რა არის Binance Wealth?
მთავარი
სტატიები
რა არის Binance Wealth?

რა არის Binance Wealth?

გამოქვეყნებული Nov 11, 2024განახლებული Nov 14, 2024
4m

მთავარი დეტალები

  • Binance Wealth აკმაყოფილებს კერძო ფინანსური სექტორების მზარდ მოთხოვნას პირდაპირ კრიპტოვალუტების ბირჟაზე არსებულ საიმედო და ინტეგრირებულ კრიპტო საინვესტიციო ტექნოლოგიებზე.

  • ეს გახლავთ მარტივად გამოსაყენებელი პლატფორმა ფინანსური მენეჯერებისთვის, რომელთაც სურთ უზრუნველყონ კრიპტოინვესტიციების სიმარტივე მაღალი შემოსავლის მქონე კლიენტებისთვის. ეს მოიცავს ისეთ პროცესებს, როგორიცაა ანგარიშების გახსნა და საინვესტიციო რეკომენდაციების მიღება.

  • Binance Wealth ზუსტად იმეორებს ფინანსების მართვის ტრადიციულ მიდგომებს და ამავდროულად იყენებს Binance-ის უსაფრთხოებას, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო წვდომას მაღალი ლიკვიდურობის მქონე კრიპტოვალუტებზე, ფინანსური მენეჯერებისა და მათი კლიენტებისთვის.

შესავალი

Binance Wealth გახლავთ სპეციალურად ფინანსური მენეჯერებისთვის და მათი მაღალი შემოსავლის მქონე კლიენტებისთვის შექმნილი ტექნოლოგია, რომელთაც სურთ კრიპტოვალუტების სივრცეში მოღვაწეობის დაწყება. ეს გახლავთ მარტივად გამოსაყენებელი პლატფორმა ფინანსური მენეჯერებისთვის, რომლის მეშვეობითაც ისინი უზრუნველყოფენ მარტივ წვდომას ციფრულ აქტივებზე საკუთარი კლიენტებისთვის, პირდაპირ ვაჭრობის მოცულობის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე მსხვილ კრიპტოვალუტების ბირჟაზე.

Binance გახლავთ მსოფლიოში ერთადერთი ციფრული აქტივების ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს მსგავს ტექნოლოგიას. იგი მხარდაჭერილია Binance-ის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურით და ფინანსურ მენეჯერებს სთავაზობს საკუთარი კლიენტების კრიპტოვალუტებში ინვესტირების პროცესების მარტივად და ყოველგვარი საფრთხის გარეშე მართვის შესაძლებლობას.

მზარდი ინტერესი ციფრული აქტივების მიმართ

გასულ წელს აღინიშნა ინსტიტუციური ინვესტორების და კერძო ფინანსური სექტორების ციფრული აქტივებით დაინტერესების მნიშვნელოვანი ზრდა. სწორედ კრიპტოვალუტების ფინანსების მართვის პორტფოლიებში ინტეგრირების უსაფრთხო და ეფექტურ ტექნოლოგიასთან დაკავშირებული მოთხოვნა დაედო საფუძვლად Binance Wealth-ის შექმნას. 

Binance Wealth შექმნილია იმისთვის, რომ ფინანსურმა მენეჯერებმა უფრო მარტივად შეძლონ მათი მაღალი შემოსავლის მქონე კლიენტებისთვის ციფრულ აქტივებზე წვდომის უზრუნველყოფა და მათთვის კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რჩევების პირდაპირ Binance-ის პლატფორმის მეშვეობით მიწოდება. ფინანსური მენეჯერებისთვის საკუთარი კლიენტების ონბორდინგის და ინვესტიციებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიღების პროცესების მართვის ინსტრუმენტების და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფით, Binance Wealth სთავაზობს პრემიუმ გამოცდილებას მაღალი შემოსავლის მქონე კლიენტებს და ამასთან ერთად, ფინანსურ მენეჯერებს უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინსტრუმენტით, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ კრიპტოვალუტებში ინვესტირების პროცესის გამარტივებას საკუთარი კლიენტებისთვის. 

Binance Wealth-ს გააჩნია როგორც აქტიური, ისე პასიური ინვესტიციების მხარდაჭერა და უზრუნველყოფს წვდომას მრავალ სხვადასხვა სავაჭრო და შემოსავლის მიღების პროდუქტზე. ფინანსური მენეჯერების მიერ კლიენტების ონბორდინგის განხორციელების შემდეგ, მათ ეძლევათ საშუალება, გააკეთონ არჩევანი საკუთარი პორტფოლიოების დამოუკიდებლად მართვასა და ამ პროცესების მენეჯერისთვის მინდობას შორის, სანდო მრჩეველის მიერ რეკომენდებული ნებისმიერი ინვესტიციის საბოლოო დადასტურების უფლების შენარჩუნების პირობით.

ვისთვის არის განკუთვნილი Binance Wealth?

2024 წლის ნოემბრის მონაცემებით, Binance Wealth-ის გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ ფინანსური რჩევების ან საინვესტიციო სერვისების უზრუნველყოფის მიზნით რეგისტრირებული ბიზნეს ორგანიზაციის კორპორატიულ ფინანსურ მენეჯერებს. ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის აპლიკაციები ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი.

Binance-ის VIP და ინსტიტუციური სერვისების გუნდის მოსაზრებები

ქეთრინ ჩენმა, Binance-ის VIP და ინსტიტუციური სერვისების თავმჯდომარემ, გააკეთა კომენტარი ინსტიტუციური ინვესტორების ციფრული აქტივებით დაინტერესების ზრდასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ციფრულ აქტივებზე მარტივი და უსაფრთხო წვდომის უზრუნველყოფის კრიპტო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ მოთხოვნას ფინანსური მენეჯერებისგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით:

Binance Wealth მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცესებს ყველაზე დიდ კრიპტო ლიკვიდურობაზე პირდაპირი წვდომის უზრუნველყოფით უსაფრთხო, მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისი პლატფორმის მეშვეობით, რომლის ნდობაც თავისუფლად შეუძლიათ როგორც ფინანსურ მენეჯერებს, ისე მათ კლიენტებს.

ფინანსების მართვის ტრადიციული პროცესების ინტეგრირების ინტეგრირება ციფრულ ინოვაციებში

Binance Wealth, როგორც კრიპტოვალუტის ბირჟის მიერ შემუშავებული ამ ტიპის ერთადერთი პლატფორმა, ზრდის Binance-ის წვლილს ტრადიციული და კრიპტო ბაზრების ერთმანეთთან დაკავშირების საქმეში. 

ეს ახალი სერვისი ეფუძნება წარსულ მიღწევებს, როგორიცაა 2023 წელს გაშვებული სამმხრივი საბანკო ტექნოლოგია და მიზნად ისახავს კერძო კლიენტების და დაწესებულებების ჩართულობის გაზრდას ციფრული აქტივების სივრცეში.

როგორ უნდა დაიწყოთ Binance Wealth-ის გამოყენება

ფინანსურმა მენეჯერებმა, რომელთაც სურთ Binance Wealth-ის გამოყენების დაწყება, უნდა გაიარონ შემდეგი საფეხურები:

  1. რეგისტრაცია: მენეჯერებმა უნდა დააფიქსირონ საკუთარი ინტერესი ოფიციალური საკონტაქტო ფორმის მეშვეობით. გარდა ამისა, შესაძლებელია პირდაპირ Binance VIP სერვისების წარმომადგენელთან დაკავშირება, რომელთანაც შესაძლოა წარსულშიც ჰქონიათ კონტაქტი.

  2. KYB ონბორდინგი: ამის შემდეგ, შესაბამისი უფლებების მქონე ფინანსურმა მენეჯერებმა უნდა გაიარონ პროცესი, რომელიც ცნობილია როგორც Know Your Business (KYB), რის შემდეგაც ისინი მოიპოვებენ წვდომას Binance Wealth-ზე.

  3. კლიენტების ონბორდინგი: ონბორდინგის დასრულების შემდეგ მენეჯერებს შეეძლებათ დაიწყონ საჭირო პროცესების უზრუნველყოფა ციფრული აქტივებით დაინტერესებული მაღალი შემოსავლის მქონე კლიენტებისთვის. ამ პროცესების საწყის ეტაპს მათთვის ანგარიშის გახსნა წარმოადგენს.

შეჯამება

რაც უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს კრიპტოვალუტების საკუთარ პორტფოლიოებში ინტეგრირების სურვილს, მით უფრო იზრდება ისეთი პლატფორმის არსებობის საჭიროება, რომელსაც თავისუფლად ენდობიან ფინანსური მენეჯერები – სწორედ ამ მიზნით შეიქმნა Binance Wealth. ფინანსურ მენეჯერებს ახლა უკვე შეუძლიათ უზრუნველყონ ციფრულ აქტივებზე წვდომა მათი კლიენტებისთვის და ამავდროულად ისარგებლონ Binance-ის ლიკვიდურობისა და უსაფრთხოების მაღალი დონით.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.