პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: კონტენტი წარმოდგენილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნით. ამ წარმოდგენილი პროდუქტები და სერვისები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში.
მთავარი დეტალები
Binance-ის პრე-მარკეტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს განახორციელონ ვაჭრობა ტოკენების მეშვეობით მათი სპოტ ბაზრის ოფიციალურ სიაში დამატებამდე, რაც უზრუნველყოფს ფასებზე ადრეული წვდომის და ვაჭრობის ეფექტური სტრატეგიების შემუშავების შესაძლებლობებს.
პრე-მარკეტზე ვაჭრობისას დამატებითი საკომისიოების გადახდა არ არის საჭირო. ვაჭრობების განსახორციელებლად მხოლოდ Binance-ზე სპოტ ვაჭრობისთვის საჭირო სტანდარტულ საკომისიოებს გადაიხდით.
პრე-მარკეტზე ვაჭრობა გარკვეულ რისკებთანაცაა ასოცირებული, რადგან წინასწარი ვაჭრობის დროს უფრო მაღალია ფასების მერყეობის დონე. მოულოდნელი ზარალის თავიდან არიდების მიზნით აუცილებელია თქვენს სავაჭრო ტოკენთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მოპოვება და ბაზრის ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი.
რა არის Binance-ის პრე-მარკეტი?
Binance-ის პრე-მარკეტი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ივაჭრონ შერჩეული ტოკენებით მათი Binance-ის სპოტ ბაზრის ოფიციალურ სიაში დამატებამდე. ეს ადრეული წვდომა ტოკენებზე ასოცირებულია მრავალ სხვადასხვა უპირატესობასთან და შესაძლებლობასთან, როგორიცაა ტოკენებზე ადრეული წვდომა Binance-ის მომხმარებლებისთვის (და არა მხოლოდ Launchpool-ის მონაწილეებისთვის), ფასების მონაცემებზე ადრეული წვდომა და სტრატეგიების ეფექტურად განსაზღვრის და Launchpool-ის ჯილდოების ბაზრის გახსნამდე გაყიდვის შესაძლებლობა.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ გეგმავთ ვაჭრობის განხორციელებას Binance-ის პრე-მარკეტზე, სავაჭრო მონაცემებზე ადრეული წვდომა საშუალებას მოგცემთ მოიპოვოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბაზრის ტენდენციებთან დაკავშირებით და იმის შესახებ, თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი მას შემდეგ, რაც ტოკენი ხელმისაწვდომი გახდება ყველასთვის.
როგორ უნდა გამოვიყენოთ Binance-ის პრე-მარკეტი
1. პირველ რიგში, უნდა გაიაროთ ავტორიზაცია თქვენს Binance-ის ანგარიშზე, გადახვიდეთ განყოფილებაზე [ვაჭრობა] და აირჩიოთ [სპოტი].
2. ამის შემდეგ, უნდა იპოვოთ ჩანართი [პრე-მარკეტი] ეკრანის მარჯვენა მხარეს, სადაც შეძლებთ ხელმისაწვდომი ტოკენების წყვილების ნახვას.
3. თუ Binance-ის პრე-მარკეტის პლატფორმას პირველად იყენებთ, საჭირო იქნება, რომ გაეცნოთ და დაეთანხმოთ გამოყენების პირობებს.
4. პრე-მარკეტის სავაჭრო ინტერფეისი ძალიან ჰგავს Binance Spot-ის სავაჭრო ინტერფეისს. თუმცა, Binance-ის პრე-მარკეტზე დაწესებულია ტოკენების თითოეული წყვილის მაქსიმალურ შესაძენ რაოდენობასთან დაკავშირებული შეზღუდვა. თქვენი მიმდინარე და მაქსიმალური ჰოლდინგების მონაცემების ნახვას შეძლებთ ეკრანის მარჯვენა მხარეს მოცემულ ჩანართში.
5. პრე-მარკეტზე ტოკენების გაყიდვასთან დაკავშირებით არავითარი შეზღუდვა არ არის დაწესებული. შეგიძლიათ თქვენს მფლობელობაში არსებული ნებისმიერი რაოდენობის ტოკენების გაყიდვა. ეს სასარგებლოა არსებული მოგების შენარჩუნებისთვის ბაზრის ოფიციალურ გახსნამდე.
6. პრე-მარკეტის ფაზის დასრულების შემდეგ მოხდება ტოკენების გადატანა Binance-ის სპოტ ბაზარზე, სადაც შესაძლებელი იქნება მათი გადატანა, დეპოზიტი, გადარიცხვა და სტანდარტული სპოტ ვაჭრობის განხორციელება.
Binance-ის პრე-მარკეტის უპირატესობები
ადრეული წვდომა ტოკენებზე: ტრეიდერები მოიპოვებენ წვდომას ტოკენებზე მათ ოფიციალურ სიაში დამატებამდე, რაც ანიჭებს მათ ბაზართან და ბაზრის ტენდენციებთან დაკავშირებული ინფორმაციის სხვებზე ადრე მოპოვების შესაძლებლობას. შედეგად, ისინი დაიკავებენ უფრო ეფექტურ სავაჭრო პოზიციებს.
ლიკვიდურობა: Binance, როგორც მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტების ბირჟა, უზრუნველყოფს მაღალ ლიკვიდურობას, რაც ტრეიდერებს სთავაზობს ტრანზაქციების სასურველ ფასად განხორციელების შესაძლებლობებს.
არავითარი დამატებითი საკომისიო: Binance არ აწესებს სტანდარტული სპოტ ვაჭრობის საკომისიოების გარდა რაიმე დამატებით საკომისიოებს პრე-მარკეტზე განხორციელებული ვაჭრობებისთვის, რაც უზრუნველყოფს ტოკენებზე ადრეული წვდომის ამ მეთოდის ეკონომიურობას.
შესაძლებლობა Launchpool-ის მონაწილეებისთვის: იმ მომხმარებლებს, რომლებიც მოიპოვებენ ჯილდოებს Binance Launchpool-ის მეშვეობით, შეუძლიათ გაყიდონ საკუთარი ტოკენები პრე-მარკეტის გახსნისთანავე, რაც მათ პოტენციური მოგების ბაზრის ოფიციალურ გახსნამდე შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს.
Binance-ის პრე-მარკეტთან დაკავშირებული რისკები
გამომდინარე იქიდან, რომ ვაჭრობა ხორციელდება ტოკენის ოფიციალურ გაშვებამდე, ამ დროს ჩვეულებრივზე მაღალია ფასების მერყეობის დონე. ეს იმას ნიშნავს, რომ არის ალბათობა, რომ ვერ შეძლოთ ტოკენების თქვენთვის სასურველ ფასად ყიდვა ან გაყიდვა, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ბაზრის მონაცემების მუდმივი მონიტორინგი და საჭირო ინფორმაციის მოპოვება. გაითვალისწინეთ, რომ განუხორციელებელი შეკვეთები გაუქმდება პრე-მარკეტის ფაზის დასრულებისთანავე.
გარდა ამისა, პრე-მარკეტზე ვაჭრობა შესაძლოა არ იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის. დაწესებულია შეზღუდვა გარკვეულ ქვეყნებზე და გარდა ამისა, შესაძლებლობით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ ვერიფიცირებული ანგარიშის მქონე მომხმარებლებს. შესაბამისად, იმის შესამოწმებლად, გაქვთ თუ არა ამ შესაძლებლობით სარგებლობის უფლება, უნდა გადახედოთ Binance-ის წესებს.
ვის შეუძლია შესაძლებლობით სარგებლობა?
Binance-ის პრე-მარკეტზე ვაჭრობის შესაძლებლობა არ არის ხელმისაწვდომი ყველასთვის. აუცილებელია, რომ მომხმარებელს ქონდეს Binance-ის ვერიფიცირებული ანგარიში და ცხოვრობდეს შესაბამისი მხარდაჭერის მქონე რეგიონში! შესაძლებლობით სარგებლობის უფლება აქვთ როგორც რეგულარულ მომხმარებლებს, ისე მასტერ ანგარიშებს (პროფესიონალი ტრეიდერების ანგარიშები). 2024 წლის ოქტომბრის მონაცემებით Binance-ის პრე-მარკეტი არ არის ხელმისაწვდომი ქვე-ანგარიშებისთვის.
შეჯამება
Binance-ის პრე-მარკეტი ეფექტური ინსტრუმენტია იმ ტრეიდერებისთვის, რომელთაც სურთ ტოკენზე წვდომის მოპოვება მის ბაზარზე ოფიციალურ გაშვებამდე. ეს უზრუნველყოფს ადრეულ წვდომას ბაზრის ცვლილებების მონაცემებზე და ვაჭრობის სხვადასხვა სტრატეგიებზე. თუმცა ამ შემთხვევაშიც, არსებობს გარკვეული რისკებიც. შესაძლოა ადგილი ქონდეს ფასების მკვეთრ ცვლილებებს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია საჭირო ინფორმაციის მოპოვება ნებისმიერი მოქმედების განხორციელებამდე. გირჩევთ, ყოველთვის აწარმოოთ საკუთარი მოკვლევა და საფუძვლიანად შეისწავლოთ ტოკენი, რომელსაც ირჩევთ ვაჭრობისთვის.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.