ვინ ფლობს ყველაზე მეტ Bitcoin-ს?

ვინ ფლობს ყველაზე მეტ Bitcoin-ს?

განახლებული Oct 29, 2025
8m

მთავარი დეტალები

  • Bitcoin-ის იდუმალი შემქმნელი, სატოში ნაკამოტო, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მფლობელად რჩება, რადგან მას ეკუთვნის დაახლოებით 1,1 მილიონი BTC, რომლის მაინინგი მოხდა კრიპტოვალუტის არსებობის პირველ დღეებში.

  • BlackRock-ის iShares Bitcoin Trust-ის (IBIT) მართვის ქვეშ არსებული Bitcoin ETF-ებში არსებული BTC-ების საერთო რაოდენობა 1,1 მილიონს აჭარბებს, რაც ორგანიზაციულ მონაწილეობაში დიდ ცვლილებას წარმოადგენს, 2024 წელს მათი აშშ-ის მიერ დამტკიცების შემდეგ.

  • საჯარო კომპანიები, როგორებიცაა strategy და mara, უმსხვილეს კორპორაციულ მფლობელებს შორის არიან. ისინი Bitcoin-ს სტრატეგიულ სახაზინო რეზერვად იყენებენ.

  • მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, სავარაუდოდ, ასიათასობით BTC-ს ფლობენ, რომელთა უმეტესობაც მოპოვებულია სამართალდამცავების მიერ დაყადაღების, სტრატეგიული დაგროვების ან სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მაინინგის ინიციატივების მეშვეობით.

შესავალი

Bitcoin-ის მაქსიმალური საერთო მარაგი შეადგენს 21 მილიონ მონეტას. კრიპტოს პოპულარობა მთელს მსოფლიოში იზრდება, შესაბამისად იმის ცოდნა, თუ ვინ ფლობს ყველაზე მეტ BTC-ს, დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ ნაწილდება ის და რა გავლენას ახდენს მონეტის მფლობელთა კატეგორიების ცვლის დინამიკა გრძელვადიან სტაბილურობაზე.

მრავალი მონაწილე, მათ შორის ადრეული მაინერები, ორგანიზაციული ინვესტორები, კორპორაციები, საბირჟო-საინვესტიციო ფონდები (ETF-ები) და მთავრობები, დროთა განმავლობაში Bitcoin-ის უმსხვილეს მფლობელებად იქცნენ.

Bitcoin-ის მფლობელობაზე მონიტორინგთან დაკავშირებული გამოწვევები

მიუხედავად იმისა, რომ Bitcoin-ის ყველა ტრანზაქცია ბლოკჩეინზეა ჩაწერილი და მათი ნახვა ნებისმიერს შეუძლია, იმის დადგენა, თუ ვინ მართავს თითოეულ საფულეს, საკმაოდ რთულია. Bitcoin-ის ფსევდოანონიმური სტრუქტურა გულისხმობ იმას, რომ საფულის მისამართები არ შეიცავს მათი მფლობელების საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რაც ინდივიდუალური ინვესტორების, ორგანიზაციების და განმკარგავი ანგარიშების ერთმანეთისგან გარჩევის პროცესს ართულებს.

ზოგი BTC სამუდამოდ დაკარგულად ითვლება მომხმარებლების მიერ დავიწყებული პაროლების ან დაკარგული პირადი გასაღებების გამო და ეს ამცირებს აქტიურ მიმოქცევაში არსებული მონეტების რაოდენობას. საფულეებს შორის თანხების გადატანის, ETF-ების მიერ საკუთარი ჰოლდინგების რებალანირების, მთავრობების ჩამორთმეული აქტივების გაყიდვის და კომპანიების მიერ თავიანთი ხაზინის განაწილებების გამო, დროთა განმავლობაში იცვლება მფლობელების კატეგორიები.

ზემოხსენებული ფაქტორების გამო, Bitcoin-ის მსხვილი მფლობელების ნებისმიერი სია უნდა ჩაითვალოს დროებით სნეპშოტად და არა დამტკიცებულ ჩანაწერად. ამ სტატიაში მოცემულია მიმოხილვა Bitcoin-ის მფლობელობის შესახებ, რაც ეფუძნება 2025 წლის ოქტომბრის მონაცემებს.

უმსხვილესი ინდივიდუალური მფლობელი: სატოში ნაკამოტო

სატოში ნაკამოტო, 2008 წელს გამოშვებული Bitcoin whitepaper-ის ფსევდოანონიმური ავტორი, სავარაუდოდ 1,1 მილიონ BTC-ს ფლობს, რომლის ღირებულებაც 120 მილიარდ დოლარზე მეტია. ეს მონეტები მთლიანი მარაგის დაახლოებით 5%-ს შეადგენს და მათი მაინინგი 2009 და 2010 წლებში განხორციელდა, Bitcoin-ის გაშვების ადრეულ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ სატოშისთან დაკავშირებით ბევრი მოსაზრება არსებობს, მისი ნამდვილი ვინაობა ამოუცნობი რჩება და შესაძლებელია წარმოადგენდეს როგორც ერთ პიროვნებას, ისე ადამიანთა ჯგუფს.

ბლოკჩეინის მკვლევარების ვარაუდით, სატოშიმ განახორციელა 22 000-ზე მეტი ბლოკის მაინინგი და თითოეულისთვის მიიღო 50 BTC, პირველ ჰალვინგამდე. ეს Bitcoin-ები, რომლებიც ათასობით საფულის მისამართებზეა განაწილებული, არასოდეს გადარიცხულა ან დახარჯულა, რაც Bitcoin-ის დამაარსებელს კიდევ უფრო მეტ იდუმალებას სძენს.

1,1 მილიონი BTC-ს მაჩვენებელი ეფუძნება მონაცემების ადრეული ეტაპის მაინინგის მონაცემების ანალიზს, განსაკუთრებით კი „პატოშის შაბლონს“ (მაინინგის ხელწერა), რომლის იდენტიფიცირება მოახდინა მკვლევარმა სერხიო დემიან ლერნერმა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი ფართოდაა აღიარებული, ის მაინც დასაბუთებულ ვარაუდად რჩება და არა დადასტურებულ ფაქტად.

სატოშის მფლობელობაში არსებული Bitcoin-ის ყველაზე ცნობილი მისამართია „1A1zP1eP5QGefi2DMPTfTL5SLmv7DivfNa“, რომელიც ასევე Bitcoin-ის გენეზისის მისამართის სახელითაა ცნობილი. ეს ის მისამართია, რომლითაც 2009 წელს განხორციელდა პირველი Bitcoin-ის ბლოკის მაინინგი (გენეზისის ბლოკი). ამ მისამართზე განთავსებულია 104-ზე მეტი Bitcoin.

Bitcoin-ის გენეზის მისამართის სურათი

Bitcoin-ის ვეშაპები

Bitcoin-ის ვეშაპი არის ფიზიკური პირი ან სუბიექტი, რომელიც მინიმუმ 1000 BTC-ს ფლობს. ვეშაპების უმეტესობა ანონიმურობას ინარჩუნებს, თუმცა ზოგიერთი მათგანი საჯაროდ არის ცნობილი. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ადრეული ეტაპის მომხმარებლები და მაინერები, კრიპტო ინვესტორები, როგორიცაა Tim Draper და Winklevoss twins, ასევე მსხვილი კლიენტების ჰოლდინგების მმართველი ინსტიტუციური ფონდები და განმკარგავი ორგანიზაციები.

Bitcoin-ის საფულეების ფსევდოანონიმურობის და თანხების მუდმივი მოძრაობის გამო, ვეშაპების სია მუდმივად იცვლება. მსხვილი მფლობელების უმეტესობა ბაზარზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს: ისინი უზრუნველყოფენ სტაბილურობის შენარჩუნებას ფასის ვარდნის პერიოდებში და სავაჭრო ბირჟებზე ლიკვიდურობის ფორმირებას.

Bitcoin-ის ETF-ები

შეერთებულ შტატებში, Bitcoin ETF-ები ერთ-ერთი უმსხვილესი მფლობელები გახდნენ მათი აღიარების შემდეგ, 2024 წლის დასაწყისში. ეს ფონდები ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ მოგება Bitcoin-ის ფასის ცვლილებების მეშვეობით BTC-ს პირდაპირი ფლობის და მართვის გარეშე, ტრადიციული ფინანსური ბაზრების მეშვეობით. 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ETF-ების სამი უმსხვილესი მფლობელია:

  • BlackRock iShares Bitcoin Trust (IBIT): BlackRock-ის მიერ მართული IBIT დაახლოებით 804 944 BTC-ს ფლობს და დაარსების დღიდან ის წარმოადგენს უმსხვილეს ETF-ს მოზიდული აქტივების მიხედვით.

  • Fidelity Wise Origin Bitcoin Fund: FBTC იმართება Fidelity-ის მიერ და ფლობს დაახლოებით 207 151 BTC-ს. ის სთავაზობს ინვესტორებს პირდაპირ წვდომას Bitcoin-ზე რეგულირებული ფონდის მეშვეობით.

  • Grayscale Bitcoin Trust (GBTC): GBTC Bitcoin-ის ინვესტიციის ერთ-ერთი პირველი პროდუქტია და ამჟამად ფლობს დაახლოებით 177 952 BTC-ს და მუშაობს, როგორც სპოტ Bitcoin-ის საბირჟო-საინვესტიციო პროდუქტი (ETP).

Bitcoin-ის ხაზინის საჯარო კომპანიები

დღითიდღე იზრდება საჯარო კომპანიების რაოდენობა, რომლებიც Bitcoin-ს იყენებენ მათი ხაზინის რეზერვის ნაწილის სახით, ასევე როგორც დანაზოგის ან ინფლაციისგან დაცვის საშუალებას. ქვემოთ მოცემულია იმ საჯარო კომპანიების მაგალითები, რომლებიც Bitcoin-ს იყენებენ, როგორც სახაზინო სტრატეგიის ნაწილს.

2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით, არსებობს სულ მცირე 100 საჯარო კომპანია, რომლებიც ფლობენ 100-ზე მეტ BTC-ს. ყველაზე მსხვილ მფლობელებს შორის არიან:

  • Strategy: წარსულში MicroStrategy-ს სახელწოდებით ცნობილი Strategy, რომლის აღმასრულებელი თავჯდომარეა მაიკლ სეილორი, ფლობს დაახლოებით 640 808 BTC-ს, რის გამოც ის ითვლება Bitcoin-ის უმსხვილეს მფლობელ საჯარო კომპანიად. ფირმა აგრძელებს თავისი ჰოლდინგების გაფართოებას პირდაპირი შესყიდვებისა და ფინანსური ინიციატივების მეშვეობით.

  • MARA: Bitcoin-ის მაინინგის და ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის კომპანია, რომლის მფლობელობაშია 53 250-მდე BTC, რომელიც დაგროვებულია როგორც მაინინგის, ისე შეძენის შედეგად.

  • XXI: კომპანია ფლობს 43 514-მდე BTC-ს და წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ Bitcoin-ის რეზერვს საჯარო ფირმებს შორის.

  • Metaplanet: ტოკიოს ბირჟაზე კოტირებული ფირმა, რომელიც ფლობს დაახლოებით 30 823 BTC-ს, რაც აზიურ კომპანიებს შორის Bitcoin-ის მიმართ კორპორატიული ინტერესის ზრდის მტკიცებულებაა.

კერძო კომპანიები

საჯარო კორპორაციების გარდა, Bitcoin-ს ასევე ფლობს რამდენიმე კერძო კომპანია. ისინი ამ მონეტას იყენებენ საკუთარ ბიზნეს ოპერაციებსა და საინვესტიციო სტრატეგიებში. საჯარო ფირმებისგან განსხვავებით, მათ არ ევალებათ ჰოლდინგების გასაჯაროება, ამიტომ მათ შესახებ მონაცემები მიღებულია არასავალდებულო ანგარიშებიდან და ინდუსტრიის მონაცემების ანალიზის შედეგებიდან.

Block.one ცნობილია, როგორც EOSIO-ს - ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი კომპანია, რომელიც ფლობს 164 000-მდე BTC-ს, რის გამოც ის ითვლება ერთ-ერთ უმსხვილეს ჰოლდერად კერძო კომპანიებს შორის. Tether, რომელიც წარმოადგენს USDT სტეიბლკოინის ემინენტს, ფლობს 87 475-მდე BTC-ს, რომელსაც ის იყენებს რეზერვების აქტივების დივერსიფიკაციის მიზნით.

Stone Ridge Holdings Group არის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული საფინანსო ფირმა, რომელიც ფლობს გრძელვადიანი ინვესტიციის გეგმისთვის 2020 წელს შეძენილ 10 000-მდე BTC-ს. მნიშვნელოვანი რაოდენობის Bitcoin-ის მფლობელი კერძო კომპანიების რიცხვი შესაძლოა უფრო დიდი იყოს, რადგან ბევრი მათგანი ასეთ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

სახელმწიფო ორგანიზაციები 

ბევრი ქვეყნის მთავრობა ფლობს სამართალდამცავების მიერ ქონების დაყადაღებით, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მაინინგით ან პირდაპირი შეძენით მიღებულ Bitcoin-ს. შეერთებული შტატები დაახლოებით 326 588-მდე BTC-ს განკარგავს, რომელთაგან უმეტესობა ამოღებულია Silk Road-ის საქმიდან (ონლაინ პლატფორმა, რომელიც დაიხურა უკანონო საქმიანობისთვის) 2013 წელს და 2016 წლის Bitfinex-ის ჰაკერული შეტევიდან.

2025 წლის მარტში, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის საფუძველზეც შეიქმნა Bitcoin-ის სტრატეგიული რეზერვი და ციფრული აქტივების საცავი. სამართლებრივი პროცესების დროს ჩამორთმეული Bitcoin-ით დაფინანსებული ამ ინიციატივის მიზანია ამ აქტივების გრძელვადიანი დანაზოგის საშუალებად გამოყენება და მთავრობის არსებული ჰოლდინგების შემოწმება.

ჩინეთი დაახლოებით 190 000-მდე BTC-ს ფლობს, რომლებიც ამოღებულია PlusToken თაღლითობის საქმიდან, ხოლო გაერთიანებული სამეფო ფლობს 61245-მდე BTC-ს, რომლებიც ფინანსური დანაშაულების გამოძიებებთან. არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE) 6420-მდე BTC-ს ფლობს, რომლებიც მოპოვებულია სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მაინინგის ინიციატივების მეშვეობით.

სალვადორი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც Bitcoin პირდაპირ შეიძინა და მისი ჰოლდინგების ოდენობაა 6363 BTC. 2021 წელს ქვეყანამ Bitcoin აღიარა კანონიერ გადახდის საშუალებად, რათა მხარი დაეჭირა ფინანსური ჩართულობისთვის და მოეზიდა ინვესტიციები, ხოლო 2025 წელს მისი გამოყენება ნებაყოფლობითი გახდა.

კრიპტო ბირჟები და კასტოდიალური საფულეები

ბევრ კრიპტოვალუტის ბირჟას Bitcoin-ის მნიშვნელოვანი რაოდენობა კასტოდიალურ საფულეებში აქვ განთავსებული, რომლებიც აქტივებს მათი მომხმარებლების სახელით განკარგავენ. ეს საფულეები ხშირ შემთხვევაში ყველაზე დიდ, ბლოკჩეინზე ასახულ საფულეებს შორისაა წარმოდგენილი, მაგრამ ისინი ბირჟის საკუთრებას არ წარმოადგენენ.

კასტოდიალური საფულეებში განთავსებულია სხვადასხვა მომხმარებლების აქტივები და გამოიყენება ვაჭრობის, თანხის გამოტანისა და პლატფორმის სხვა აქტივობების ხელშესაწყობად. შედეგად, ამ საფულეების ბალანსი მუდმივად იცვლება რადგან ისინი მილიონობით ინდივიდუალური ანგარიშის მფლობელების საზიარო საკუთრებაშია.

შეჯამება

იმის ცოდნა, თუ ვინ ფლობს ყველაზე მეტ Bitcoin-ს, გვეხმარება დავინახოთ, თუ როგორ განვითარდა დროთა განმავლობაში მსოფლიოში პირველი კრიპტოვალუტა. მიუხედავად იმისა, რომ სატოში ნაკამოტო ყველაზე დიდ თანხას ფლობს, დღისათვის მონეტების მფლობელები სხვადასხვა პირები და ორგანიზაციები არიან, მათ შორის ინსტიტუტები, ETF-ები, კორპორაციები, მთავრობები და კერძო ინვესტორები.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.










პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.