მთავარი
ლექსიკონი
რისკის პრემიუმი

რისკის პრემიუმი

შესავალი

ინვესტიცია ყოველთვის მოიცავს გარკვეულ რისკს და ინვესტორებმა კარგად იციან, რომ უფრო მაღალი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას თან ახლავს უფრო მეტი გაურკვევლობა. ერთი კონცეფცია, რომელიც მოკლედ აღწერს რისკსა და ანაზღაურებას შორის კავშირს არის „რისკის პრემიუმი“.

რა არის რისკის პრემიუმი?

არსებითად, რისკის პრემიუმი წარმოადგენს დამატებით კომპენსაციას, რომელსაც ინვესტორები მოელიან რისკის უფრო მაღალი დონის მიღების სანაცვლოდ. ის წარმოადგენს ინვესტორის მიერ მოთხოვნილი პრემიუმის ან დამატებითი შემოსავლის რაოდენობრივ საზომს, რომლის მიზანია გაამართლოს უფრო სარისკო აქტივში ინვესტიციის განხორციელება ნაკლებად სარისკო ალტერნატივასთან შედარებით. ინვესტორები, რომლებსაც ამოძრავებთ მოგების მიღების სურვილი, მუდმივად ცდილობენ იპოვონ კომპრომისი რისკსა და ჯილდოს შორის და რისკის პრემიუმის მნიშვნელობის გაცნობიერება აუცილებელია ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მისაღებად.

როგორ მუშაობს რისკის პრემიუმი?

რისკის პრემიუმის კონცეფციის სათანადოდ გასაგებად უნდა განვიხილოთ სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტები, განსაკუთრებით კი ობლიგაციები. განვიხილოთ სცენარი, როდესაც ინვესტორი ერთმანეთს ადარებს ორ ობლიგაციას – ერთი გამოშვებულია დეფოლტის დაბალი რისკის მქონე სტაბილური მმართველი მხარის მიერ და მეორე გამოშვებულია უფრო მაღალი რისკის პროფილის მქონე კორპორაციის მიერ.

ამ სცენარის მიხედვით, მმართველი მხარის მიერ გაცემული ნაკლებად რისკიანი ობლიგაციები, გთავაზობთ უფრო დაბალ საპროცენტო განაკვეთს ან სარგებელს კორპორატიულ ობლიგაციებთან შედარებით. ამ ორ ობლიგაციის სარგებელს შორის არსებული განსხვავება კი წარმოადგენს რისკის პრემიუმს. ბუნებრივია, რომ ინვესტორები მოელიან უფრო მაღალი შემოსავლის მიღებას უფრო სარისკო კორპორატიული ობლიგაციების ფლობისთვის, რაც წარმოადგენს დამატებითი გაურკვევლობისა და პოტენციურ დეფოლტის რისკის კომპენსაციას.

ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს რისკის პრემიუმზე

ფინანსურ ბაზრებზე რისკის პრემიუმის განსაზღვრაზე ზეგავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი. ესენია:

  • ეკონომიკური პირობები: ეკონომიკური გაურკვევლობის ან რეცესიის პერიოდებში, ინვესტორები უმეტესად ითხოვენ უფრო მაღალ რისკის პრემიუმს, რაც დაკავშირებულია რისკის მზარდ დონესთან.
  • ბაზრის განწყობა: ინვესტორების განწყობამ შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს რისკის პრემიუმზე. დადებითმა განწყობამ შეიძლება გამოიწვიოს რისკის პრემიუმის შემცირება, ხოლო ნეგატიურმა განწყობამ შეიძლება გამოიწვიოს მათი ზრდა.
  • აქტივების სპეციფიკური რისკები: სხვადასხვა აქტივებს ახასიათებთ რისკის განსხვავებული დონეები. საბაზისო აქტივის ბუნება, მისი არასტაბილურობა და ფინანსური ზარალის პოტენციალი წარმოადგენს რისკის პრემიუმის შეფასების ელემენტებს.

რისკის პრემიუმი კრიპტოვალუტის ბაზრებზე

კრიპტოვალუტების შექმნამ დაამკვიდრა ახალი განზომილება რისკის პრემიუმის კონცეფციაში. Bitcoin-ისა (BTC) და ether-ის (ETH) მსგავსი ციფრული აქტივები, რომლებიც ხასიათდება მაღალი მერყეობით და შედარებით მოკლე საბაზრო ისტორიით, წარმოადგენს უნიკალურ გამოწვევას ინვესტორებისთვის.

კრიპტოვალუტის ბაზრების კონტექსტში, რისკის პრემიუმი შეიძლება წარმოადგენდეს მნიშვნელოვან თანხას, რაც გამოწვეულია რეგულაციებთან დაკავშირებული გაურკვევლობით, ტექნოლოგიებთან დაკავშირებული რისკებით და ფასების უკიდურესი რყევების ალბათობით. კრიპტოვალუტების ინვესტორები ხშირად ითხოვენ უფრო მაღალ სარგებელს, რათა შეძლონ თანდაყოლილი რისკების კომპენსაცია, რომლებიც დაკავშირებულია ამ ახალ და სწრაფად განვითარებად აქტივებთან.

დასკვნა

რისკის პრემიუმი არს ფინანსების სფეროს ფუნდამენტური კონცეფცია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებაში. ის ასახავს დამატებით შემოსავალს, რომლის მიღებასაც მოელიან ან მოითხოვენ ინვესტორები რისკის სანაცვლოდ და წარმოადგენს სახელმძღვანელო მაჩვენებლებს რისკსა და ჯილდოს შორის კომპრომისის შესაფასებლად. ფინანსური ბაზრების განვითარებასთან ერთად, იზრდება საინვესტიციო სტრატეგიებში რისკის პრემიუმის ანალიზის გაგებისა და ჩართვის მნიშვნელობა, განსაკუთრებით კრიპტოვალუტის ბაზრებზე, სადაც უფრო მაღალია მერყეობა და გაურკვევლობა.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.