რა არის Fartcoin (FARTCOIN)?

რა არის Fartcoin (FARTCOIN)?

განახლებული Oct 31, 2025
5m

მთავარი დეტალები

  • Fartcoin არის meme მონეტა, რომელიც გაეშვა Solana ბლოკჩეინზე Pump.fun-ის მეშვეობით, რომელიც წარმოადგენს ტოკენების შექმნისა და ვაჭრობის მხარდასაჭერად შექმნილ meme მონეტების launchpad-ს.

  • Fartcoin-ის შექმნის იდეა ეკუთვნის Truth Terminal-ს, ენდი აირეის მიერ შექმნილ ხელოვნური ინტელექტის აგენტს, რის გამოც ის ითვლება ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილ პირველ meme მონეტად.

  • Fartcoin-ის ფასი და პოპულარობა დიდწილად დამოკიდებულია სოციალური მედიის ყურადღებასა და სპეკულაციაზე და არა მის პრაქტიკულობაზე.

  • meme მონეტების უმეტესობის მსგავსად, Fartcoin-ს ძლიერი მერყეობა ახასიათებს, ამიტომ ის უფრო კულტურულ ექსპერიმენტად აღიქმება, ვიდრე ტრადიციულ საინვესტიციო ინსტრუმენტად.

რა არის Fartcoin?

Fartcoin არის meme მონეტა, რომელიც გაეშვა Solana ქსელზე 2024 წლის 18 ოქტომბერს Pump.fun-ის, meme მონეტების launchpad-ის მეშვეობით. ტრადიციული კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რომელიც ფოკუსირებულია ფინანსებზე, მმართველობაზე ან DeFi აპლიკაციებზე, Fartcoin-ის პოპულარობა ინტერნეტ-კულტურასთან არის ასოცირებული. მარტივი და ადვილად აღსაქმელი კონცეფციის წყალობით („everyone farts“), მონეტამ ონალინ აუდიტორიის ყურადღების მიპყრობა შეძლო. 

თავდაპირველად პროექტი მომხმარებელს სთავაზობდა ტოკენების მიღების სანაცვლოდ გამოეგზავნათ ხუმრობები „კუილზე“, რაც წარმოადგენდა მონეტის გაშვების ფაზის დროს მისი მარაგის განაწილების კრეატიულ მეთოდს. Fartcoin-ის სლოგანია „the token that breaks wind, not banks,“ ამით ის გვაცნობს კრიპტოს სახალისო მხარეს იუმორის და კულტურული თვითგამოხატვის მეშვეობით.

ისტორია 

თავდაპირველად Fartcoin წარმოადგენდა ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ გენერირებულ კონცეფციას და არა ტრადიციულ კრიპტოვალუტის პროექტს. კონცეფციის ავტორია ხელოვნური ინტელექტის აგენტი, სახელწოდებით Truth Terminal, რომელიც შექმნა ენდი აირეიმ სხვა ხელოვნური ინტელექტის მოდელთან, Claude Opus-თან თანამშრომლობით.

ონლაინ კომუნიკაციის დროს, Truth Terminal-მა წარმოადგინა მიმზე დაფუძნებული კრიპტოვალუტის შექმნის იდეა, რომელშიც ასახული კრიპტო საზოგადოების იქნებოდა იუმორისტული და ექსპერიმენტული თვისებები. შემდგომში ეს იდეა გარდაიქმნა Fartcoin ტოკენად, რომელიც გაეშვა Solana ბლოკჩეინზე Pump.fun-ის მეშვეობით, რისთვისაც გამოყენებულ იქნა SPL ტოკენის სტანდარტი.

თავდაპირველად Fartcoin შეიქმნა, როგორც მარტივი პროექტი, რომელიც დაფუძნებული იყო იდეაზე „everyone farts“ და აერთიანებდა იუმორს, საზოგადოების ჩართულობას და ინტერნეტ-კულტურას. ასევე ამბობენ, რომ აპირებდნენ Fartcoin-ის ტრანზაქციებზე კუილის ხმის დამატებას, რომელიც „გაზის საკომისიოს“ ფუნქციას აღნიშნავდა, თუმცა არ არსებობს ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება.

მარაგი და განაწილება

Solana ბლოკჩეინზე გაშვებული Fartcoin-ის საერთო მარაგია of 1 მილიარდი ტოკენი. გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 20,1 მილიონი ტოკენი გადაეცა Truth Terminal-ს. ეს ტრანზაქცია სიმბოლურ ხასიათს ატარებდა და ამ იდეის ფორმირებაში ხელოვნური ინტელექტის როლის აღიარების დემონსტრირება იყო. ეს ასევე მარკეტინგულ ჟესტს წარმოადგენდა, რაც მიზნად ისახავდა ტოკენის ასოცირებას მის შემქმნელ ხელოვნურ ინტელექტთან.

ტოკენის მარაგის დარჩენილი ნაწილის მიღება მომხმარებელს შეეძლო ღია პლატფორმებზე ვაჭრობით ან საზოგადოების აქტივობებში მონაწილეობით. წინასწარ გაყიდვებში ან პირადი განაწილებებში მონაწილეობის ნაცვლად, ადრეულ მომხმარებლებს შეეძლოთ გაეგზავნათ კუილთან დაკავშირებული ხუმრობები ან მიმები და სანაცვლოდ მიეღოთ ტოკენები. ეს მიდგომა ხაზს უსვამს პროცესებში მონაწილეობის და საზოგადოების ჩართულობის უპირატესობას ფინანსების მოზიდვის ტრადიციულ მექანიზმებთან შედარებით.

რისკები და პრობლემები

მაღალი მერყეობა

meme მონეტების უმეტესობის მსგავსად, Fartcoin მაღალი მერყეობით გამოირჩევა. მონეტის ფასზე გავლენას ახდენს არა საბაზისო მახასიათებლები, არამედ სოციალური მედიის ტრენდები, ინფლუენსერების აქტივობები და სპეკულაცია. 

შეზღუდული სარგებლიანობა

Fartcoin-ს არ გააჩნია კონკრეტული დანიშნულება ფინანსურ ან ტექნოლოგიურ სფეროში. ეს meme მონეტა ძირითადად ონლაინ გართობის და კულტურული თვითგამოხატვის სიმბოლოს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მისი ღირებულება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მის მიმართ საზოგადოების ინტერესზე.

იმიტაციის რისკები

Fartcoin-ის პოპულარობამ განაპირობა მსგავსი ან იმიტირებული ტოკენების გაჩენა. ეს იმიტირებული მონეტები პროექტს ორიგინალურობას უკარგავს და იწვევს დაბნეულობას ინვესტორებს შორის. სხვა ვირუსული კრიპტო პროექტების მსგავსად, ბაზრის ზედმეტად გაჯერებამ შესაძლოა სწრაფად შეამციროს ამ პროექტის მიმართ ინტერესი და მისი მიმზიდველობა.

რა ელის Fartcoin-ს?

2025 წლის იანვარში, Truth Terminal-ის შემქმნელმა, ენდი აირეიმ წამოიწყო Fartcoin-ის არასაბირჟო (OTC) გაყიდვები, რომლის მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტის პროექტის განვითარების და გრძელვადიანი დამოუკიდებლობის ხელშეწყობის მიზნით შექმნილი ფონდისთვის ფინანსების მოზიდვა. ბაზარზე გავლენის მინიმუმამდე შესამცირებლად, ამ გაყიდვებს კერძო ხასიათი ჰქონდა, მიღებული შემოსავალი კი ფონდის იურიდიულ, ტექნიკურ და ოპერაციურ ხარჯებს ხმარდებოდა.

Fartcoin-ის მომავალი კვლავ გაურკვეველია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, როგორიცაა საზოგადოების ჩართულობა, ბაზრის ზოგადი პირობები და Truth Terminal-ის პროექტის მიმართ ინტერესის შენარჩუნება. meme მონეტების უმეტესობის მსგავსად, ის სპეკულაციური ტოკენია და მისი ფასი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბაზრის განწყობაზე.

შეჯამება

Fartcoin წარმოადგენს meme მონეტას, რომელიც აერთიანებს იუმორს, საზოგადოების მონაწილეობას და Truth Terminal-თან ასოცირებულ, ხელოვნური ინტელექტით ინსპირირებულ ისტორიას. Fartcoin-ის მარტივი კონცეფცია და ვირუსული წარმომავლობა მას სხვა meme მონეტებისგან გამორჩეულს ხდის და იპყრობს კრიპტო საზოგადოების ყურადღებას.

თუმცა, meme მონეტების უმეტესობის მსგავსად Fartcoin სპეკულაციური და არაპროგნოზირებადია. თუ პროექტში მონაწილეობას აპირებთ, პირველ რიგში თავად ჩაატარეთ მოკვლევა და ინვესტიცია განახორციელეთ მხოლოდ იმ თანხით, რომლის დაკარგვაც მნიშვნელოვნად არ დაგაზარალებთ.

დამატებითი საკითხავი

პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის მოწოდებულია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ ზოგადი საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. რადგან წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით აქ წარმოდგენილ პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. ეს მასალა არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკის შესახებ გაფრთხილებას.









პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.