„შავი გედის“ ფენომენი

განახლებული Aug 28, 2026

ძირითადი დეტალები

  • „შავი გედის“ ფენომენი გახლავთ იშვიათი, არაპროგნოზირებადი მოვლენა, რომელთან დაკავშირებითაც მოლოდინები თითქმის არ არსებობს და რომელსაც უკიდურესად მკვეთრი შედეგები მოჰყვება.

  • აღნიშნული კონცეფციის გავრცელებას ხელი შეუწყო ნიკოლას ტალების მიერ 2007 წელს გამოქვეყნებულმა ნაწარმოებმა, სადაც მოცემული იყო მსჯელობა იმის შესახებ, რომ რისკის სტანდარტული მოდელების ფარგლებში, ხშირ შემთხვევაში, არასათანადოდ იყო შეფასებული უკიდურესი შედეგების დადგომის ალბათობა.

  • „შავი გედის“ ფენომენის ამოცნობა მხოლოდ რესტროსპექტივაშია შესაძლებელი, რაც მის ერთ-ერთ განმსაზღვრელ მახასიათებელს წარმოადგენს.

  • კრიპტოვალუტების ბაზრებზე მომხდარი ისეთი მოვლენები, როგორიცაა LUNA/UST-ის კოლაფსი 2022 წელს და FTX-ის სრული გაკოტრება, ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს „შავი გედის“ ფენომენის თანმდევი მოულოდნელი პროცესები ურთიერთდაკავშირებულ სისტემებში.

რა არის შავი გედის ფენომენი?

„შავი გედის“ ფენომენი გახლავთ იშვიათი, თითქმის სრულიად არაპროგნოზირებადი და მოულოდნელი შემთხვევა, რომელიც სცდება სტანდარტული მოლოდინების ფარგლებს, დაკავშირებულია უკიდურესად მკვეთრ შედეგებთან და ამოიცნობა მხოლოდ მომხდარის შემდგომ. აღნიშნული ტერმინის ფართოდ გავრცელება დაკავშირებულია ნიკოლას ტალების მიერ 2007 წელს გამოქვეყნებულ წიგნთან, სახელწოდებით „The Black Swan: The Impact of the Highly Improbable“, სადაც მოცემულია ავტორის მსჯელობა იმის შესახებ, რომ ტრადიციული სტატისტიკური მოდელის ფარგლებში არასათანადოდაა შეფასებული უკიდურესი, გამონაკლისი მოვლენების სიხშირე და სიმწვავე.
თავად ეს ფრაზა სათავეს იღებს ძველი რომაელი პოეტის, იუვენალის შემოქმედებიდან, რომელიც იყენებდა ლათინურ გამოთქმას rara avis in terris nigroque simillima cygno („იშვიათი, შავი გედის მსგავსი ფრინველი მიწაზე“), რათა უკიდურესად იშვიათი მოვლენები აღეწერა. საუკუნეების განმავლობაში ევროპელებს მიაჩნდათ, რომ ყველა გედი თეთრი იყო, სანამ 1697 წელს ჰოლანდიელი მკვლევრები ავსტრალიაში შავ გედებს არ წააწყდნენ. ეს მეტაფორა კარგად გადმოსცემს იდეას, რომ მტკიცებულების არარსებობა არ ნიშნავს არარსებობის მტკიცებულებას და რომ მანამდე არნახული, უპრეცედენტო მოვლენები ნამდვილად ხდება.

„შავი გედის“ ფენომენის სამი ძირითადი მახასიათებელი

არაპროგნოზირებადობა. აღნიშნული ფენომენი სცდება არსებული მონაცემების საფუძველზე პროგნოზირებადი ან ისტორიული კანონზომიერებების საფუძველზე შესაძლებელი მოვლენების ფარგლებს. არც ერთი მოდელისა თუ პროგნოზის საფუძველზე არ არის შესაძლებელი აღნიშნული მოვლენის მოსალოდნელობისა და ალბათობის ზუსტად განსაზღვრა.
მკვეთრი შედეგები. „შავი გედის“ ფენომენი ასოცირდება მკვეთრ, ფინანსურ ბაზრებზე, გეოპოლიტიკასა და საზოგადოებაზე ძლიერი ზეგავლენის მქონე შედეგებთან და ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული შედეგებით გამოწვეული პროცესები, ურთიერთდაკავშირებული სისტემების ფარგლებში დომინოს პრინციპით ვრცელდება.
რეტროსპექტული რაციონალიზაცია. მოვლენის შემდგომ ის პირები, რომლებიც აქტიურად აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს, ცდილობენ შეადგინონ ნარატივები აღნიშნული მოვლენის დადგომის მიზეზების განსაზღვრის, პროგნოზირების შესაძლებლობების არარსებობის მიზეზის დადგენის მიზნით. აღნიშნული ტიპის მსჯელობა მიზნად ისახავს იმ ფაქტის შენიღბვას, თუ რამდენად რთული აღმოჩნდა მათთვის აღნიშნულ მომენტში ზემოხსენებული მოვლენის პროგნოზირება.

„შავი გედის“ ფენომენი და მასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენები

ხშირად მოყვანილ მაგალითებს შორისაა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები, საბჭოთა კავშირის დაშლა, ინტერნეტის, როგორც ტრანსფორმაციული კომერციული ძალის აღზევება და 2008 წლის ფინანსური კრიზისი, რომლის დროსაც აშშ-ის უძრავი ქონების ბაზრის კოლაფსმა გამოიწვია გლობალური საბანკო კრიზისი - მოვლენა, რომლის მასშტაბის სიდიდის განსაზღვრაც შეუძლებელი აღმოჩნდა მანამდე არსებული ყველა მოდელისთვის. თითოეულ ამ მოვლენას თან სდევდა ფართომასშტაბიანი მსჯელობა იმის შესახებ, რომ გამაფრთხილებელი ნიშნები თავიდანვე არსებობდა, რაც ტალების მიერ აღწერილი რეტროსპექტიული მიკერძოებულობის (წარსულის გადასახედიდან შეფასების შეცდომის) ნათელი მაგალითია.
ტალები გარდა ამისა, ხაზს უსვამს განსხვავებას „შავი გედის“ დადებით და უარყოფით (კატასტროფული, დესტაბილიზაციის გამომწვევი მოვლენები) ასპექტებს შორის. აღნიშნულის ნათელი მაგალითია ტრანსფორმაციული ტექნოლოგიური მიღწევები, სადაც უკიდურესად პოზიტიური შედეგების პროგნოზირება ისეთივე შეუძლებელი აღმოჩნდა, როგორიც, მაგალითად უარყოფითი შედეგების შემთხვევაში იქნებოდა. ფინანსური რისკების შესახებ არსებულ ლიტერატურულ ნაშრომებში, ამის შემდეგ, გაჩნდა თეორიები, რომელსაც საფუძვლად დაედო ტალების კრიტიკული დამოკიდებულება უკიდურესად არაპროგნოზირებად მოვლენებთან დაკავშირებული პრაქტიკული და კლასიკური მოდელების შესახებ.

შავი გედის ფენომენი კრიპტოვალუტების სივრცეში

კრიპტოვალუტების ბაზრები „შავი გედის“ ფენომენის მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობით გამორჩევა, რასაც საფუძვლად უდევს მათი ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა მაღალი მერყეობა, ლევერიჯი, შედარებით მცირემასშტაბიან აქტივებთან დაკავშირებული ლიკვიდურობის შეზღუდვა და ურთიერთდაკავშირებული DeFi პროტოკოლებისთვისა და ცენტრალიზებული ბირჟებისთვის დამახასიათებელი ჯაჭვური პროცესები. ამ ინდუსტრიის ფარგლებში მომხდარმა რამდენიმე მოვლენამ მკაფიოდ გაუსვა ხაზი „შავი გედის“ ფენომენის არსებით მახასიათებლებს:
COVID-19-ის შავი ხუთშაბათი (2020 წლის მარტი). 2020 წლის 12 მარტს Bitcoin-ის ფასი ერთ დღეში დაახლოებით 50%-ით დაეცა, რასაც საფუძვლად დაედო საერთაშორისო ბაზრებზე განხორციელებული პანიკური გაყიდვების ერთიანი ტალღა. აღნიშნული მოვლენები საფუძვლად დაედო მასშტაბურ ლიკვიდაციებს ლევერიჯიან პოზიციებზე, ზოგიერთ სავაჭრო ბირჟაზე კი დაწესდა დროებითი შეზღუდვა თანხის გატანაზე.
LUNA/UST-ის კოლაფსი (2022 წლის მაისი). ალგორითმული სტეიბლკოინის, UST-ის აშშ დოლართან მიბმის გაუქმება საფუძვლად დაედო LUNA ტოკენის დესტრუქციულ დაღმასვლას, 72 საათში ბაზრიდან დაახლოებით 40 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის საბაზრო კაპიტალი „გაქრა“. აღნიშნული მოვლენით გამოწვეული პროცესები ჯაჭვურად გავრცელდა DeFi პროტოკოლებზე და გამოავლინა ისეთი სისტემური ურთიერთკავშირები, რომელთა კრიზისის მიმართ მედეგობის შეფასების აუცილებლობაც, წარსულში, თითქოს არც თუ ისე მნიშვნელოვნად იყო მიჩნეული.
FTX-ის სრული გაკოტრება (2022 წლის ნოემბერი). ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრალიზებული კრიპტო ბირჟის მოულოდნელი კოლაფსი, რასაც წინ უძღოდა მომხმარებელთა სახსრების არამიზნობრივი განკარგვის ფაქტების გამოაშკარავება, საფუძვლად დაედო შოკური მოვლენების სერიებს ინდუსტრიაში, რაც გულისხმობს ბაზარზე bear ტენდენციების გახანგრძლივებულ ტალღას და მარეგულირებელი პროცესების გამკაცრებასთან დაკავშირებული პროცესების დაჩქარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

თითოეული მოვლენის მახასიათებლები სრულ თანხვედრაშია „შავი გედის“ ფენომენის მახასიათებლებთან: ზემოხსენებული შემთხვევების უშუალო დადგომამდე ბაზრის მონაწილეთა უმეტესობა მათ უკიდურესად ნაკლებსავარაუდოდ ან სტრუქტურულად შეუძლებლად მიიჩნევდა. შედეგად კი, აღნიშნულ პროცესებს, თან ახლდა არაპროპორციულად დიდი სისტემური ზიანი, ხოლო შემდგომში მათი ახსნა ისე მოხდა, თითქოს წინასწარ განჭვრეტადი ყოფილიყოს.

ხშირად დასმული შეკითხვები

რა არის „შავი გედის“ ფენომენი?

„შავი გედის“ ფენომენი არის იშვიათი, უკიდურესად არაპროგნოზირებადი მოვლენა, რომელიც სცდება სტანდარტული მოლოდინების ფარგლებს, თან ახლავს უკიდურესად მძიმე შედეგები და რომლის რაციონალიზებაც მხოლოდ მომხდარის შემდგომ ხდება. ტერმინი განსაკუთრებით პოპულარული გახდა მწერალი და სტატისტიკოსი ნასიმ ნიკოლას ტალების ლიტერატურული ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ.

ვინ დაამკვიდრა ტერმინი „შავი გედის“ ფენომენი?

ტერმინის თანამედროვე მნიშვნელობით გამოყენება დაკავშირებულია ნასიმ ნიკოლას ტალების 2007 წელს გამოქვეყნებულ ლიტერატურულ ნაშრომთან, სახელწოდებით „The Black Swan: The Impact of the Highly Improbable“. თუმცა, თავად მეტაფორა ბევრად უფრო ადრე არსებობდა და დაკავშირებულია ძველი რომაელი პოეტის, იუვენალის ნაშრომებთან. გარდა ამისა, ტერმინის უფრო ფართოდ გავრცელებას საფუძვლად დაედო 1967 წლის მოვლენა, როდესაც ჰოლანდიელმა მკვლევრებმა ავსტრალიაში შავი გედები აღმოაჩინეს, რამაც სრულად შეცვალა მანამდე არსებული მოსაზრება, თითქოს ყველა გედი თეთრი იყო.

რომელი მოვლენები განიხილება, როგორც „შავი გედის“ ფენომენის მაგალითები კრიპტოვალუტების სივრცეში?

კრიპტოვალუტების სფეროდან ყველაზე ხშირად მოყვანილი მაგალითებია 2022 წლის მაისში LUNA/UST-ის კოლაფსი, რომელიც რამდენიმე დღეში დაახლოებით 40 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ზარალის გამომწვევი გახდა და FTX-ის გაკოტრება 2022 წლის ნოემბერში. გარდა ამისა, მაგალითად ხშირად მოჰყავთ 2020 წლის მარტის, COVID-19-ით გამოწვეულ ბაზრის კოლაფსი, რომლის დროსაც Bitcoin-ის ფასი 24 საათში დაახლოებით 50%-ით დაეცა. აღნიშნული მოვლენები, უშუალოდ დადგომამდე, ბაზრის მონაწილეთა უმრავლესობის მიერ სტრუქტურულად შეუძლებლად მიიჩნეოდა.

შესაძლებელია თუ არა „შავი გედის“ ფენომენის პროგნოზირება ან შესაბამისი პროცესებისთვის წინასწარ მომზადება?

სტანდარტული განმარტების თანახმად, „შავი გედის“ ფენომენის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა, ტალების „ანტიმყიფეობის“ კონცეფციის მიხედვით, არსებობს თეორია, რომ შესაძლებელია სისტემებისა და პორტფოლიოების იმგვარი სტრუქტურის შემუშავება, რომლებიც გაუძლებს, ან სხვა შემთხვევაში, სათავისოდ გამოიყენებს უკიდურესად არაპროგნოზირებად პროცესებს. ეს მიიღწევა ალბათობის თეორიით განსაზღვრული დამოკიდებულების შემცირებით, ჭარბი ლევერიჯის თავიდან არიდებითა და ლიკვიდურობის შენარჩუნებით. საბოლოო მიზანს კი, წარმოადგენს მედეგობა მოულოდნელი შოკური მოვლენების მიმართ და არა თავად კონკრეტული მოვლენის წინასწარმეტყველება.

დამატებითი საკითხავი


პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე სრულად და ერთპიროვნულად თქვენ ხართ პასუხისმგებელი. Binance Academy არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს იმ ზარალზე, რომელიც შეიძლება მიიღოთ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს, რისკის შესახებ გაფრთხილებას და Binance Academy-ს პირობებს.
პოსტების გაზიარება

Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება

დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.