რა არის Allora (ALLO)?

რა არის Allora (ALLO)?

განახლებული Nov 12, 2025
6m

მთავარი დეტალები

  • Allora არის ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული ქსელი, რომელიც ახდენს ხელოვნური ინტელექტის და მანქანური სწავლებების მოდელების კოორდინაციას კოლექტიური და ადაპტური პროგნოზების გენერირების მიზნით.

  • ქსელი მუშაობს თემების გამოყენებით, სადაც მონაწილეები, მათ შორის ვორკერები, რეპუტერები და ვალიდატორები ერთობლივად ახორციელებენ ხელოვნური ინტელექტის შედეგების გენერირებას, შეფასებას და დაცვას.

  • Allora იყენებს მიზანზე ორიენტირებულ მიდგომას, რაც მომხმარებლებს აძლევს სასწავლო მიზნების განსაზღვრის შესაძლებლობას, ხოლო ქსელი ავტომატურად ირჩევს ყველაზე შესაფერის მოდელებს და ახდენს მათ კოორდინაციას.

  • ALLO წარმოადგენს პროტოკოლის ადგილობრივ ტოკენს. ის გამოიყენება ინფერენციების საფასურის გადასახდელად, კონტრიბუტორებისთვის ჯილდოების გასაცემად და სტეიკინგის მეშვეობით ქსელის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

რა არის Allora?

Allora არის ღია პროგრამულ კოდზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული ქსელი, რომელიც ასრულებს ხელოვნური ინტელექტის (AI) მარკეტპლეისის ფუნქციას. დღეისათვის ხელოვნური ინტელექტის სისტემების შემუშავება და მართვა უმეტესად ხორციელდება ცენტრალიზებული კომპანიების მიერ, რომლებიც აკონტროლებენ მონაცემებს, მოდელებს და შედეგებს. Allora განსხვავებულ მიდგომას იყენებს - ის ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს ბლოკჩეინზე გაშვებული ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნასა და გაუმჯობესებაში.

Allora-ს მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ წვდომა კოლაბორაციულ ქსელზე, რომლის დანიშნულებაა ხელოვნური ინტელექტის განვითარების მხარდაჭერა:

  • ვორკერები: მანქანური სწავლების ექსპერტები ან კონკრეტული სფეროს სპეციალისტები, რომლებიც ქსელს სთავაზობენ საკუთარ მოდელებს და იდეებს, რომელთა დახმარებითაც ხდება პროგნოზების გენერირება, რომელთაც ინფერენციები ეწოდება.

  • რეპიტერები: მონაწილეები, რომლებიც ქსელს აწვდიან ვერიფიცირებულ მონაცემებს და ახდენენ ვორკერების მიერ გენერირებული პროგნოზების სიზუსტის შეფასებას.

  • ვალიდატორები: ქსელის ოპერატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ ბლოკჩეინის მუშაობას, ტრანზაქციების განხორციელებას და ჯილდოების განაწილებას მონაწილეებს შორის.

  • კონსუმერები: დეველოპერები, აპლიკაციები ან მომხმარებლები, რომლებიც ითხოვენ ინფერენციებს და იხდიან მათ საფასურებს ქსელის ადგილობრივი ტოკენის, ALLO-ს გამოყენებით.

თითოეული როლი შეესაბამება ამ პროცესის კონკრეტულ ეტაპს, რისი წყალობითაც იქნება სისტემა, სადაც ხდება პროგნოზების გენერირება, შეფასება და ეტაპობრივი გაუმჯობესება. ეს სტრუქტურა Allora-ს საშუალებას აძლევს მოახდინოს სხვადასხვა დამოუკიდებელი მოდელების და მონაწილეების მუშაობის კოორდინაცია, შედეგად იქმნება ტრადიციული ხელოვნური ინტელექტის სისტემების დეცენტრალიზებული ალტერნატივა.

როგორ მუშაობს Allora

თემები

Allora-ში თემები გამოიყენება პროგნოზების დავალების ორგანიზებისთვის და კოლაბორაციის მართვისთვის. თითოეული თემა წარმოადგენს კონკრეტულ ფოკუსირების სფეროს, მაგალითად ფასის პროგნოზირებას ან რისკის ანალიზს და განსაზღვრავს, თუ როგორ შეაქვს წვლილი მონაწილეს ამ პროგნოზების გენერირებაში. იმისათვის, რომ პროცესი სამართლიანი და გამჭვირვალე იყოს, თითოეული თემისთვის განსაზღვრულია წესების ნაკრები, სადაც მითითებულია სიზუსტის შეფასების და ჯილდოების განაწილების წესები.  

ეს წესების ნაკრები განსაზღვრავს დანაკარგის ფუნქციას, რომელიც ზომავს, თუ რამდენად ახლოსაა პროგნოზები სწორ პასუხებთან და სიმართლის წყაროს, მაგალითად, ვერიფიცირებულ მონაცემთა არხს ან ბლოკჩეინ oracle-ს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას თემა, განსაზღვროს წესები და მოიწვიოს სხვა მონაწილეები, რაც იძლევა ღია კოლაბორაციის მეშვეობით ქსელის განვითარების და გაუმჯობესების შესაძლებლობას.

მრავალდონიანი არქიტექტურა

Allora-ს ქსელი სამი ძირითადი დონისგან შედგება:

  • ინფერენციის მოხმარება: აკავშირებს მომხმარებლებს, რომლებიც ითხოვენ პროგნოზებს, იმ მოდელებთან, რომლებიც ამ პროგნოზებს აგენერირებენ. მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მოსაზრებები, მაგალითად ბაზრის პროგნოზები ან რისკის ანალიზის შედეგები როგორც პირდაპირ ბლოკჩეინიდან, ასევე ინტეგრირებული აპლიკაციების მეშვეობით.

  • პროგნოზირება და სინთეზი: ახორციელებს სხვადასხვა მოდელების მიერ პროგნოზების გენერირების და კომბინირების პროცესების კოორდინირებას. ის აფასებს თითოეული მოდელის სიზუსტეს, აერთიანებს მათ მიერ გენერირებულ შედეგებს და ქმნის ერთიან, უფრო საიმედო შედეგს.

  • კონსენსუსი: Allora მუშაობს, როგორც Cosmos ეკოსისტემის ჰაბის ბლოკჩეინი. ის იყენებს Comet-ის Byzantine Fault Tolerant (CometBFT) კონსენსუსის მექანიზმს, რომელიც ნოდებს საშუალებას აძლევს შეთანხმდნენ ქსელის მდგომარეობაზე მაშინაც კი, თუ რომელიმე ნოდი გათიშულია. ქსელი ასევე იყენებს Delegated Proof of Stake (DPoS), სისტემას, რაც ტოკენის მფლობელებს საშუალებას აძლევს ტოკენების საკუთარი წილი გადასცენ ვალიდატორებს.

ძირითადი ფუნქციები

მიზანზე ორიენტირებული დიზაინი

Allora იყენებს მიზანზე ორიენტირებულ დიზაინს, რომელიც შეიცავს ფასების განსაზღვრის მოქნილ მოდელს. კონკრეტული მოდელის არჩევის ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ სასწავლო მიზნები, ქსელი კი ავტომატურად აირჩევს და გააერთიანებს რამდენიმე მოდელს, რათა შემოგთავაზოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი შედეგები. მოდელი გადაიხადე რამდენიც გინდა (PWYW), საშუალებას გაძლევთ თავად გადაწყვიტოთ, თუ რამდენი ALLO-ს გადახდა გსურთ ინფერენციების მისაღებად, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ უკეთ აკონტროლებთ შედეგების ეფექტურობასა და ხარჯებს.

ჯილდოების განაწილება

Allora მონაწილეებს აჯილდოვებს მათი წვლილის ხარისხისა და სიზუსტის შესაბამისად. ვორკერები და პროგნოზების მომწოდებლები ტოკენებს გამოიმუშავებენ სანდო პროგნოზების გენერირების მეშვეობით, ხოლო რეპუტერები ჯილდოვდებიან მათი შეფასებების სიზუსტის საფუძველზე. ვალიდატორები ჯილდოებს იღებენ ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და კონსენსუსის მიღწევის სანაცვლოდ. 

კონტექსტზე ორიენტირება

Allora-ს კონტექსტზე ორიენტირება ქსელს ეხმარება იმის ამოცნობაში, თუ როგორ მოქმედებენ სხვადასხვა მოდელები განსხვავებულ პირობებში. წინა შედეგების შესწავლით და სხვა ქსელების მუშაობაზე დაკვირვებით, მას შეუძლია განსაზღვროს, თუ როდის მუშაობენ კონკრეტული მოდელები უფრო მეტი სიზუსტით და შესაბამისად დააკორექტიროს მისი მიდგომა. ეს Allora-ს საშუალებას აძლევს გააერთიანოს მონაცემები და მოახდინოს უფრო სანდო პროგნოზების გენერირება.

ALLO ტოკენი

ALLO არის Allora პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენი, რომელიც ხელმისაწვდომია BNB Smart Chain-ზე (BSC), Ethereum-ზე და Base-ზე. ის Allora-ს ეკოსისტემაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება, რომელთა შორისაა:

  • ინფერენციების შეძენა: ALLO გამოიყენება ქსელის მიერ გენერირებული ინფერენციების შესაძენად. ეს სისტემა იყენებს PWYW მოდელს, რა დროსაც თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ, თუ რა რაოდენობის ALLO-ს გადახდა გსურთ თითოეული ინფერენციის შესაძენად. 

  • თემებში მონაწილეობა: ALLO გამოიყენება ახალი თემების შესაქმნელად ან არსებულ თემებში გასაწევრიანებლად. ALLO ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს ვორკერების ან რეპუტერების რეგისტრაციის საკომისიოების გადასახდელად, რომელთაც სურთ ქსელის კონკრეტულ თემებში გაწევრიანება.

  • სტეიკინგი და დელეგირება: რეპუტერებსა და ვალიდატორებს შეუძლიათ სტეიკინგზე განათავსონ საკუთარი ALLO ტოკენები ქსელის უსაფრთხოების მხარდაჭერის მიზნით. ტოკენის მფლობელებს ასევე შეუძლიათ საკუთარი ტოკენები გადასცენ რეპუტერს ან ვალიდატორს და სანაცვლოდ მიიღონ წილი სტეიკინგის ჯილდოებიდან.

  • ჯილდოების განაწილება: ქსელი ALLO-ს იყენებს ქსელის მუშაობის მხარდამჭერი მონაწილეების, მათ შორის ვორკერების, რეპუტერების, ვალიდატორების და დელეგატორების დასაჯილდოებლად.

Allora (ALLO) და Binance-ის HODLer Airdrop-ები

2025 წლის 11 ნოემბერს Binance-მა განაცხადა, რომ ALLO იქნებოდა Binance-ის HODLer Airdrop-ების 58-ე პროექტი. მომხმარებლებმა, რომელთაც 23-დან 25 ოქტომბრამდე საკუთარი BNB-ით გამოწერილი ჰქონდათ Simple Earn ან/და On-Chain Yields პროდუქტები, მოიპოვეს ALLO airdrop-ების მიღების უფლება. პროგრამის ფარგლებში გაცემულ იქნა 15 მილიონი ALLO ტოკენი, რაც ქსელის შექმნის დროს გენერირებული საერთო მარაგის 1,5%-ს შეადგენს.

ამის შემდეგ განხორციელდა ALLO-ს ლისტინგი და მიენიჭა Seed ტეგი. ამჟამად შესაძლებელია მისი გადაცვლა USDT, USDC, BNB და TRY ტოკენებზე.

შეჯამება

Allora გვთავაზობს კოლაბორაციული ინტელექტის დეცენტრალიზებულ სტრუქტურას, სადაც სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის მოდელები ერთობლივად ქმნიან და აფასებენ პროგნოზებს. Allora ქსელი ძირითადად ფოკუსირებულია ხელოვნური ინტელექტით მართულ პროგნოზებზე, თუმცა ის ასევე გვთავაზობს სხვა სფეროების მხარდაჭერას, როგორიცაა დეცენტრალიზებული ფინანსები, მონაცემთა ანალიტიკა და ავტომატიზაცია. ბლოკჩეინის კონსენსუსის, ტოკენებზე დაფუძნებული წახალისების სისტემის და კონტექსტზე ორიენტირებული სწავლების მეშვეობით, პლატფორმა წარმოგვიდგენს ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების ღია და ვერიფიცირებად მარკეტპლეისს.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკების შესახებ გაფრთხილებას.








პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.