NFT-ის მინიმალური ფასი ეწოდება კოლექციის ყველაზე იაფად შეფასებული ნივთის ღირებულებას და კოლექციონერების მიერ პროექტის პოპულარობის შესაფასებლად გამოიყენება. მისი საშუალებით მყიდველებს ექმნებათ წარმოდგენა, თუ რა მინიმალური ინვესტიციაა საჭირო კონკრეტული პროექტის NFT-ის შესაძენად.
მინიმალური ფასების შესახებ ინფორმაციის მოპოვება პროექტის პოპულარობის და ფასეულობის დადგენის პროცესის შესანიშნავი დასაწყისია. თუმცა მინიმალური ფასი არ არის პროექტის წარმატებულობის საიმედო ინდიკატორი.
კოლექციის მინიმალური ფასი არის პროექტის ყველაზე იაფი NFT-ის ფასი. NFT-ების მინიმალური ფასების განახლება ხდება რეალურ დროში და დამოკიდებულია მიწოდებაზე, მოთხოვნაზე, პროექტის მონაწილეებზე და მიმდინარე საბაზრო პირობებზე. კონკრეტული კოლექციის მინიმალური ფასი სხვადასხვა სავაჭრო ბირჟაზე შეიძლება განსხვავებული იყოს.
დავუშვათ კოლექციის ყველაზე იაფი NFT-ის ფასია $50. ეს ნიშნავს, რომ ამ კოლექციის მინიმალური ფასია $50. თუ ვინმე ამ NFT-ს იყიდის, ახალი მინიმალური ფასი გახდება ამ კოლექციის მომდევნო ყველაზე იაფად შეფასებული NFT-ის ფასი.
NFT-ის მინიმალურ ფასებზე გავლენას სხვადასხვა ფაქტორი ახდენს. ამ კომპონენტების ცოდნა კოლექციონერებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენს მინიმალურ ფასზე:
NFT-ის მინიმალურ ფასებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ბაზარზე წარსულში ან მიმდინარე დროში დაფიქსირებული მოვლენები. მინიმალურ ფასზე გავლენას ახდენს ბაზრის ტენდენციები, მაგალითად NFT-ების კონკრეტული ავტორის პოპულარობის ზრდა, NFT-ების მიმართ დადებითი განწყობა, NFT-ის მახასიათებლები და დანიშნულება.
მთავარი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს კოლექციის მინიმალურ ფასზე, არის NFT-ის უნიკალურობა და დეფიციტი. ეს ძირითადად ეფუძნება კოლექციის პოპულარობას და იშვიათობას. როგორც წესი, რაც უფრო იშვიათი და უნიკალურია NFT, მით უფრო მაღალია მინიმალური ფასი. ამის მიზეზი ისაა, რომ ჩვეულებრივ კოლექციონერები და ინვესტორები ეძებენ უნიკალურ ნივთს, რომლის ფასიც დროთა განმავლობაში მოიმატებს.
კრიპტოგრაფიული ტოკენის ტიპი, რომელიც წარმოადგენს უნიკალურ ციფრულ ან რეალური სამყაროს აქტივს და არ არის ჩანა...