მთავარი
ლექსიკონი
Offline Signing Orchestrator (OSO)

Offline Signing Orchestrator (OSO)

2023 წლის დეკემბერში, IBM-მა წარმოადგინა ტექნოლოგია, სახელწოდებით Offline Signing Orchestrator (OSO), რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან წინსვლას ცივ საცავში შენახული ციფრული აქტივების უსაფრთხოების მხრივ. თუ ჩვენ განვიხილავთ ცივ საცავს, როგორც თქვენი ციფრული ფასეულობების სეიფს, OSO მას ამატებს დაცვის დამატებით დონეს შენახული აქტივების უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

რატომ OSO?

ციფრული აქტივების შენახვასთან დაკავშირებულ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანური შეცდომები და ბოროტი განზრახვით მოქმედებები. OSO-ს დანიშნულებაა ამ პრობლემების გადაჭრა, რისთვისაც ის მინიმუმამდე ამცირებს აქტივების მართვის პროცედურების ხელით შესრულების საჭიროებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ციფრული ვალუტების სამყაროში დაშვებულმა თუნდაც მცირე შეცდომებმა ან უნებართვო წვდომამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი პრობლემები (და ფინანსური ზარალი).

OSO-ს ძირითადი მახასიათებლები

1. Air-gapped უსაფრთხოება: OSO ახდენს მთელი სისტემის იზოლირებას ინტერნეტისგან, რითაც ქმნის კიბერშეტევებისგან დაცვის ძლიერ ბარიერს. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ციფრული აქტივები დაცულია ონლაინ საფრთხეებისგან, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოების დამატებით დონეს.
2. უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები: OSO გვთავაზობს ისეთ ინოვაციურ ფუნქციებს, როგორიცაა რამდენიმე მხარის თანხმობის საჭიროება, დროზე დაფუძნებული უსაფრთხოება და ავტომატური ხელმოწერა. რამდენიმე მხარის თანხმობის საჭიროება უზრუნველყოფს, რომ ტრანზაქცია განხორციელდეს ერთზე მეტი ადამიანის ნებართვის საფუძველზე, რაც ართულებს არაავტორიზებულ წვდომას. დროზე დაფუძნებული უსაფრთხოება იძლევა ტრანზაქციების მხოლოდ კონკრეტულ დროს განხორციელების საშუალებას, რაც ამცირებს თავდასხმების რისკს. ავტომატური ხელმოწერის წყალობით, აღარ არის საჭირო ონლაინ კავშირი, რაც პროცესს უფრო უსაფრთხოს და ეფექტურს ხდის.
3. Metaco-სთან თანამშრომლობა: OSO თანამშრომლობის Metaco Harmonize პლატფორმასთან, რომელიც წარმოადგენს ციფრული აქტივების ინსტიტუციური მეურვეობის წამყვან ტექნოლოგიას. ეს თანამშრომლობა ამარტივებს ტრანზაქციის პროცესის მართვას, უზრუნველყოფს აუდიტის დეტალური ჩანაწერების წარმოებას და ხელს უწყობს მარეგულირებელი მოთხოვნების შესრულებას, რაც მთელ სისტემას უფრო ეფექტურს და გამჭვირვალეს ხდის.

OSO-ს ზეგავლენა

IBM-ის OSO ტექნოლოგიის დანერგვა წარმოადგენს მნიშვნელოვან მოვლენას კრიპტოუსაფრთხოების სამყაროში. ეს აუმჯობესებს ცივ საცავში შენახული ციფრული აქტივების უსაფრთხოებას, რაც ზრდის ფინანსური ინსტიტუტებისა და სხვა რეგულირებადი სუბიექტების მიერ კრიპტოვალუტების გამოყენების პოტენციალს. OSO-ს წყალობით, მინიმუმამდე მცირდება კიბერთავდასხმების და ადამიანური შეცდომების რისკი, რაც ხელს უწყობს ნდობის და გამჭვირვალობის გაზრდას კრიპტო ეკოსისტემაში. OSO არის უფრო უსაფრთხო და სანდო ციფრული აქტივების შექმნისკენ გადადგმული ნაბიჯი.

პოსტების გაზიარება
შესაბამისი ტერმინები
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.