მთავარი დეტალები
HODL იშიფრება, როგორც „Hold On for Dear Life“ და გახლავთ სტრატეგია, რომელიც გულისხმობს მომხმარებლების მიერ საკუთარი კრიპტოვალუტების შენახვას ბაზრის ძლიერი მერყეობის პირობებშიც კი.
რეალურად, ამ ფენომენს და მის სახელწოდებას საფუძველი მართლწერის ერთი უბრალოდ შეცდომით ჩაეყარა, თუმცა დღესდღეობით ის ერთ-ერთ პოპულარულ ტენდენციას წარმოადგენს კრიპტოვალუტების სამყაროში.
HODLing გულისხობს ბაზრის მოკლევადიანი მერყეობის უგულებელყოფას გრძელვადიან პერსპექტივაში სარგებლის მიღების მიზნით.
სტრატეგია ეფუძნება კრიპტოვალუტების და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მომავლის მიმართ იმედს და რწმენას.
რას ნიშნავს HODL კრიპტოვალუტების სივრცეში?
თუ კრიპტოვალუტების სივრცეში მცირე დრო მაინც გაგიტარებიათ, აუცილებლად შეხვდებოდით ტერმინს HODL. ეს არ არის უბრალოდ მართლწერის შეცდომა, რომელიც მოგვიანებით meme გახდა—ეს გახლავთ სრულყოფილი საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს კრიპტო ენთუზიასტებს შორის. თუმცა, რას ნიშნავს HODL რეალურად და როგორ იქცა უბრალო შეცდომა ასეთი დიდი მნიშვნელობის მატარებელ კონცეფციად? მოდით ჩავუღრმავდეთ ისტორიას, რომელიც ამ ფენომენს უდევს საფუძვლად და განვიხილოთ მიზეზები, რის გამოც ის დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობასა და პოპულარობას.
HODL-ის წარმოშობა
2013 წელს Bitcoin-ის ქსელზე საკმაოდ დიდმა ქაოსმა დაისადგურა. ერთ დღეში 39%-იანი ვარდნის დაფიქსირების შემდეგ, ერთ-ერთმა მომხმარებელმა, სახელად GameKyuubi-მ საკუთარი აზრის დაფიქსირება BitcoinTalk-ის ფორუმზე გადაწყვიტა. ვისკის ზემოქმედებით გაბრუებულმა GameKyuubi-მ, საკუთარ დიალოგის ფანჯარას „I AM HODLING“ (მე ვაპირებ HODLING-ს) დაარქვა და დაწერა:
„ეს სათაური ორჯერ იმიტომ დავწერე, რომ ვიცოდი, პირველ ჯერზე რაღაც არასწორად ეწერა. ისევ არასწორია. w/e. ჩემი შეყვარებული სადღაც ლესბოსელების ბარშია, BTC-ის ფასი იკლებს, რატომ ვაპირებ HODLING-ს? (HODLING Holding-ის (შენახვა) ნაცვლად) გეტყვით რატომაც. იმიტომ, რომ ცუდი ტრეიდერი ვარ. და ძალიან კარგადაც ვიცი, რომ ცუდი ტრეიდერი ვარ.“
მართლწერის შეცდომების გასწორება მას აღარც გახსენებია, თუმცა მის მიერ განცხადების „მე ვაპირებ HODLING-ს“ გაკეთებიდან ზუსტად რამდენიმე საათში, ტერმინი „HODL“ ელვის სისწრაფით გავრცელდა კრიპტოვალუტების სივრცეში.
GameKyuubi-ს უბრალოდ სასაცილო განცხადება არ გაუკეთებია—მან უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია. რას ნიშნავდა მისი მესიჯი? ნუ დაიწყებთ კრიპტოვალუტების გაყიდვას მაშინვე, როგორც კი პროცესები ისე არ წარიმართება, როგორც თქვენ გსურთ. ნაცვლად ამისა, აირჩიეთ HODL—შეინახეთ თქვენი კრიპტოვალუტები და დაელოდეთ ქარიშხლის ჩაწყნარებას. უბრალო მართლწერის შეცდომა სულ მალე იმ კრიპტო ინვესტორების მანტრად იქცა, რომელთაც სწამთ, რომ მიუხედავად ფასების მკვეთრი მერყეობისა, კრიპტოვალუტების შენახვით მომავალში აუცილებლად დიდ მოგებას ნახავენ.
რატომ HODL? მთავარი აქ გრძელვადიან პერსპექტივაში მოგების მიღებაა
HODL-ს საფუძვლად მარტივი იდეა უდევს: ნუ გაყიდით კრიპტოვალუტებს პანიკის საფუძველზე, როდესაც ბაზარზე არსებული პირობები მოულოდნელად მკვეთრად შეიცვლება. თუ კრიპტოვალუტების სივრცეში გარკვეული დრო გაქვთ გატარებული, თქვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს მათი ფასებისთვის დამახასიათებელი მერყეობა. დღევანდელი უმაღლესი ფასი შესაძლოა მომდევნო დღის ყველაზე დაბალ ფასად იქცევს და რთულ სიტუაციებში ნამდვილად მაცდუნებელია თანხის ანგარიშიდან სრულად გატანის და ამგვარად შენახვის იდეა. თუმცა ისინი, ვინც HODL ტენდენციას მიჰყვებიან, სხვაგვარად ფიქრობენ. მათ სწამთ, რომ კრიპტოვალუტების შენახვა ბაზრის რთულ პერიოდებში, აუცილებლად დაუფასდებათ და დაეხმარება მათ დიდი მოგების მიღებაში, როდესაც პროცესები საწყის კალაპოტს დაუბრუნდება.
ამის ნათელი მაგალითია Bitcoin-ის ცვლილებებით აღსავსე ისტორია. 2017 და 2021 წელს დაფიქსირებული უმაღლესი ფასები სრულიად მოულოდნელად იქცეოდა „კრიპტოვალუტების ზამთრის პერიოდებად“, თუმცა მათ, ვინც გადაწყვიტა Bitcoin-ის შენახვა (და არა გაყიდვა) ამ რთულ პერიოდებშიც კი, შეძლეს მოგვიანებით მისი გაზრდილი ფასით სარგებლის მიღება. მთავარია რთული პერიოდების დროს შევინარჩუნოთ სიმშვიდე და არ დავკარგოთ იმედი, რომ ყველაფერი კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდება.
HODLing ბაზრის მერყეობის პირობებში
კრიპტოვალუტების ბაზრების ერთ-ერთ მთავარ მახასიათებელს მათი მაღალი მერყეობა წარმოადგენს. ისტორიის მანძილზე ინვესტორებს ფასების მკვეთრი მერყეობის არაერთ ეპიზოდთან უწევდათ გამკლავება, იქნებოდა ეს Bitcoin-ის უმაღლესი ფასების პერიოდები 2017 და 2021 წლებში, მკვეთრი ვარდნის პერიოდები 2018 წელს თუ ე.წ. „კრიპტოვალუტების ზამთრის პერიოდები“. HODL-ს მარტივი პრინციპი უდევს საფუძვლად: ნუ გაყიდით კრიპტოვალუტებს ბაზრის დაღმასვლის პერიოდებით გამოწვეული პანიკის საფუძველზე და შეინახეთ ისინი სამომავლოდ ფასის გაუმჯობესების და მოგების მიღების იმედით.
კრიპტო საზოგადოების ბევრი წევრი ამტკიცებს, რომ ბაზარზე სწორი პროგნოზების გაკეთება—ფასების კლების ანუ შეძენისთვის ხელსაყრელი და ზრდის, ანუ გაყიდვისთვის ხელსაყრელი პერიოდების წინასწარ განსაზღვრა—ძალიან რთულია და ხშირად დიდ ზარალთან ასოცირდება. კრიპტოვალუტების როგორც bullish, ისე bearish პერიოდებში შენახვით, HODLer-ები უმკლავდებიან რთულ პერიოდებს სიტუაციის კვლავ დამშვიდების შემდეგ პოტენციური მოგების მიღების იმედით.
HODL: ბევრად უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ სტრატეგია
HODL არ არის უბრალოდ ფულის შოვნის მეთოდი—ეს მთელი მსოფლმხედველობაა. უმეტესობისთვის ეს გახლავთ უბრალოდ კრიპტოვალუტების, მაგალითად Bitcoin-ის და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მომავლის იმედი. მათ, ვინც მკაცრად მიჰყვება ამ ტენდენციას (ისინი ასევე ცნობილნი არიან როგორც Bitcoin მაქსიმალისტები), სწამთ, რომ კრიპტოვალუტები წარმოადგენს ფულის მომავალს და საბოლოოდ ის აუცილებლად ჩაანაცვლებს ტრადიციულ ვალუტებს. ეს რწმენა აძლევს მათ საკუთარი აქტივების შენახვის მოტივაციას, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რთულდება სიტუაცია ბაზარზე.
HODL-თან კიდევ არაერთი კრიპტო-ჟარგონია დაკავშირებული, მაგალითად FUD (შიში, მერყეობა და ეჭვი), რაც გულისხმობს ყველა იმ უარყოფით მოსაზრებას, ეჭვს და ჭორს, რომელთა საფუძველზეც შესაძლოა ინვესტორებს მოუნდეთ საკუთარი აქტივების გაყიდვა. HODLer-ები უგულებელყოფენ ამ აზრებს და ორიენტირებულნი არიან მხოლოდ სამომავლო მოგებაზე.
როდის არის HODL მიზანშეწონილი?
რა არის HODLing-ის მთავარი წესი? კრიპტოვალუტების შენახვა ყოველთვის მიზანშეწონილია—სწორედ ამის სწამთ HODL ტენდენციის ერთგულ მიმდევრებს. მთავარ იდეას წარმოადგენს ის, რომ კრიპტოვალუტების შენახვა ყოველთვის კარგი აზრია, იქნება ეს ფასების ზრდის თუ შემცირების პერიოდებში. თუმცა მოდით ყველაფერს რეალურად შევხედოთ—ყველას არ აქვს ნებისყოფა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ მშვიდად დააკვირდნენ, თუ როგორ მცირდება მათი ინვესტიციების ღირებულება და მაშინვე არ დააჭირონ გაყიდვის ღილაკს.
თუ თქვენს გეგმას კრიპტოვალუტების სივრცეში გრძელვადიან პერსპექტივაში დიდი წარმატების მიღწევა წარმოადგენს და გჯერათ, რომ აქტივების ფასები აუცილებლად მოიმატებს მომავალში, მაშინ HODLing სწორედ თქვენთვისაა. თუმცა მათთვის, ვისაც არ გააჩნია საკმარისი რწმენა და ნებისყოფა, ეს საკმაოდ სარისკო მოქმედებას წარმოადგენს. მთავარია იმის გააზრება, რომ HODLing არ არის მხოლოდ სწრაფად და მარტივად გამდიდრების გზა—ეს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში მოქმედების სტრატეგიაა, რომელიც რთულ პერიოდებში მაქსიმალური სიმშვიდის შენარჩუნებას მოითხოვს.
HODL და ინვესტირების ტრადიციული მეთოდები
საფონდო ბირჟაზე ყიდვა-გაყიდვის ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით HODLing შესაძლოა სარისკო საქმიანობად მოგვეჩვენოს, თუმცა რეალურად მათ თითქმის ერთი იდეა უდევთ საფუძვლად. საფონდო ბირჟებზე მოვაჭრეები ყიდულობენ აქციებს და ინახავენ მათ, მაშინაც კი, თუ ბირჟაზე არსებული პირობები მათი სურვილის საწინააღმდეგოდ იცვლება და სჯერათ, რომ ფასები აუცილებლად გაიზრდება დროთა განმავლობაში. მთავარ სხვაობას წარმოადგენს ის, რომ კრიპტოვალუტების ბაზრები ბევრად უფრო მერყევია, შესაბამისად HODL მეთოდით მოქმედებას ბევრად უფრო დიდი გამბედაობა სჭირდება.
ჟარგონები: ბრილიანტის ხელები, ქაღალდის ხელები და სხვა
HODL ტენდენციის მიმდევართა სამყაროში არსებობს ინვესტორების სხვადასხვა ტიპის აღმნიშვნელი უამრავი ტერმინი. მაგალითად თუ ხართ ადამიანი, რომელიც ირჩევს HODLing-ს მიუხედავად იმისა, თუ რამდენად რთულდება ბაზარზე არსებული სიტუაცია, თქვენ გაქვთ „ბრილიანტის ხელები“. ხოლო „ქაღალდის ხელები“ აქვთ იმ ინვესტორებს, რომლებსაც ბაზარზე არსებული პირობების პირველივე ცვლილებებისას პანიკა იპყრობთ და მაშინვე იწყებენ საკუთარი კრიპტოვალუტების გაყიდვას. ეს ყველაფერი HODLing-ის კულტურის ნაწილია, სადაც წარმატებას მხოლოდ ძლიერები აღწევენ (ან იმედოვნებენ, რომ წარმატებას მიაღწევენ).
შეჯამება
რაც უფრო მეტი დიდი მოთამაშე შემოდის კრიპტოვალუტების სივრცეში, მაგალითად დაწესებულებები და სამთავრობო ერთეულები, მით უფრო იმედიანად გამოიყურება HODLing-ის მომავალიც—ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნევენ ამ ტენდენციის ერთგული მიმდევრები. ისეთი სიახლეები, როგორიცაა Bitcoin ETF-ების შექმნა და რეგულაციებთან დაკავშირებული გაუმჯობესებები, გრძელვადიან HODLer-ებს თავს უფრო იმედიანად აგრძნობინებს.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნას აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების წესებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.