მთავარი
ლექსიკონი
ცივი შენახვა

ცივი შენახვა

შესავალი

კრიპტოვალუტების სივრცეში უმთავრეს პრიორიტეტს ციფრული აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ იმატებს კიბერ და ჰაკერული თავდასხმების რისკი, ინვესტორები და მომხმარებლები იყენებენ საკუთარი ფინანსების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მრავალ სხვადასხვა მეთოდს. ცივი შენახვა ერთ-ერთ ასეთ მეთოდს წარმოადგენს.

რა არის ცივი შენახვა?

ცივი შენახვა გახლავთ ციფრული აქტივების ოფლაინ შენახვის მეთოდი, მათი ჰაკერული თავდასხმისგან დაცვის მიზნით. თუმცა რეალურად, ოფლაინ ინახება პირადი გასაღებები და არა აქტივები. პირადი გასაღებები გახლავთ კრიპტოგრაფიული გასაღებები, რომლითაც მოიპოვებთ წვდომას თქვენს კრიპტოვალუტების ჰოლდინგებზე. ცხელი საფულეებისგან განსხვავებით, რომლებიც დაკავშირებულია ინტერნეტ-სივრცესთან და შესაძლოა მათზე ონლაინ თავდასხმების განხორციელება, ცივი შენახვის მეთოდების მეშვეობით შესაძლებელია თქვენი პირადი გასაღებების ოფლაინ სივრცეში შენახვა, ნებისმიერ დროს.

როგორ მუშაობს ცივი შენახვის მეთოდი?

თქვენი პირადი გასაღებების ონლაინ ზეგავლენისგან დაცვის უამრავი სხვადასხვა გზა არსებობს, მათ შორისაა აპარატურული საფულეები, ქაღალდის საფულეები და air-gapped სისტემები. 

აპარატურის საფულეები

აპარატურული საფულეები გახლავთ ფიზიკური მოწყობილობები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია პირადი გასაღებების უსაფრთხოდ შენახვა. ხშირ შემთხვევაში, ეს მოწყობილობები გავს USB მეხსიერების ბარათებს და გვთავაზობს უსაფრთხოების დამატებითი დონის უზრუნველყოფის შესაძლებლობას, დაშიფვრის და PIN კოდით ავთენტიფიკაციის მეთოდების გამოყენებით. გასაღებების ოფლაინ გენერირებით და შენახვით, ციფრული საფულეები უზრუნველყოფენ, რომ თქვენი ფინანსები დაცული იქნება ონლაინ სივრცეში არსებული საფრთხეებისგან.

ქაღალდის საფულეები

ქაღალდის საფულეების შემთხვევაში, ხდება პირადი გასაღებების ამობეჭდვა, ან ქაღალდზე ჩაწერა. ეს ფიზიკური ასლები ინახება უსაფრთხო ადგილას, მაგალითად სეიფში, ან საცავში. ქაღალდის საფულეები ითვლება ცივი შენახვის მეთოდად რადგან ისინი სრულიად ოფლაინ სივრცეში ფუნქციონირებენ და შესაბამისად ამცირებენ კიბერ-თავდასხმების რისკს.

ქაღალდის საფულეები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა Bitcoin-ის განვითარების საწყის ეტაპზე, თუმცა ახლა მას სულ უფრო ნაკლები ადამიანი იყენებს მასთან დაკავშირებული რისკების გამო. ქაღალდი არის მყიფე და მარტივად დაზიანებადი. გარდა ამისა, არსებობს ეჭვები სავარაუდოდ დავირუსებული კომპიუტერის ან პრინტერის გამოყენებასთან დაკავშირებით. 

კიდევ ერთ რისკად მიიჩნევა მცდარი წარმოდგენა იმის შესახებ, რომ შესაძლებელია თანხის რამდენიმეჯერ გაგზავნა, ერთი და იმავე მისამართიდან. ქაღალდის საფულიდან თანხის გაგზავნისას ზარალის თავიდან არიდების მიზნით, საჭიროა ბალანსის სრული ოდენობის გაგზავნა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ ქაღალდის საფულეების ლექსიკონის გვერდი.

ოფლაინ კომპიუტერები ან air-gapped სისტემები

ცივი შენახვის კიდევ ერთი მეთოდი მოიცავს ოფლაინ კომპიუტერებს ან air-gapped სისტემებს. ეს კომპიუტერები არასდროს ყოფილა დაკავშირებული ინტერნეტთან, ან რაიმე სხვა ქსელთან, რაც უზრუნველყოფს მათ სრულ იზოლაციას ონლაინ სივრცეში არსებული საფრთხეებისგან. პირადი გასაღებების გენერირება და შენახვა ხდება ოფლაინ, რაც გვთავაზობს უსაფრთხოების დამატებით დონეს ჰაკერული თავდასხმების მცდელობებთან მიმართებაში. როგორც წესი, Air-gapped საფულეები ტრანზაქციების მონაცემების დასამუშავებლად იყენებენ სკანირებად QR კოდებს ან micro-SD ბარათებს.

ცივი შენახვის უპირატესობები

უსაფრთხოების უფრო მაღალი დონე: ცივი შენახვის მეთოდის გამოყენებით მნიშვნელოვნად მცირდება არაავტორიზებული წვდომის და კიბერ-ქურდობის რისკი, რადგან ხდება პირადი გასაღებების ოფლაინ შენახვა.
ონლაინ სივრცეში არსებული საფრთხეებისგან დაცვა: ციფრული აქტივების ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობებისგან სრული იზოლაციით, ცივი შენახვის მეთოდით მინიმუმამდე მცირდება ცხელი საფულეებისთვის დამახასიათებელი ნაკლოვანებების აღმოჩენის ალბათობა.
ხანგრძლივი დროით შენახვის საშუალება: საჭირო პროცესების სათანადოდ განხორციელების შემთხვევაში, ცივი შენახვა იდეალური მეთოდია დიდი ოდენობის კრიპტოვალუტების ხანგრძლივი პერიოდით შესანახად, რაც გრძელვადიანი პერსპექტივით მოქმედ ინვესტორებს ზედმეტი სტრესის თავიდან არიდების საშუალებას აძლევს.

პრობლემები და საუკეთესო პრაქტიკა

სარეზერვო ასლის შექმნის პროცედურები: პირადი გასაღებების დაკარგვის ან ცივი შენახვის მოწყობილობების ფიზიკური დაზიანების თავიდან არიდების მიზნით, მნიშვნელოვანია სარეზერვო ასლის შექმნის პროცედურების განხორციელება.
უსაფრთხო შენახვა: ცივი შენახვის მოწყობილობები შეინახეთ უსაფრთხო და საიმედო ადგილას, როგორიცაა მაგალითად სეიფი ან ბანკის დეპოზიტის ყუთი.
რეგულარული განახლება: მუდმივად განაახლეთ ცივი საცავის მოწყობილობები, უახლესი firmware ან პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი რისკის თავიდან ასარიდებლად.

დასკვნა

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცივი შენახვა იდეალური მეთოდია თქვენი კრიპტოვალუტების ჰოლდინგების ონლაინ სივრცეში არსებული საფრთხეებისგან და კიბერ-თავდასხმებისგან დასაცავად. პირადი გასაღებების ოფლაინ შენახვით, ინვესტორებს შეუძლიათ შეამცირონ არაავტორიზებული წვდომის რისკი და უზრუნველყონ მათი ციფრული აქტივების უსაფრთხოება. საჭირო პროცესების სათანადო პასუხისმგებლობით განხორციელების შემთხვევაში, ცივი შენახვის მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია ზედმეტი სტრესის თავიდან არიდება კრიპტოვალუტების გრძელვადიანი HODLer-ებისთვის.
პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.