დიზაინის ხარვეზზე ორიენტირებული შეტევა
დიზაინის ხარვეზზე ორიენტირებული შეტევა არის ექსპლოიტის ტიპი, რომლის დროსაც თავდამსხმელი ქმნის ან ცვლის
სმარტ კონტრაქტს ან პროტოკოლს, რომელშიც ფარულადაა ინტეგრირებული ხარვეზები და მისი მიზანია შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი ან უსამართლოდ მოიპოვოს უპირატესობა.
დიზაინის ხარვეზზე ორიენტირებული შეტევის დროს თაღლითი განზრახ ამატებს ხარვეზებს კონტრაქტის წესებში ან ალგორითმში, შედეგად ეს კონტრაქტი ქმნის პირობებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არასწორი ანგარიშსწორება, თანხების არასათანადოდ დამუშავება ან შედეგების მანიპულაცია. თავდამსხმელი ხშირად იყენებს საჯარო
ბლოკჩეინის თავისებურებებს, რაც გამოიხატება მასთან დაკავშირებისთვის ნებართვის საჭიროების არარსებობაში. კონტრაქტებთან ურთიერთქმედებისას მომხმარებლები, როგორც წესი, არ ამოწმებენ მის საბაზისო კოდს.
ამ ტიპის შეტევას ასევე მიეკუთვნება შემთხვევა, როდესაც ბოროტმოქმედი პოულობს ხარვეზს ლეგიტიმური მიზნით შექმნილ კონტრაქტში. მსგავს შემთხვევებში, შეტევა ეფუძნება ინფორმაციულ ასიმეტრიას თავდამსხმელსა და ქსელის სხვა მონაწილეებს შორის, რომლებმაც შესაძლოა არც კი იცოდნენ ამ ხარვეზის შესახებ.
დიზაინის ხარვეზზე ორიენტირებული შეტევები, როგორც წესი, ვითარდება შაბლონური სცენარით: თავდამსხმელი ქმნის ან პოულობს კონტრაქტს, რომელიც ერთი შეხედვით მიმზიდველ სარგებელს სთავაზობს მომხმარებლებს, მაგალითად დიდ მოგებას ან ხელსაყრელ სავაჭრო პირობებს. თუმცა, სინამდვილეში კონტრაქტის ალგორითმში ან პარამეტრებში დამალულია ხარვეზები, რომლებიც თავდამსხმელს საბოლოო შედეგებით მანიპულირების საშუალებას აძლევს.
მისი ერთ-ერთი მაგალითი ხშირად გვხვდება
პროგნოზირების ბაზრებზე: პროგნოზირების ბაზრებზე: სმარტ კონტრაქტის შემქმნელს შეუძლია მასში შეიტანოს ანგარიშსწორების ბუნდოვანი, წინააღმდეგობრივი ან შეცდომაში შემყვანი წესები. ტრეიდერები ფსონების დადების დროს თვლიან, რომ პირობები გასაგებია, თუმცა კონტრაქტის შემქმნელი ამ არაზუსტ ფორმულირებებს იმისთვის იყენებს, რომ შედეგი სადავო გახდეს და ანგარიშსწორების დროს შეძლოს მოგებული თანხის მითვისება.
რადგან სმარტ კონტრაქტები გაშვების შემდეგ მისი შეცვლა შეუძლებელი ხდება, შეტევის დაწყებისას ხარვეზის გამოსწორება საკმაოდ რთულია. ეს უცვლელობა, ბლოკჩეინ-ტრანზაქციების შეუქცევადობასთან ერთად, დიზაინის ხარვეზზე ორიენტირებული შეტევებს განსაკუთრებით სახიფათოს ხდის იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც თავიანთი თანხები ხარვეზის შემცველ კონტრაქტში აქვთ დაბლოკილი.
„დიზაინის ხარვეზზე ორიენტირებული შეტევის“ კონცეფცია პირველად წარმოდგენილ იქნა Binance Research-ის ამ ანგარიშში:
Augur-ზე აღმოჩენილი ხარვეზების განხილვა.
დიზაინის ხარვეზზე ორიენტირებული შეტევები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს
DeFi ეკოსისტემისთვის, სადაც მომხმარებლებს ხშირად უწევთ უცნობ სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედება. ამ პლატფორმების საჯარო ბუნება იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერს შეუძლია გაუშვას კონტრაქტი, მომხმარებელს კი ყოველთვის არ გააჩნია საკმარისი ტექნიკური ცოდნა იმისათვის, რომ ამ კონტრაქტთან ურთიერთქმედებამდე შეამოწმოს მისი პროგრამული კოდი.
ეს შეტევები კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საფუძვლიანი კვლევის ჩატარება რომელიმე სმარტ კონტრაქტში თანხების დაბლოკვამდე. მომხმარებლები უნდა დარწმუნდნენ, რომ ჩატარებულია ამ კონტრაქტების დამოუკიდებელი
უსაფრთხოების აუდიტები, ყურადღებით შეამოწმონ კონტრაქტის პარამეტრები და განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ისეთ შემოთავაზებებს, რომლებიც უჩვეულოდ მაღალ მოგებას ჰპირდება. დიზაინის ხარვეზზე ორიენტირებული შეტევების მუშაობის პრინციპის გაგება მომხმარებლებს დეცენტრალიზებულ აპლიკაციებთან ურთიერთქმედებასთან დაკავშირებული რისკების უკეთ შეფასებაში დაეხმარება.