რა არის Momentum (MMT)?

რა არის Momentum (MMT)?

განახლებული Nov 4, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • Momentum არის Sui ბლოკჩეინზე გაშვებული დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) ჰაბი, რომელიც გვთავაზობს ვაჭრობას, სტეიკინგს და აქტივების მართვას ერთიანი ეკოსისტემის მეშვეობით.

  • პლატფორმა წარმოგიდგენთ Momentum DEX-ს კონცენტრირებული ლიკვიდურობით ვაჭრობისთვის, xSUI-ს ლიკვიდურობის სტეიკინგისთვის და MSafe-ს ხაზინის უსაფრთხოდ მართვისთვის multi-signature მექანიზმის გამოყენებით.

  • Wormhole-ის კროს-ჩეინ ტექნოლოგიის მეშვეობით, Momentum-ის გამოყენება არა მხოლოდ Sui ბლოკჩეინზე, არამედ სხვა ბლოკჩეინებზეცაა შესაძლებელი, რაც მომხმარებელს აძლევს სხვადასხვა ბლოკჩეინებზე არსებულ აქტივებთან წვდომის საშუალებას.

  • MMT არის პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი. ის გამოიყენება vote-escrow მოდელისთვის, მმართველობაში მონაწილეობისთვის, საზოგადოების ჯილდოების გაცემისთვის და ეკოსისტემაში პრივილეგირებული წვდომის მიღებისთვის.

რა არის Momentum?

Momentum არის დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) უნივერსალური ჰაბი, რომელიც გაშვებულია Sui ბლოკჩეინზე. პლატფორმა წარმოადგენს Sui ეკოსისტემის ლიკვიდურობის ფუნდამენტს და გვთავაზობს ვაჭრობის, სტეიკინგის და აქტივების მართვის ინსტრუმენტებს. 

Momentum-ზე თქვენ შეგიძლიათ:

  • ივაჭროთ Sui-ს ადგილობრივი და კროს-ჩეინ აქტივებით Momentum DEX-ზე, დეცენტრალიზებულ ბირჟაზე, რომელიც გვთავაზობს მცირე სპრედებს და დაბალ ფასის ცურვას.

  • განათავსოთ SUI სტეიკინგზე და მიიღოთ xSUI, ლიკვიდურობის ტოკენი, რომლითაც მიიღებთ სტეიკინგის ჯილდოებს და ამავდროულად შეძლებთ მის გამოყენებას სხვადასხვა DeFi აპლიკაციებში.

  • უსაფრთხოდ მართოთ თანხები MSafe-ის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს multi-signature საფულეს ხაზინის ოპერაციებისთვის და ტოკენის ვესტინგისთვის.

  • მიიღოთ წვდომა Momentum-ის საცავებზე, რომლებიც გთავაზობთ კურირებულ სტრატეგიებს, რომელთა მეშვეობით შეძლებთ სარგებლის ავტომატურად გენერირებას on-chain აქტივობების შესაბამისად.

ძირითადი მახასიათებლები 

Momentum DEX

Momentum DEX არის Sui ბლოკჩეინზე გაშვებული დეცენტრალიზებული ბირჟა, რომელიც იყენებს Uniswap V3-ის მსგავს კონცენტრირებულ ლიკვიდურობის მოდელს. ეს დიზაინი ლიკვიდურობის პროვაიდერებს აძლევს კაპიტალის ფასის კონკრეტულ დიაპაზონში განაწილების შესაძლებლობას, რაც ზრდის ეფექტურობას და ამცირებს ფასის ცურვას.

ეს ბირჟა იყენებს Sui-ს პროგრამირებად ტრანზაქციის ბლოკებს (PTB), რომელთა მეშვეობით ხდება სხვადასხვა მოქმედებების, მაგალითად სვოპების, ლიკვიდურობის უზრუნველყოფის და სტეიკინგის ერთ ტრანზაქციაში გაერთიანება, რაც აუმჯობესებს აღსრულების პროცესს და ამცირებს ხარჯებს. Wormhole-თან კროს-ჩეინ ინტეგრაციის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს ურთიერთთავსებადობის პროტოკოლს, Momentum DEX მხარს უჭერს ვაჭრობას სხვადასხვა ქსელებზე და ამავდროულად ინდივიდუალურ და ინსტიტუციურ მომხმარებლებს სთავაზობს დაბალ ტრანზაქციის საკომისიოებს და ლიკვიდურობის მართვის გაუმჯობესებულ ინსტრუმენტებს.

xSUI

xSUI არის ლიკვიდურობის სტეიკინგის ტოკენი, რომელიც წარმოადგენს Momentum ეკოსისტემაში სტეიკინგზე განთავსებულ SUI-ს. როდესაც SUI-ს სტეიკინგზე განათავსებთ Momentum ეკოსისტემაში, თქვენ სანაცვლოდ იღებთ xSUI-ს, რის შემდეგაც შეგიძლიათ განაგრძოთ სტეიკინგის ჯილდოების გამომუშავება და ამავდროულად სრულად შეინარჩუნოთ ლიკვიდურობა.

xSUI შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა DeFi აპლიკაციებში, მაგალითად სესხების ბაზრებზე, ლიკვიდურობის პულებში ან უზრუნველყოფის სახით, რაც საშუალებს მოგცემთ გამოიმუშაოთ დამატებითი სარგებელი SUI-ს დაბლოკვის გარეშე. ეს მიდგომა ამარტივებს სტეიკინგში მონაწილეობას და ნებისმიერს აძლევს ჯილდოების გამომუშავების და Sui ქსელის უსაფრთხოებაში მონაწილეობის შესაძლებლობას.

MSafe

MSafe არის multi-signature საფულე, რომლის დანიშნულებაა ხაზინის უსაფრთხოდ მართვა და ტოკენების ვესტინგი Move პროგრამირების ენით შექმნილ ბლოკჩეინებზე, მათ შორის Sui-ზე, Aptos-ზე და Movement-ზე. საფულე საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ ტრანზაქციების ნებართვების პერსონალიზებული წესები, რაც აუმჯობესებს თანხების მოძრაობის და ქსელის მართვის უსაფრთხოებას.

MSafe-ის გამოყენებით, ორგანიზაციებს შეუძლიათ განსაზღვრონ ტოკენების დაბლოკვის და გაშვების წესები ან მოამზადონ გაშვების გრაფიკები გამჭვირვალე on-chain სმარტ კონტრაქტების მეშვეობით, რაც ამცირებს ხელით ჩატარებულ ოპერაციებთან ან ცენტრალიზებულ კონტროლთან დაკავშირებულ რისკებს. ეს საფულე ასევე შესაძლებელია დაუკავშიროთ დეცენტრალიზებული აპლიკაციებით (DApp) ვაჭრობის კურირებულ პლატფორმას, რაც გუნდებს აძლევს DeFi პროტოკოლებთან უსაფრთხოდ ურთიერთქმედების შესაძლებლობას multi-signature ავტორიზაციის სისტემის გამოყენებით.

პროდუქტების გამოშვების გრაფიკი

Momentum ამზადებს რამდენიმე ახალ პროდუქტს, რომელთა გამოშვება მოხდება 2026 წელს. 2026 წლის პირველი კვარტალში პლატფორმა გეგმავს Perpetual DEX-ის გაშვებას, რომლის დანიშნულებაა Sui ბლოკჩეინზე დერივატივებით და უვადო ფიუჩერსებით ვაჭრობის გაუმჯობესება. იმავე კვარტალში ასევე იგეგმება Momentum-ის Token Generation Lab-ის (TGL) გაშვება, რომელიც წარმოადგენს უკვე არსებული პროექტებითვის განკუთვნილ სპეციალურ პლატფორმას, რომელიც გვთავაზობს სტრატეგიულ პარტნიორობას, ლიკვიდურობის მხარდაჭერას და ტოკენის გამჭვირვალე განაწილებას.

2026 წლის მეორე კვარტალში იგეგმება Momentum X-ის გაშვება, რომელიც წარმოადგენს ინსტიტუციური დონის პლატფორმას, რომელიც ერთ სისტემაში აერთიანებს ვაჭრობის და რეგულაციებთან შესაბამისობის ინსტრუმენტებს. ის დაფუძნებულია Sui ტექნოლოგიაზე და წარმოგვიდგენს უნივერსალურ Know Your Customer (KYC) და Anti-Money Laundering (AML) სისტემებს, რომლებიც ვერიფიცირებულ მომხმარებელს აძლევს ტოკენიზებულ აქტივებზე და ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას ერთიანი და უსაფრთხო პლატფორმის მეშვეობით.

MMT ტოკენი

MMT არის Momentum პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი, რომელიც ხელმისაწვდომია Sui ქსელზე. ის Momentum-ის ეკოსისტემაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:

  • ბლოკირების მექანიზმი: MMT იყენებს vote escrow მოდელს. MMT-ის დაბლოკვის შემდეგ თქვენ იღებთ veMMT-ს, რომელიც გაძლევთ მმართველობაში მონაწილეობის უფლებას, რომელიც დამოკიდებულია დაბლოკილ თანხასა და დაბლოკვის პერიოდზე. 

  • მმართველობა: veMMT-ის მფლობელებს შეუძლიათ ხმა მისცენ შემოთავაზებებს, პარამეტრების განახლებებს, გამოშვების გრაფიკებს და მმართველობასთან დაკავშირებულ სხვა გადაწყვეტილებებს, რაც განსაზღვრავს ეკოსისტემის განვითარების მიმართულებას.

  • საზოგადოების ჯილდოები: MMT-ის განაწილების მიზანია ქსელში მონაწილეობის წახალისება, ტრეიდერების, ლიკვიდურობის პროვაიდერების, კენჭისყრაში მონაწილეების და ეკოსისტემის ზრდის ხელშემწყობი პირებისთვის ჯილდოების გაცემა.

  • პრივილეგირებული წვდომა: veMMT-ის მფლობელებს ეძლევათ ეკოსისტემის კონკრეტულ ბენეფიტებზე წვდომის შესაძლებლობა, როგორიცაა სარგებლის საცავების აქტივობებში ადრეული მონაწილეობა, უპირატესობები Token Generation Lab-ის მიერ ტოკენების განაწილების დროს და სამომავლო პროდუქტებზე და ფუნქციებზე ადრეული წვდომა.

Momentum (MMT) და Binance-ის HODLer Airdrop-ები

2025 წლის 3 ნოემბერს, Binance-მა განაცხადა, რომ MMT იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების პროგრამის 56-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 17-დან 19 ოქტომბრამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს MMT-ის airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 7,5 მილიონი MMT, რაც ტოკენის მთლიანი მარაგის 0,75%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა MMT-ის ლისტინგი Binance-ზე Seed ტეგით, ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Momentum არის Sui ბლოკჩეინზე გაშვებული DeFi ჰაბი, რომელიც ერთ სისტემაში აერთიანებს ვაჭრობის, სტეიკინგის და აქტივების მართვის შესაძლებლობებს. ისეთი პროდუქტების მეშვეობით, როგორებიცაა Momentum DEX, xSUI და MSafe, პლატფორმა გვთავაზობს ლიკვიდურობის, მმართველობის და სარგებლის გენერირების ინფრასტრუქტურას Move პროგრამირების ენით შექმნილ ბლოკჩეინებზე. 2026 წლისთვის Momentum გეგმავს რამდენიმე ახალი პროდუქტის გამოშვებას, რომლის მიზანია Sui ეკოსისტემის განვითარების და ზრდის მხარდაჭერა.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.











პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.