სირთულის ბომბი
სირთულის ბომბი იყო
Ethereum-ის კოდში ჩაშენებული მექანიზმი, რაც დროთა განმავლობაში ეტაპობრივად ზრდიდა მაინინგის სირთულეს, შედეგად, მაინერებისთვის სულ უფრო რთული ხდებოდა ახალი
ბლოკების შექმნა.
მიზი მიზანი იყო ქსელის
proof-of-work-დან proof-of-stake მექანიზმზე გადასვლის ხელშეწყობა. Ethereum-ის გაშვების მომენტში, მისი ფუნქციონირება დამოკიდებული იყო ვალიდატორების მუშაობაზე, რომლებიც ტრანზაქციების ვალიდაციისთვის ხსნიდნენ კრიპტოგრაფიულ თავსატეხებს. სირთულის ბომბი შემოიღეს დაგეგმილი „Ice Age“ გარემოს შექმნის მიზნით, რაც გულისხმობდა ბლოკების შექმნის დროის ეტაპობრივ ზრდას, რაც
მაინინგს ნაკლებად მომგებიანს ხდიდა და ეკოსისტემას აიძულებდა გადასულიყო უფრო ენერგოეფექტურ კონსენსუსის მოდელზე.
სირთულის ბომბი გააქტიურდა 2015 წელს, 200 000-ე ბლოკზე. მან გამოიწვია Ethereum-ის მაინინგის სირთულის ექსპონენციური ზრდა წინასწარ განსაზღვრულ
ბლოკის სიმაღლეებზე. ბომბის გაშვების შემდეგ, ბლოკების შექმნის დრო გაიზარდა დაახლოებით 13 წამიდან 20 წამამდე, რამაც შეანელა ტრანზაქციების დამუშავება და მაინინგი სულ უფრო არამომგებიანი გახადა.
იმისთვის, რომ „Ice Age“-ს ხელი არ შეეშალა ქსელის მუშაობისთვის proof-of-stake-ის მექანიზმზე გადასვლისთვის მომზადებამდე, დეველოპერებმა სირთულის ბომბის გააქტიურება რამდენჯერმე გადადეს
hard fork-ების მეშვეობით. ამ დაყოვნების მექანიზმების გაშვება რამდენიმე ეტაპზე მოხდა: 2017 წელს Byzantium განახლების, 2019 წელს, Constantinople განახლების, 2020 წელს Muir Glacier განახლების, 2021 წელს
London განახლების, ასევე 2021 და 2022 წლებში
Arrow Glacier და Gray Glacier-ის განახლებების გაშვების დროს. დაყოვნების თითოეულმა პროცესმა ბომბის გააქტიურების თარიღი სამომავლო პერიოდისთვის გადასწია, რაც დეველოპერებს აძლევდა proof-of-stake მექანიზმის მომზადების დასრულების დროს.
სირთულის ბომბი ორ ძირითად მიზანს ემსახურებოდა. პირველი: მან დეველოპერებს დაუწესა proof-of-stake მექანიზმზე გადასვლის დედლაინი, რამაც უზრუნველყო ქსელის სტაგნაციის პრევენცია. ამ ზეწოლის გარეშე, განახლების გაშვება შესაძლოა დროულად არ მომხდარიყო. მეორე: ის მაინერებს აიძულებდა აღარ გაეგრძელებინათ ძველი proof-of-work ბლოკჩეინის მხარდაჭერა, რაც ამცირებდა არასასურველი hard fork-ის შენარჩუნების ალბათობას, რასაც შეეძლო Ethereum-ის ორ კონკურენტ ბლოკჩეინად გაყოფა გამოწევია.
Ethereum-მა proof-of-stake მექანიზმზე გადასვლა დაასრულა 2022 წლის 15 სექტემბერს the Merge-ის სახელწოდებით ცნობილი განახლების გამოსვლის შემდეგ. რადგან ამჟამად ქსელი აღარ იყენებს მაინინგს, სირთულის ბომბი აღარ არის აქტიური ან რელევანტური Ethereum-ის ოპერაციებისთვის. მან შეასრულა თავისი დანიშნულება და ახლა ის Ethereum-ის ისტორიის ნაწილია.