კრიპტოგრაფიაში, საჯარო გასაღები არის გასაღებების წყვილის ნაწილი, რომელიც გამოიყენება საჯარო გასაღების კრიპტოგრაფიის (PKC) სახელით ცნობილ სისტემაში. ყველა საჯარო გასაღები დაკავშირებულია კონკრეტულ პირად გასაღებთან. ეს უფრო ადვილი გასაგებია, თუ წარმოვიდგენთ საკეტისა და გასაღების სისტემას. წარმოიდგინეთ, რომ საჯარო გასაღები არის საკეტი, ხოლო პირადი გასაღები კი არის უნიკალური გასაღები, რომელიც ხსნის ამ საკეტს. ეს სისტემა უზრუნველყოფს მხარეებს შორის უსაფრთხო კომუნიკაციას და მონაცემთა გაცვლას, რომლებიც შესაძლოა არც იცნობდნენ ერთმანეთს.
კრიპტო სამყაროში, საჯარო გასაღები თქვენი საფულის მისამართის ფუნქციას ასრულებს. თქვენი ფიზიკური მისამართის ანალოგიურად, სადაც მეგობრებს შეუძლიათ წერილების გამოგზავნა, თქვენი საჯარო გასაღები წარმოადგენს ციფრულ მისამართს, სადაც სხვებს შეუძლიათ თქვენთვის კრიპტოვალუტის გამოგიგზავნა. ეს არის ასოებისგან და ციფრებისგან შემდგარი უნიკალური კოდი, რომელიც საჭიროა თქვენი საფულის ბლოკჩეინზე იდენტიფიცირებისთვის. წარმოიდგინეთ ის, როგორც საფოსტო ყუთის ნომერი დიდ ციფრულ უბანში.
ყველა საჯარო გასაღები დაკავშირებულია კონკრეტულ პირად გასაღებთან. ფაქტობრივად, საჯარო გასაღებები იქმნება მათი შესაბამისი პირადი გასაღებებიდან.
საჯარო გასაღები შეგიძლიათ სხვებს ღიად გაუზიაროთ, პირადი გასაღები კი საიდუმლოდ უნდა იყოს შენახული. წარმოიდგინეთ, რომ საჯარო გასაღები არის თქვენი სახლის მისამართი, რომელიც შეგიძლიათ გაუზიაროთ მეგობრებს, ხოლო პირადი გასაღები არის ჯადოსნური გასაღები, რომელიც აღებს თქვენი სახლის კარს – ანუ თქვენი კრიპტოვალუტის საცავს.
ამ გასაღებების გენერირება იწყება პირადი გასაღების შექმნით. ის მუშაობს, როგორც თქვენს საჯარო გასაღებთან მათემატიკურად დაკავშირებული საიდუმლო კოდი, თუმცა შეუძლებელია ამ კოდის შექმნა საჯარო გასაღების გამოყენებით. პირადი გასაღების შექმნის შემდეგ ხდება მისგან საჯარო გასაღები გენერირება რთული ალგორითმის გამოყენებით. ამის შემდეგ შეგიძლიათ საჯარო გასაღები ნებისმიერ ადამიანს გაუზიაროთ. საჯარო გასაღების გაზიარება უსაფრთხოა, ვინაიდან სხვა პირი ვერ შეძლებს თქვენი პირადი გასაღების შექმნას რევერსული ინჟინერიის მეშვეობით.
ახლა მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ გამოიყენება საჯარო გასაღები კრიპტოვალუტის ტრანზაქციებში. როდესაც გსურთ თანხის მიღება, თქვენ უზიარებთ გამგზავნს თქვენს საჯარო გასაღებს (თქვენი ციფრული საფულის მისამართს). ის იყენებს ამ მისამართს კრიპტოვალუტის გამოსაგზავნად, ისევე როგორც ხდება წერილის გაგზავნა თქვენს საფოსტო მისამართზე.
მაგრამ როგორ უნდა მიხვდეს სხვა ადამიანი, ხართ თუ არა თქვენ ამ საჯარო გასაღების მისამართზე გაგზავნილი თანხების კანონიერი მფლობელი? სწორედ ამ დროს ვიყენებთ პირად გასაღებს. როდესაც გსურთ მიღებულ თანხაზე წვდომა ან მისი დახარჯვა, თქვენი საფულე იყენებს პირად გასაღებს ტრანზაქციაზე ხელმოსაწერად. ეს ციფრული ხელმოწერა ადასტურებს, რომ თქვენ ხართ საჯარო გასაღებთან დაკავშირებული აქტივების კანონიერი მფლობელი.
როგორც გავიგეთ, თქვენ შეგიძლიათ საჯარო გასაღების ღიად გაზიარება, მაგრამ პირადი გასაღები არის განძი, რომელიც უნდა დაიცვათ ნებისმიერ ფასად. თქვენი პირადი გასაღების გაზიარება არის იგივე, რაც თქვენი აქტივების სხვისთვის გადაცემა – მისი გამოყენებით ხდება თქვენი კრიპტოვალუტის კონტროლი.
მათემატიკური თეორიებისა და გამოთვლების გამოყენების მეცნიერება ინფორმაციის დაშიფვრისა და გაშიფვრის მიზნით.
მრავალმხრივი კრიპტოგრაფიული ფუნქცია, რომელიც შექმნილია გვიდო ბერტონის, ჯოან დემენის, მიქაელ პიტერსის და ჟილ...