რა არის Stacks (STX)?

რა არის Stacks (STX)?

განახლებული Nov 10, 2025
7m

მთავარი დეტალები

  • Stacks არის მე-2 დონის ბლოკჩეინი, რომელიც შექმნილია Bitcoin-ის ფუნქციების გასაფართოებლად სმარტ კონტრაქტებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) მხარდაჭერის დამატების მეშვეობით.

  • Stacks იყენებს Proof of Transfer (PoX) კონსენსუსის მექანიზმს თავისი ბლოკების Bitcoin-ზე მისაბმელად, რაც ქსელს Bitcoin-ის უსაფრთხოებით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

  • sBTC არის Bitcoin-თან 1:1 თანაფარდობით უზრუნველყოფილი ტოკენი Stacks-ზე, რომელიც BTC-ის სმარტ კონტრაქტებში და DeFi აპლიკაციებში გამოყენების საშუალებას იძლევა.

  • STX პროტოკოლის ადგილობრივი ტოკენია. ის გამოიყენება ტრანზაქციის საკომისიოების გადახდისთვის, stacking-ის მხარდაჭერისთვის, მაინერების ჯილდოებისთვის და peg-out-ის ხელმომწერების წახალისებისთვის.

stacks cta ბანერი

რა არის Stacks?

Stacks არის მე-2 დონის ბლოკჩეინი, რომელიც შექმნილია Bitcoin-ის ფუნქციების გასაფართოებლად სმარტ კონტრაქტებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApp-ების) მხარდაჭერის დამატების მეშვეობით. პროტოკოლი Bitcoin-ის თანხლებით მუშაობს და მის უსაფრთხოებასა და ანგარიშსწორების დონეს პროგრამირებადი ფუნქციების საფუძვლად იყენებს.

Proof of Transfer (PoX) სახელით ცნობილი კონსენსუსის მექანიზმის მეშვეობით, Stacks თავის ბლოკებს ამაგრებს ბიტკოინის ბლოკჩეინზე, რაც უზრუნველყოფს ქსელის აქტიურობის Bitcoin-ის მეშვეობით დადასტურებას. ქსელი იყენებს Clarity-ს – ადგილობრივი სმარტ კონტრაქტების ენას Bitcoin-ის მდგომარეობაზე წვდომით და ასევე sBTC-ს – Bitcoin-ით უზრუნველყოფილ აქტივს, რომელიც BTC-ს საშუალებას აძლევს დეცენტრალიზებულად იმოძრაოს Bitcoin-სა და Stacks-ს შორის.

ამ ფუნქციების წყალობით Stacks-ს შეუძლია ისეთი აპლიკაციების მხარდაჭერა, როგორიცაა ფინანსური პროტოკოლები, ციფრული აქტივები და იდენტობის სისტემები. შესაძლებელია მათი Bitcoin-თან დაკავშირება და ამავდროულად ქსელის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება.

როგორ მუშაობს Stacks

Proof of Transfer

Proof of Transfer (PoX) არის კონსენსუსის მექანიზმი, რომელიც Stacks-ს Bitcoin-თან აკავშირებს. PoX აფართოებს Bitcoin-ის Proof of Work-ის (PoW) მოდელს, BTC-ის Stacks-ის ქსელის უსაფრთხოებისთვის და მუშაობისთვის გამოყენების ხარჯზე, რაც აქრობს ახალი მაინინგის აპარატურისა და ენერგიის ხარჯვის საჭიროებას.

PoX-ში მაინერები BTC-ს Stacker-ებს უგზავნიან, ხოლო ისინი ბლოკავენ თავიანთ STX-ს, პროტოკოლის ადგილობრივ ტოკენს ქსელის კონსენსუსის მხარდასაჭერად. მაინერი რაც უფრო მეტ BTC-ს გასცემს, მით უფრო დიდია შანსი ის აირჩიონ შემდეგი ბლოკის შესაქმნელად. არჩეული მაინერი იღებს ახლად დამზადებულ STX ტოკენებს და ტრანზაქციის საკომისიოებს, სანამ Stacker-ები BTC ჯილდოებს გამოიმუშავებენ ქსელის სტაბილურობის შენარჩუნებისთვის.

Stacker-ების მიერ სტეიკინგის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთანავე, მათ შეუძლიათ ხელმომწერების როლი მოირგონ, ახალი ბლოკების ვალიდაციისა და sBTC-ის შეტანა/გამოტანის პროცესების განკარგვით. თითოეული Stacks-ის ბლოკი Bitcoin-ის ბლოკჩენიზეა ჩაწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ Stacks-ის ტრანზაქაციის გაუქმებისთვის საჭირო იქნება Bitcoin-ის ტრანზაქციის გაუქმებაც. ეს დიზაინი ეხმარება Stacks ჰქონდეს Bitcoin-ის უსაფრთხოება და ამავდროულად სმარტ კონტრაქტების ფუნქციები და პროგრამირებადობა.

მთავარი მახასიათებლები

sBTC

sBTC არის Stacks-ის ქსელში BTC-ად წარმოდგენილი აქტივი, რომელიც 1:1 თანაფარდობითაა Bitcoin-ით უზრუნველყოფილი. ის საშუალებას იძლევა გამოიყენოთ თქვენი Bitcoin დეცენტრალიზებულ ფინანსებში (DeFi) და სხვა on-chain აპლიკაციებში. sBTC მუშაობს ღია წვდომის ორმხრივი მიბმის მეშვეობით, სადაც ხელმომწერები და სმარტ კონტრაქტები ერთობლივად მართავენ თანხების შეტანას და გამოტანას.

sBTC-ის დასამზადებლად, შეგაქვთ BTC Bitcoin-ის ბლოკჩეინზე არსებულ sBTC-ის მისაბმელ საფულეში. დეცენტრალიზებული ხელმომწერების ჯგუფი ახდენს დეპოზიტის ვერიფიკაციას და ამზადებს sBTC-ის შესაბამის რაოდენობას Stacks-ზე. ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ sBTC ვაჭრობაში, სესხებში ან სმარტ კონტრაქტებთან ურთიერთქმედებაში და ამავდროულად შეინარჩუნოთ BTC-ის უსაფრთხოება და მისი Bitcoin-ის ქსელში დადასტურებადობა.

როდესაც უკან დაკონვერტირება გსურთ, შეგიძლიათ გააგზავნოთ sBTC Stacks-ის პროტოკოლზე, რომელიც წვავს ტოკენებს და უშვებს შესაბამისი რაოდენობის BTC-ს მისაბმელი საფულიდან თქვენს Bitcoin-ის მისამართზე. თითოეული ტრანზაქციის ვერიფიცირება რამდენიმე ხელმომწერის მიერ ხდება უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით. ეს სტრუქტურა ამცირებს შემხვედრი მხარის რისკებს, თავიდან გვაცილებს კრიტიკულ სუსტ წერტილებს და უზრუნველყოფს BTC-ის დადასტურებადობის შენარჩუნებას Bitcoin-ის საბაზისო დონეზე.

Clarity

Clarity პროგრამული ენაა, რომელიც გამოიყენება Stacks-ის ქსელში არსებული სმარტ კონტრაქტებისთვის. ის შექმნილია კონტრაქტების წაკითხვის, გაგების და დადასტურების გამარტივების მიზნით და ამცირებს არაპროგნოზირებადი ქცევის რისკებს გამოყენებისას. Clarity კომპილირების ნაცვლად, პირდაპირ ბლოკჩეინზეა გაშვებული, რაც ნებისმიერს აძლევს საშუალებას შეამოწმოს და დაადასტუროს კონტრაქტის ლოგიკა მის აღსრულებამდე.

რადგან თითოეული Stacks-ის ბლოკი Bitcoin-ის ბლოკთანაა დაკავშირებული, Clarity კონტრაქტებს აქვთ წვდომა Bitcoin-ის მონაცემებზე. მაგალითად, კონტრაქტს შეუძლია შეამოწმოს გატარდა თუ არა კონკრეტული Bitcoin-ის ტრანზაქცია ფუნქციის Stacks-ზე აღსრულებამდე. ეს მიდგომა უფლებას აძლევს დეველოპერებს შექმნან აპლიკაციები და ფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც Stacks-ის ქსელზე გაშვებასთან ერთად შეძლებენ Bitcoin-ის მდგომარეობასთან ინტერაქციასაც.

ორმაგი stacking-ი

ორმაგი stacking-ი წარმოადგენს ფუნქციას Stacks-ის ქსელში, რომელიც იძლევა Bitcoin-ზე ჯილდოების მოპოვების შესაძლებლობას. მონაწილეობის მისაღებად, შეგიძლიათ დაბლოკოთ BTC sBTC-ის დასამზადებლად, შემდეგ კი გაწევრიანდეთ ორმაგ stacking-ში sBTC-ის ჯილდოების მისაღებად. თუ STX ტოკენებსაც დაბლოკავთ, თქვენი ჯილდოების წილი გაიზრდება. აქტივების დაბლოკვის მიუხედავად, მაინც შეგეძლებათ მათი გამოყენება დეცენტრალიზებულ აპლიკაციებში Stacks-ზე, ხოლო ჯილდოები ყოველი ციკლის ბოლოს რიგდება თქვენი ჩართულობის დონის საფუძველზე.

გამოყენების შემთხვევები

  • Bitcoin DeFi: დეველოპერებს შეუძლიათ შექმნან სესხების, ვაჭრობის და მოგების პროტოკოლები, რომლებიც უზრუნველყოფად Bitcoin-ს იყენებენ, რაც უზრუნველყოფს მისი როლის გაზრდას დეცენტრალიზებულ ფინანსებში.

  • არაჩანაცვლებადი ტოკენები (NFTs): NFT-ების შექმნა და მართვა შესაძლებელია Clarity-ის სმარტ კონტრაქტების მეშვეობით Stacks-ის ბლოკჩეინზე და ამავდროულად ყველა ტრანზაქციის Bitcoin-ის ბლოკჩეინზე მიბმითა და ანგარიშსწორებით.

  • იდენტობა: Blockchain Naming System (BNS) მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაარეგისტრირონ დეცენტრალიზებული უნიკალური სახელები და სახელების დომენები და დააკავშირონ on-chain იდენტობები off-chain მონაცემთან ცენტრალური მართვის გარეშე.

STX ტოკენი

STX Stacks ეკოსისტემის ადგილობრივი ტოკენია და ის გამოიყენება პროტოკოლში მრავალი დანიშნულებით, მათ შორის:

  • ქსელის საკომისიოები: Stacks აპლიკაციებთან ურთიერთქმედებისას ან ტრანზაქციის განხორციელებით, საკომისიოებს STX-ში იხდით. ეს საკომისიოები მაინერებთან მიდის, რომლებიც ამუშავებენ ტრანზაქციებს და ეხმარებიან ქსელს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში.

  • Stacking-ის ჯილდოები: თქვენი STX-ის დაბლოკვის საფუძველზე შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ PoX-ის კონსენსუსის მექანიზმში. ეს სისტემა ერთმანეთთან აკავშირებს Stacks-სა და Bitcoin-ს და გაჯილდოვებთ BTC-ით ქსელის უსაფრთხოებასა და ოპერაციებში წვლილის შეტანისთვის.

  • წახალისებები: ახლად დამზადებული STX ტოკენები მაინერებს ჯილდოს სახით უნაწილდებათ მე-2 დონის ქსელში ახალი ბლოკების შექმნისთვის. ხელმომწერები რომლებიც ეხმარებიან აქტივების Stacks-დან უკან Bitcoin-ზე დაბრუნებას, რაც peg-out ოპერაციების სახელითაა ცნობილი, ასევე იღებენ STX-ის ჯილდოებს სანდო კროს-ჩეინ ტრანზაქციების შენარჩუნებისთვის.

შეჯამება

Stacks არის მე-2 დონის ქსელი, რომელიც ბიტკოინს დამატებით სთავაზობს სმარტ კონტრაქტებსა და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს და ამავდროულად ინარჩუნებს მის უსაფრთხოებასა და სიმარტივეს. PoX-ის კონსენსუსის მექანიზმის მეშვეობით, Stacks პირდაპირ Bitcoin-ს უკავშირდება, რაც უზრუნველყოფს მის გამოყენებას DeFi-ში, NFT-ებსა და პროგრამირებად Bitcoin-ის აქტივებში. ისეთი ფუნქციების მეშვეობით, როგორიცაა Clarity, sBTC და ორმაგი Stacking, Stacks იძლევა Bitcoin-თან უფრო მოქნილი ურთიერთქმედების შესაძლებლობას და რჩება სრულად დადასტურებადი საბაზისო დონეზე.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკების შესახებ გაფრთხილებას.

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.