რა არის Bittensor (TAO)?

რა არის Bittensor (TAO)?

განახლებული Oct 29, 2025
5m

მთავარი დეტალები

  • Bittensor არის დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც გვთავაზობს ძირითადად ხელოვნურ ინტელექტზე (AI) ორიენტირებული, წახალისებების სისტემით მართული პროდუქტების ბაზრების შექმნის შესაძლებლობას.

  • მისი ადგილობრივი ტოკენია TAO და ის გამოიყენება გამომთვლელი რესუსრების მიწოდების, ვალიდაციისა და ბაზრის შექმნის პროცესში მონაწილეთა წახალისებისთვის.

  • პლატფორმა რამდენიმე ქვექსელისგან შედგება, რომლებიც წარმოდგენილია უფრო მცირე ზომის საზოგადოებების სახით, რომლებიც კონკრეტულ AI დავალებებზე მუშაობენ მაინერებთან (რესუსრების პროვაიდერები) და ვალიდატორებთან (სამუშაოს შემმოწმებლები) ერთად.

  • ყველა მონაცემის პირდაპირ ბლოკჩეინზე გაშვების გარეშე AI დავალებების ხარისხის დასადასტურებლად, Bittensor იყენებს Yuma-ს სახელით ცნობილ კონსენსუსის მეთოდს.

  • ეს სტრუქტურა ხელს უწყობს ღია მფლობელობას და AI ტექნოლოგიების კონტროლის დემოკრატიზაციას გამჭვირვალე, დეცენტრალიზებული მონაწილეობის მეშვეობით.

შესავალი

ხშირ შემთხვევაში, ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში დიდი ტექნოლოგიური კომპანიები დომინირებენ, რაც ძალაუფლების და კონტროლის კონცენტრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს წარმოშობს. Bittensor არის საზოგადოებების მიერ შექმნილი დეცენტრალიზებული AI პლატფორმა ღია მონაწილეობის, მფლობელობის და AI რესურსების განვითარების უზრუნველსაყოფად მსოფლიოს მასშტაბით. 

ბლოკჩეინის ტექნოლოგიისა და წახალისებებზე დაფუძნებული ციფრული პროდუქტების ბაზრების გაერთიანებით, Bittensor მიზნად ისახავს შექმნას მასშტაბირებადი AI ეკოსისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დეველოპერების, ბიზნესების და მომხმარებლების მხარდაჭერას.

რა არის Bittensor?

Bittensor არის დეცენტრალიზებული გამომთვლელი პლატფორმა, რომელიც ორიენტირებულია AI-თან დაკავშირებული ციფრული პროდუქტების ურთიერთდაკავშირებული პლატფორმების შექმნაზე. Bittensor რამდენიმე ქვექსელისგან შედგება, რომელიც დამოუკიდებელი ციფრული პლატფორმების სახით მუშაობს და TAO-ს მიერ მხარდაჭერილი ტოკენის ერთიანი სისტემის მიერ იმართება.

ტრადიციული ბლოკჩეინებისგან განსხვავებით, რომლებშიც ვალიდაციის ალგორითმი უშუალოდ ბლოკჩეინშია ინტეგრირებული, Bittensor სტრუქტურულად აცალკევებს ტრანზაქციების ჩანაწერებს ვალიდაციის გამოთვლებისგან. ეს დიზაინი იყენებს off-chain ვალიდაციის პროცესებს, რათა მხარი დაუჭიროს ინტენსიური გამოთვლების საჭიროების მქონე AI დავალებებს, როგორიცაა მანქანური სწავლების მოდელის შეფასება.

Bittensor პლატფორმის ძირითადი კომპონენტები

ქვექსელები: წახალისებებზე დაფუძნებული AI პლატფორმები

თითოეული ქვექსელი მუშაობს, როგორც სპეციალიზებული საზოგადოება, რომელის ახდენს AI-თან დაკავშირებული პროდუქტების გენერირებას. მაგალითად, ტექსტური ბრძანებების ქვექსელი, რომელიც ჯილდოებს გასცემს მოთხოვნების ხარისხიანად შესრულების სანაცვლოდ. ქვექსელები შედგება მაინერებისგან (კონტრიბუტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონელს) და ვალიდატორებისგან (სუბიექტები, რომლებიც უზრუნველყოფენ ხარისხს ქვექსელისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმების მიხედვით). ეს დამოუკიდებელი ქვე-საზოგადოებები ერთმანეთთან თანამშრომლობენ, თუმცა მათ გააჩნიათ საკუთარი მიზნები და სტანდარტები ერთიან Bittensor-ის ეკოსისტემაში.

Bittensor-ის ბლოკჩეინი და TAO ტოკენი

Bittensor-ის ბლოკჩეინი მუშაობს, როგორც ჩანაწერების სისტემა, რომელიც აკონტროლებს ტოკენების ბალანსებს, ტრანზაქციებსა და სტეიკინგის აქტივობებს. ადგილობრივი TAO ტოკენი გამოიყენება მაინერებისა და ვალიდატორების წახალისებისთვის და გაიცემა მათ მიერ ქვექსელების და ზოგადად ქსელის ეფექტურობაში შეტანილი წვლილის საფუძველზე. ტოკენების მფლობელებს ასევე შეუძლიათ TAO გადასცენ ვალიდატორებს, რათა მხარი დაუჭირონ მათ მიერ შეტანილ წვლილს და მოიპოვონ ქვექსელის მმართველობაში მონაწილეობის უფლება.

Bittensor SDK

მონაწილეობის გასამარტივებლად, Bittensor წარმოგვიდგენს ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებული ინსტრუმენტების კომპლექტს (SDK), რომელიც შეიცავს ინსტრუმენტებს, დოკუმენტაციასა და სასწავლო მასალებს. SDK მაინერებს, ვალიდატორებსა და დეველოპერებს აძლევს ქვექსელებთან და ბლოკჩეინთან შეუფერხებელი ურთიერთქმედების საშუალებას და ამავდროულად მხარს უჭერს ეკოსისტემის გაფართოებასა და ინოვაციებს.

Yuma კონსენსუსი

Yuma-ს კონსენსუსის მექანიზმი უზრუნველყოფს ვალიდატორებს შორის ქვექსელის გამომავალი ინფორმაციის ხარისხისა და ვალიდურობის შესახებ შეთანხმის მიღწევას. მოცემული მექანიზმი არ არის დამოკიდებული შესამოწმებელი მონაცემების ტიპზე, რაც უმნიშვნელოვანესია ალბათობის თეორიაზე დაფუძნებული AI-ს გამომავალი მონაცემების დამუშავებისთვის, როგორიცაა მანქანური სწავლების პროგნოზირება ან ინტელექტის შეფასება. ვალიდაციის off-chain-ზე შესრულებისა და კონსენსუსის შედეგებზე on-chain-ზე შეთანხმების გამო, Bittensor ინარჩუნებს მოქნილობას და ეფექტურობას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს უფრო მასშტაბირებადი და კომპლექსური AI ბაზრების შექმნას.

Bittensor-ის სარგებელი მონაწილეებისთვის

დეველოპერებისთვის

Bittensor გთავაზობთ პლატფორმას AI-თან დაკავშირებული წახალისების მექანიზმების შესაქმნელად და გამოსაყენებლად, ახალი ბლოკჩეინის შექმნის საჭიროების გარეშე. დეველოპერებს შეუძლიათ შექმნან პერსონიზებული ციფრული საქონლის ბაზარები გამოთვლისთვის, შენახვისთვის, მონაცემებისთვის ან ხელოვნური ინტელექტისთვის და ასევე დანერგოს ინოვაცია გაერთიანებული ტოკენის ეკონომიკის ფარგლებში.

ბიზნესებისთვის და კორპორაციებისთვის

Bittensor უზრუნველყოფს AI-ზე და გამომთვლელ რესუსრებზე დეცენტრალიზებულ წვდომას დაბალ ფასად და შუამავლების გარეშე. AI ინფრასტრუქტურის სხვადასხვა ფუნქციების (გამოთვლა, შენახვა, მონაცემების მოპოვება) ერთიან ეკოსისტემაში კონსოლიდაციით, ღია მონაწილეობის და ტოკინებული წახალისებების შეთავაზებით, ის კონკურენციას უწევს ინდუსტრიის ცენტრალიზებულ ლიდერებს.

ტოკენის მფლობელებისთვის და საზოგადოებისთვის

TAO-ს მფლობელებს შეუძლიათ მიიღონ მმართველობის პროცესში მონაწილეობის უფლება საკუთარი ტოკენების ვალიდატორებისთვის გადაცემით, რაც ხელს უწყობს ქსელის გაფართოებას ეკონომიკური წახალისებების მეშვეობით. ღია მფლობელობის მოდელი უზრუნველყოფს განვითარების პროცესში მყოფი AI ტექნოლოგიების კონტროლის განაწილებას, შესაბამისად მისი ეთიკური განვითარების ხელშეწყობას და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

შეჯამება

Bittensor აერთიანებს ბლოკჩეინს და AI ტექნოლოგიას და მიზნად ისახავს რესურსების მფლობელობის დეცენტრალიზაციას და AI-ის განვითარების დემოკრატიზაციას. მისი მიზანია შექმნას ერთი ბლოკჩეინზე და ტოკენზე მომუშავე მრავალფეროვანი AI პროდუქტების ბარზები. Bittensor შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც დეცენტრალიზებულ კომპიუტერი და მასშტაბირებადი AI აპლიკაციების შექმნის მექანიზმი. ის აერთიანებს დეცენტრალიზებული ბაზრების ძალას და მანქანურ ინტელექტს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაკავშირებული სტატიები
რა არის OMNI Network?
რა არის Wordlcoin?
რა არის Ondo (ONDO)?
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.