაროდაა ხელმისაწვდომი, თუმცა არ არის საჯარო იმ პირთა ჭეშმარიტი ვინაობა, რომლებიც ფლობენ და მართავენ Bitcoin-ის საფულეებს.

5. BTC გადახდის ეფექტურ მეთოდს გვთავაზობს

Bitcoin-ის გადახდის მეთოდის სახით გამოყენება ნებისმიერს შეუძლია, ამასთანავე ის ხშირად საერთაშორისო ფულად გადარიცხვებზე იაფია. Bitcoin მაქსიმალისტები მოუწოდებენ ინდივიდუალურ პირებსა და ორგანიზაციებს დანერგონ და გამოიყენონ Bitcoin გადახდის საშუალებად, რაც გაზრდის ქსელის აქტივობას და ხელმისაწვდომობას. 

პოსტების გაზიარება
შესაბამისი ტერმინები
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.