რა არის Hamster Kombat (HMSTR)?
მთავარი
სტატიები
რა არის Hamster Kombat (HMSTR)?

რა არის Hamster Kombat (HMSTR)?

განახლებული Sep 18, 2024
6m

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: წინამდებარე სტატია განკუთვნილია მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის. Binance-ის მეშვეობით მოწოდებული ინფორმაცია არ წარმოადგენს ინვესტიციებთან ან ვაჭრობასთან დაკავშირებულ რჩევას ან რეკომენდაციას. Binance არ იღებს პასუხისმგებლობას თქვენ მიერ მიღებულ საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. რაიმე ფინანსური რისკის გაწევამდე, რჩევისთვის მიმართეთ პროფესიონალს.

მთავარი დეტალები

  • Hamster Kombat (HMSTR) არის Telegram პლატფორმაზე განთავსებული play-to-earn მობილური თამაში.

  • ის 2024 წლის მარტში გაეშვა და იმ მილიონობით მოთამაშის ყურადღება მიიქცია, რომელთაც სურდათ სახალისო თამაშით კრიპტოვალუტების ჯილდოების მიღება.

  • HamsterKombat Binance Launchpool-ზე 2024 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა და მომხმარებლებს BNB-ის ან FDUSD-ის დაბლოკვის სანაცვლოდ HMSTR airdrop-ებში მონაწილეობის შესაძლებლობის მოპოვების უფლება მისცა.

Hamster Kombat Binance

რა არის Hamster Kombat?

Hamster Kombat (HMSTR) არის The Open Network-ზე (TON) გაშვებული და Telegram-ის საკომუნიკაციო პლატფორმაზე გამოქვეყნებული კრიპტო მობილური თამაში. ის 2024 წლის მარტში გაეშვა და იმ მილიონობით მოთამაშის ყურადღება მიიქცია, რომელთაც სურდათ სახალისო თამაშით კრიპტოვალუტების ჯილდოების მიღება.

Hamster Kombat გამოირჩევა სიმარტივით. მომხმარებლებს მხოლოდ ეკრანზე მრავალჯერ შეხება და მახასიათებლების გაუმჯობესება ევალებათ. როგორც თავად სახელი მიუთითებს, Hamster Kombat-ის პერსონაჟები პატარა ზაზუნები არიან. თუმცა ისინი უბრალოდ მღრღნელები არ გეგონოთ—ეს ზაზუნები აღმასრულებელი დირექტორები არიან, რომელთაც გამოგონილი კრიპტო ბირჟის მართვა ევალებათ.

როგორ მუშაობს Hamster Kombat?

Hamster Kombat გახლავთ play-to-earn (P2E) თამაში, ბლოკჩეინ გეიმინგის პოპულარული მოდელი, სადაც მოთამაშეები ჯილდოების სახით რეალურ კრიპტოვალუტებს იღებენ. იმისთვის, რომ მოთამაშეებმა შეძლონ HMSTR ტოკენების მიღება, მათ უნდა გაიმარჯვონ ბრძოლებში და შეასრულონ თამაშის ქვესტები. თამაში Hamster Kombat გაშვებულია The Open Network (TON) ბლოკჩეინზე, რომელიც მასშტაბირებადობის მაღალი დონით და ტრანზაქციების დაბალი საკომისიოებითაა ცნობილი.

ეს თამაში შექმნილია როგორც კრიპტო ენთუზიასტებისთვის, ისე ჩვეულებრივი მოთამაშეებისთვის, რომელთაც სურთ თანხის გამომუშავება თამაშის მეშვეობით, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საფუძვლიანი ცოდნის გარეშე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, Hamster Kombat განთავსებულია Telegram-ის საკომუნიკაციო პლატფორმაზე, შესაბამისად, მარტივია მასზე წვდომა. სწორედ ამ მიზეზით, ის სწრაფად ვრცელდება და იძენს პოპულარობას მსოფლიოს მილიონობით მოთამაშეს შორის.

როგორ ვითამაშოთ Hamster Kombat

Hamster Kombat-ის თამაშის დასაწყებად საჭიროა თამაშის გაშვება მობილურ ტელეფონზე, მათი ოფიციალური Telegram ბოტის მეშვეობით.

Hamster Kombat Telegram

1. მონეტების მიღება ეკრანზე შეხებით

ქულების შეგროვება ეკრანზე გამოსახულ ზაზუნაზე მაქსიმალურად ბევრჯერ შეხებითაა შესაძლებელი. ეს მონეტები აუცილებელია თქვენი ზაზუნას კრიპტო ბირჟის გასაუმჯობესებლად, რაც თამაშის ფულის გამომუშავებაში დაგეხმარებათ.

Hamster Kombat HMSTR

2. ბირჟის გაუმჯობესება

თქვენ მიერ მოპოვებული თანხები შეგიძლიათ ხელახალი ინვესტიციის სახით გამოიყენოთ თქვენი იმიტირებული კრიპტო ბირჟის უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით. თითოეული განახლებით უმჯობესდება თქვენი ზაზუნას მიერ მონეტების გენერირების შესაძლებლობა.

Hamster Kombat-ის გაუმჯობესებები

3. ყოველდღიური მისიები

თქვენ გევალებათ ყოველდღიური დავალებების შესრულება. მათი შესრულების შემთხვევაში მიიღებთ ბონუსებს, რომლებიც მონეტების უფრო სწრაფად გამომუშავებაში დაგეხმარებათ.

Hamster Kombat-ის ყოველდღიური მისიები

4. NFT ზაზუნები

თამაშში თითოეული ზაზუნა წარმოადგენს უნიკალურ NFT-ს (არაჩანაცვლებად ტოკენს). ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ზაზუნა გამოირჩევა საკუთარი, უნიკალური თვისებებითა და შესაძლებლობებით, რომლებიც შეგიძლიათ მიყიდოთ სხვა მოთამაშეებს. რაც უფრო იშვიათია თქვენი ზაზუნა, მით უფრო ღირებულია ის.

Hamster Kombat-ის NFT-ები

5. თამაშები და მინი თამაშები

შეგიძლიათ თქვენი ზაზუნა ჩართოთ მრავალ სხვადასხვა თამაშსა და ბრძოლაში და მოიპოვოთ ისეთი ჯილდოები, როგორიცაა თამაშის მონეტები და გასაღებები, რომელთა გამოყენებასაც შეძლებთ ბარათების შესაძენად და გასაუმჯობესებლად.

Hamster Kombat-ის თამაშები

Hamster Kombat (HMSTR) ტოკენი

Binance Launchpool

2024 წლის 13 სექტემბერს HamsterKombat გამოქვეყნდა Binance Launchpool-ზე. მომხმარებლებს შეუძლიათ დაბლოკონ საკუთარი BNB ან FDUSD HMSTR ტოკენების airdrop-ებში მონაწილეობის მისაღებად, სამდღიანი პერიოდის განმავლობაში, ფარმინგი კი 23 სექტემბერს იწყება. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ოფიციალური განცხადება.

ძირითადი მახასიათებლები (2024 წლის სექტემბრის მონაცემებით)

  • ტოკენის სახელწოდება: Hamster Kombat (HMSTR)

  • ბლოკჩეინის ქსელი: The Open Network (TON)

  • Binance Launchpool-ის ტოკენების ჯილდოები: 3 000 000 000 (მთლიანი მარაგის 3%) 

  • მთლიანი მარაგი: 100 000 000 000

  • საათობრივი ზედა ზღვარი (თითო მომხმარებელზე): 

    • 3 541 666,66 HMSTR, BNB პულში.

    • 625 000 HMSTR, FDUSD პულში.

Hamster Kombat-ის Airdrop

Hamster Kombat-ის დოკუმენტაციაში მოცემული ინფორმაციის თანახმად, თამაშის გუნდი გეგმავს HMSTR ტოკენების მთლიანი მარაგის 60%-ის airdrop-ის მეშვეობით განაწილებას მოთამაშეებზე.

Hamster Kombat-ის airdrop

Hamster Kombat-ის გუნდის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, airdrop-ის განხორციელება დაგეგმილია 2024 წლის 26 სექტმებერს, TON ბლოკჩეინზე. Airdrop-ის ფარგლებში HMSTR ტოკენების მიღებას და შემდგომში მათ სავაჭროდ გამოყენებას შეძლებენ ის მომხმარებლები, რომლებმაც დააგროვეს თამაშის მონეტები ყოველდღიური დავალებების და მისიების შესრულებით, ან რეფერალის პროგრამებში მონაწილეობით. მთავარ მიზანს წარმოადგენს აქტიური მოთამაშეების დაჯილდოება და აქტიურობის და ჩართულობის დონის გაუმჯობესება.

TON airdrop-ში მონაწილეობის მისაღებად, მოთამაშეებმა უნდა დააკავშირონ საკუთარი საფულე Hamster Kombat-ის Telegram ბოტის მეშვეობით და განაგრძონ თამაშის მონეტების გამომუშავება. რაც უფრო მეტ მონეტას გამოიმუშავებს მომხმარებელი, მით უფრო მეტი იქნება მის მიერ airdrop-ის ფარგლებში მიღებული ჯილდო.

როგორ ხდება Hamster Kombat-ის მონეტების გატანა

Airdrop-ის ფარგლებში თამაშის მონეტების HMSTR ტოკენებად კონვერტაციისთვის საჭიროა ტოკენების მოთხოვნა აპლიკაციაში და გატანის პროცესის გავლა. თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება გატანის სხვადასხვა მეთოდი, მათ შორის Binance და სხვა ცენტრალიზებული ბირჟები. 

გარდა ამისა, გატანას შეძლებთ on-chain TON საფულის მეშვეობით, რისთვისაც მხოლოდ ამ მარტივი საფეხურების გავლაა საჭირო:

  1. საფულის დაკავშირება: დააკავშირეთ TON საფულე, მაგალითად Tonkeeper თქვენს Hamster Kombat-ის ანგარიშთან.

  2. ტოკენების კონვერტაცია: გადაცვალეთ თქვენი მონეტები HMSTR ტოკენებზე, Hamster Kombat-ის აპლიკაციის მეშვეობით.

  3. ტოკენების გატანა: კონვერტაციის განხორციელების შემდეგ შეძლებთ თქვენი ტოკენების მართვას და გატანას Tonkeeper-ის მეშვეობით.

  4. ტოკენებით ვაჭრობა: სიაში დამატების შემდეგ შეძლებთ თქვენი ტოკენების გადატანას ისეთ ბირჟებზე, როგორიცაა Binance და გექნებათ ვაჭრობისას მაღალი ლიკვიდურობით სარგებლობის შესაძლებლობა.

ვითამაშო თუ არა Hamster Kombat?

თუ მარტივი თამაშები გიზიდავთ, სადაც კრიპტო ჯილდოების მოპოვებაა შესაძლებელი, Hamster Kombat ნამდვილად თქვენთვისაა. თამაში უფასოა და მომხმარებლებს სთავაზობს ბლოკჩეინის სამყაროს შეცნობის მარტივ და სახალისო გზას, ყოველგვარი ტექნიკური სირთულეების გარეშე მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ კრიპტოვალუტების სივრცეში მუშაობის გამოცდილება.

შეჯამება

Hamster Kombat საკუთარი play-to-earn მოდელით, ყოველდღიური მოდელებით, NFT საკოლექციო ნივთებით და გასაოცარი ბრძოლებით, მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ მოგცემთ. თუ დროის გაყვანის, სტრატეგიულად მოქმედების შესწავლის და თანხის გამომუშავების საშუალებას ეძებთ, Hamster Kombat სწორედ თქვენთვისაა.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.