თითოეული სანთელი შედგება მსხვილი ცენტრალური ნაწილისგან, რომელსაც სვეტი ეწოდება. მას ზემოდან და ქვემოდან უკავშირდება ორი ძაფი. სვეტი ასახავს გახსნის და დახურვის ფასებს დროის მოცემულ პერიოდში, ხოლო ძაფებით გამოისახება იმავე პერიოდში დაფიქსირებული უმაღლესი და უმცირესი ფასები.
ერთი სანთელი წარმოადგენს დროის კონკრეტულ მონაკვეთს, რომელიც შეიძლება იყოს წუთი, საათი, დღე ან ნებისმიერი სხვა ინტერვალი. სანთლის ფერი, როგორც წესი, ფასის მიმართულებას ასახავს. ჩვეულებრივ, მწვანე სანთელი იმაზე მიანიშნებს, რომ დახურვის ფასი გახსნის ფასზე მაღალი იყო, ხოლო წითელი ან შავი სანთელი აღნიშნავს, რომ დახურვის ფასი გახსნის ფასზე დაბალი იყო.
განვიხილოთ მარტივი მაგალითი. დავუშვათ, სანთელი 10-წუთიან პერიოდს აღნიშნავს. გახსნის ფასია 5 აშშ დოლარი, რომელიც ეცემა 1 აშშ დოლარამდე და შემდეგ იზრდება 15 აშშ დოლარამდე, ბოლოს კი იხურება 10 აშშ დოლარზე. რადგან დახურვის ფასი (10 აშშ დოლარი) გახსნის ფასზე (5 აშშ დოლარი) მაღალია, სანთელი მწვანე ფერისაა. სანთლის სვეტი აღნიშნავს ფასის დიაპაზონს 5-დან 10 აშშ დოლარამდე. ქვედა ძაფი სვეტიდან ჩამოდის 1 აშშ დოლარის ნიშნულამდე, რაც დაფიქსირებული მინიმალური ფასია, ხოლო ზედა ძაფი სვეტის ზემოთ ადის 15 აშშ დოლარის ნიშნულამდე, რაც აღნიშნავს მაქსიმალურ დაფიქსირებულ ფასს.
თავად ძაფების მეშვეობით ფასის ცვლილების პროგნოზირება შეუძლებელია. ისინი უბრალოდ აღწერს იმას, რაც განსაზღვრულ პერიოდში უკვე დაფიქსირდა. როგორც წესი, ტრეიდერები მათ არა დამოუკიდებლად, არამედ სხვა ინსტრუმენტებთან და ინდიკატორებთან ერთად იყენებენ.
კრიპტოგრაფიის მეშვეობით დაცული ციფრული ვალუტა, რომელიც გამოიყენება როგორც გაცვლის საშუალება peer-to-peer (P...
კრიპტოვალუტებით სავაჭრო ბირჟა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ მონეტების ყიდვა და გაყიდვა.
მაჩვენებელი, რომელიც გამოიყენება ინვესტიციის ეფექტურობის შესაფასებლად. წმინდა მოგებისა და წმინდა ხარჯების თ...
Binance Academy-ს სარედაქციო განყოფილება