BEP-95

BEBEP-95 არის „Binance-ის ევოლუციის შემოთავაზება“, რომელიც წარმოადგენს BNB Smart Chain-ზე (BSC) მონეტების რეალურ დროში წვის მექანიზმს. მისი დანიშნულებაა BNB-ის ტოკენომიკის დინამიკურობის გაზრდა და ქსელის დეცენტრალიზაციის გაუმჯობესება.

BEP-95-ის მეშვეობით ქსელი წვავს ვალიდატორების მიერ თითოეული ბლოკისთვის მიღებული გაზის საკომისიოს ფიქსირებულ წილს. ამ წილის ზუსტი ოდენობა განისაზღვრება BSC-ის მართვის მექანიზმის საშუალებით. წვის პროცესები მაშინაც გაგრძელდება, როდესაც BSC-ზე მონეტების რაოდენობა სამიზნე ზღვარს - 100 მილიონ BNB-ს მიაღწევს. BNB-ის მარაგის შემცირება უზრუნველყოფს ამ მონეტის ღირებულების გაზრდას. ეს BEP ასევე ამცირებს დელეგატორების და ვალიდატორების მიერ მიღებული BNB-ის რაოდენობას. თუმცა მონეტის ფასის ზრდასთან ერთად, შეიძლება ასევე გაიზარდოს ფიატის ღირებულებაც, რაც ახდენს მონეტების რაოდენობის შემცირების კომპენსაციას.

იმისათვის, რომ ამის განხორციელება ტექნიკურად შესაძლებელი გახდეს, ქსელი თითოეული ბლოკის საკომისიოებს ორ სმარტ კონტრაქტს შორის ანაწილებს:

1. სისტემის ჯილდოს კონტრაქტი. გაზის საკომისიოების 1/16 შედის „სისტემის ჯილდოს“ კონტრაქტში, სანამ მისი რაოდენობა არ მიაღწევს მაქსიმალურ ლიმიტს - 100 BNB-ს. ეს მონეტები გამოყენებული იქნება cross-chain პაკეტის სუბსიდიებისთვის.
2. ValidatorSet კონტრაქტი. დარჩენილი გაზის საკომისიოების დანარჩენი ნაწილი შეიტანება ValidatorSet კონტრაქტში და ყოველდღიურად ნაწილდება დელეგატორებსა და ვალიდატორებს შორის BNB Beacon Chain-ზე.

წვის განხორციელებისთვის, ValidatorSet კონტრაქტი იყენებს ცვლადს, სახელწოდებით burnRatio. თითოეული ბლოკის შექმნის შემდეგ, ვალიდატორი ხელს აწერს ტრანზაქციას და გადარიცხავს მის გაზის საკომისიოებს სმარტ კონტრაქტებზე. დეპოზიტის ფუნქცია შეიცავს წვის ალგორითმს, რომელიც ააქტიურებს მარტივ ფორმულას: burnRatio * gasFee. ეს თანხა გადაირიცხება წვის მისამართზე. burnRatio თავიდან განსაზღვრულია, როგორც 10%.

BSC-ის ვალიდატორებს შეუძლია ხმის მიცემის მეშვეობით გადაწყვიტონ burnRatio-ს მნიშვნელობის შეცვლა. ეს მართვის მექანიზმი გამოიყენება BNB Beacon Chain-ზე და საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეუძლია წარმოადგინოს მისი გადახედვის შემოთავაზება, რისთვისაც უნდა შეიტანოს მინიმალური დეპოზიტი 2,000 BNB-ის ოდენობით. შემოთავაზების წარდგენისთვის და ხმის მიცემისთვის შეტანილი BNB მთლიანად დაუბრუნდება მფლობელს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. კვორუმის მიღწევის შემთხვევაში, რომელიც 50%-ს შეადგენს, ცვლილება დაუყოვნებლივ განხორციელდება cross-chain კომუნიკაციის სისტემის მეშვეობით.
პოსტების გაზიარება
შესაბამისი ტერმინები
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.