EIP-7251

რა არის EIP-7251?

Ethereum-ის გაუმჯობესების შემოთავაზებები (EIP-ები) მოიცავს Ethereum ბლოკჩეინის ცვლილებებთან ან გაუმჯობესებებთან დაკავშირებულ შემოთავაზებებს. EIP-7251 გახლავთ Ethereum-ის სტეიკინგის მექანიზმის ცვლილებასთან დაკავშირებული შემოთავაზება, რისთვისაც საჭიროა ვალიდატორების მაქსიმალური ეფექტური ბალანსის გაზრდა 32 ETH-იდან 2048 ETH-მდე. 

EIP-7251-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს Ethereum-ის მაშტაბირებადობის და ეფექტურობის დონის გაუმჯობესება, რისთვისაც ხდება აქტიური ვალიდატორების რაოდენობის შემცირება და დეცენტრალიზაციის არსებული დონის შენარჩუნება. ამის მისაღწევად ხდება ვალიდატორების მრავალრიცხოვანი ჯგუფისთვის სტეიკინგის საკუთარი ერთეულების გაერთიანების შესაძლებლობის უზრუნველყოფა შედარებით მცირე ოდენობის ანგარიშებით, რაც ამარტივებს ქსელის მართვას და ამცირებს ხარჯებს.

EIP-7251-ის ძირითადი მახასიათებლები

ეს შემოთავაზება მოიცავს სხვადასხვა ცვლილებას ვალიდატორების და სტეიკინგის მუშაობის პრინციპთან დაკავშირებით Ethereum-ზე:

1. გაზრდილი მაქსიმალური ეფექტური ბალანსი

თითო ვალიდატორისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური ეფექტური ბალანსი გაიზრდება 32 ETH-იდან 2048 ETH-მდე. ეს ფართომასშტაბიან სტეიკინგში მონაწილე პირებს საკუთარი ფინანსების ერთი ვალიდატორის მეშვეობით გაერთიანების საშუალებას აძლევს, რაც ამცირებს ვალიდატორების საერთო რაოდენობას.

2. სტეიკინგის მინიმალური მოთხოვნის შენარჩუნება

სტეიკინგის მინიმალური მოთხოვნა რჩება უცვლელი - 32 ETH. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ინდივიდუალურმა პირებმა და შედარებით მცირემასშტაბიან სტეიკინგში მონაწილე მომხმარებლებმა კვლავ შეძლონ Ethereum-ის კონსენსუსის მექანიზმთან დაკავშირებულ პროცესებში მონაწილეობა, დიდი ოდენობის თანხების სტეიკინგში გამოყენების საჭიროების გარეშე.

3. ვალიდატორების მიერ თანხების გაერთიანების მხარდაჭერა

EIP-7251 მოიცავს მექანიზმებს, რომლის მეშვეობითაც ხდება შედარებით მცირე მასშტაბებზე მოქმედი ვალიდატორების გაერთიანება უფრო ფართო მასშტაბებზე მოქმედ ვალიდატორებთან. ეს ამარტივებს სტეიკინგის მსხვილ პულებთან ან სტეიკინგში მონაწილე იმ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებულ პროცესებს, რომლებიც მიმდინარე ეტაპზე მართავენ რამდენიმე ანგარიშს.

4. პროტოკოლის დონეზე განხორციელებული ცვლილებები უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით

ამ შემოთავაზების ფარგლებში ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ ეფექტური ბალანსის გაზრდამ არ მოახდინოს არავითარი ზეგავლენა ქსელის უსაფრთხოების დონეზე. მაგალითად, ცვლილებები ხორციელდება დაბალანსებული ატესტაციის კომიტეტების შენარჩუნების და შემოთავაზების ავტორების შერჩევის ალბათობის ბალანსის შენარჩუნების მიზნით.

რატომ არის EIP-7251 მნიშვნელოვანი?

EIP-7251 აღმოფხვრის Ethereum-ის სტეიკინგის სისტემაში არსებულ ძირითად პრობლემებს:

  • მასშტაბირებადობა: ვალიდატორების მრავალრიცხვოვანი ჯგუფების მართვა დაკავშირებულია მაღალ გამოთვლით და საკომუნიკაციო ხარჯებთან. ვალიდატორების გაერთიანება ამცირებს ზემოხსენებულ ხარჯებს, რაც აუმჯობესებს ქსელის მასშტაბირებადობის დონეს.
  • ეკონომიურობა: ვალიდატორებს შეუძლიათ ოპერატიული ხარჯების შემცირება უფრო ნაკლები ვალიდატორის ანგარიშების მართვის გზით, რის პარალელურად ხდება სტეიკინგის ჯილდოების შენარჩუნებაც.
  • მოქნილობა ფართომასშტაბიან სტეიკინგში მონაწილე პირებისთვის: ფართო მასშტაბებზე მოქმედ ნოდების ოპერატორებს ეძლევათ საკუთარი სტეიკინგის ერთეულების უფრო ეფექტურად მართვის შესაძლებლობა, რის შედეგადაც ისინი ახორციელებენ საკუთარ ოპერაციებს შედარებით ნაკლები რესურსის სანაცვლოდ.

EIP-7251-ის გამოყენების გზები

შემოთავაზებას გააჩნია კონკრეტული უპირატესობები Ethereum-ის კონკრეტული ტიპის მომხმარებლებისთვის:

  1. სტეიკინგის ფართომასშტაბიანი პულები:ფართომასშტაბიან სტეიკინგში მონაწილე პირებს შეუძლიათ საკუთარი თანხების გაერთიანება და ამ გზით ვალიდატორების რაოდენობის შემცირება, რაც ამარტივებს მათ მართვას და ამცირებს აპარატურის გამოყენებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
  2. ინდივიდუალური ვალიდატორები: სოლო სტეიკინგში მონაწილე პირები აგროვენ ჯილდოებს და აერთიანებენ სტეიკინგის საკუთარ ერთეულებს უფრო ეფექტური გზით. მაგალითად, კონკრეტულ პირს, რომელიც ფლობე 40 ETH-ს, შეუძლიათ საკუთარი ფინანსების გაერთიანება ერთ ვალიდატორში, ორი სხვადასხვა ანგარიშის მართვის ნაცვლად.
  3. ქსელის ოპერატორები: Ethereum-ის დეველოპერებს და ნოდების ოპერატორებს შეუძლიათ ქსელის უფრო მარტივად მართვა შედარებით მცირე ოდენობის ვალიდატორების მეშვეობით, რაც ამცირებს კომპიუტერულ დატვირთვას უსაფრთხოებაზე ზემოქმედების გარეშე.

დასკვნა

EIP-7251 წარმოადგენს Ethereum-ის სტეიკინგის სისტემის გაერთიანებას ვალიდატორების მაქსიმალური ეფექტური ბალანსის გაზრდის გზით. ეს ცვლილება ხელს უწყობს ქსელის მასშტაბირებადობის დონის გაუმჯობესებას, ხარჯების შემცირებას და სტეიკინგის ოპერაციების გამარტივებას ფართო მასშტაბებზე მოქმედი და ინდივიდუალური ვალიდატორებისთვის. ETH-ის მოთხოვნილი მინიმალური რაოდენობის შენარჩუნებით (რომელიც შეადგენს 32 ETH-ს), შემოთავაზება უზრუნველყოფს მუდმივ წვდომას შედარებით მცირემასშტაბიან სტეიკინგში მონაწილე პირებისათვის, რაც უზრუნველყოფს ბალანსს ეფექტურობასა და დეცენტრალიზაციას შორის.