მთავარი დეტალები
Ethereum-ის გაუმჯობესების შეთავაზება (EIP) არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება Ethereum-ის ქსელში ახალი ფუნქციების ან ცვლილებების შეთავაზებისთვის.
EIP-ები საზოგადოების მართვის და პროტოკოლის განახლების ძირითად მექანიზმს წარმოადგენს Ethereum-ის დეცენტრალიზებულ ეკოსისტემაში.
ვიტალიკ ბუტერინი და სხვა ძირითადი დეველოპერები განიხილავენ ამ შეთავაზებებს, პროტოკოლის განვითარების გზის განსაზღვრისთვის.
გამოცდილი დეველოპერები, მათ შორის დამფუძნებელი ვიტალიკ ბუტერინი, ამოწმებენ ამ დოკუმენტებს, რათა ქსელმა განაგრძოს უსაფრთხო და ეფექტური განვითარება.
შესავალი
Ethereum არის დეცენტრალიზებული ქსელი, რომელიც გადაწყვეტილებების მისაღებად დეველოპერების და სტეიკჰოლდერების გლობალურ საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ცენტრალიზებული პროგრამური უზრუნველყოფის კომპანიებისგან განსხვავებით, სადაც გადაწყვეტილებებსა და განახლებებს დირექტორთა საბჭო აკონტროლებს, Ethereum ცვლილებების დანერგვის კოლაბორაციულ მეთოდს იყენებს.
Ethereum-ის გაუმჯობესების შეთავაზება (EIP) წარმოადგენს ამ ცვლილებების შეთავაზების, განხილვისა და განხორციელების სტანდარტულ მეთოდს.
როგორ მუშაობს EIP-ების მართვის პროცესი
EIP არის დეცენტრალიზებულ ქსელში ცვლილებების შეტანის ცენტრალური პროცესი. სანამ კოდი სმარტ კონტრაქტების აღსრულებას მართავს, ამ კოდის განვითარება ადამიანურ განსჯის უნარს და კოორდინაციას მოითხოვს.
Ethereum-ის ადრეულ პერიოდში, მართვასთან დაკავსირებული პრობლემები DAO-ს ინციდენტის შემდეგ გამოაშკარავდა, სადაც გამოუცდელობამ დიდი დანაკარგი გამოიწვია. საზოგადოებას უნდა გადაეწყვიტა რა მოექმოდებინათ. საბოლოოდ, ზარალის აღმოსაფხვრელად (დაბრუნებისთვის), გადაწყდა hard fork-is წარმოქმნა. ეს ამტკიცებს, რომ კოდში გაწერილი წესები ყოველთვის იდეალური არაა და რომ გარკვეულ სიტუაციებში აუცილებელია ადამიანური განსჯის უნარი.
დღესდღეობით ვიტალიკ ბუტერინი და სხვა ლიდერები ჯერ ისევ ეხმარებიან ამ ცვლილებების განხორციელებაში EIP-ების განხილვის და კვლევის გაზიარების მეშვეობით, ხოლო ამ პროცესში მონაწილეობა მთელ საზოგადოებას შეუძლია.
რეალური მაგალითი: EIP-1559
EIP-ის გავლენის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება ძირითადი სტანდარტის განხილვა, რომელმაც შეცვალა ქსელის ეკონომიკა: EIP-1559.
2021 წელს London Hard Fork-ის დროს გაშვებულმა EIP-1559-მა მთლიანად შეცვალა გაზის საფასურის მექანიზმი. ამ განახლებამდე მომხმარებლებს თავად უნდა განესაზღვრათ, თუ რამდენი გადაეხადათ ვალიდატორებისთვის, რაც ხშირად ზედმეტ გადასახადს ან ტრანზაქციების დაგვიანებას იწვევდა.
EIP-1559-მა დანერგა უფრო პროგნოზირებადი ორკომპონენტიანი ფორმულა:
საბაზისო საკომისიო: გაზის მინიმალური რაოდენობა, რომელიც ტრანზაქციისთვისაა საჭირო. გასათვალისწინებელია, რომ ეს საკომისიო „იწვება“ (ამოღებულია ცირკულაციიდან), რაც ამცირებს Ether-ის მთლიან მარაგს დროთა განმავლობაში.
პრიორიტეტულობის საკომისიო (დამატებითი გასამსჯელო): არასავალდებულო დამატებითი გადასახადი, რომელსაც პირდპირ ვალიდატორებს აძლევთ ტრანზაქციის უფრო სწრაფად დამუშავებისთვის.
EIP-1559-ის შეთავაზების შემდეგ, საბაზისო საკომისიო ავტომატურად ითვლება ქსელის დატვირთულობის საფუძველზე, რაც ხარჯებს უფრო სტაბილურს და პროგნოზირებადს ხდის მომხმარებლებისთვის.
კონსესუსისა და განახლებების როლი
EIP-ები მხოლოდ კოდის შესახებ არ არის; ეს კონსენსუსის პროცესია. შეთავაზებები მიღებამდე ხშირად გადის ინტენსიური განხილვის პროცესებს.
მაგალითად, Proof of Work-დან (PoW) Proof of Stake-ზე (PoS) გადასვლა, რომელიც „The Merge-ის“ სახელითაა ცნობილი, მრავალწლიანი განვითარების და განხილვების შედეგია, რომლებშიც ტექნიკური სპეციფიკაციები და ვალიდატორების დიზაინი შედიოდა. ვიტალიკ ბუტერინი აქტიურად მონაწილეობდა ამ განხილვებში და ფართო აუდიტორიას გარდაქმნის მიზანს უხსნიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგი შეთავაზება „soft fork-ებს“ წარმოქმნის (წინა ვერსიებთან თავსებადი ცვლილებები), დანარჩენები, როგორიცაა მაგალითად DAO-ს გატეხვაზე რეაგირება და სხვა დიდი განახლებები „hard fork-ების“ წარმოქმნას მოითხოვს.
შეჯამება
Ethereum-ის გაუმჯობესების შეთავაზებები ქსელის მომავლის გზას წარმოადგენს. ეს შეთავაზებები გვთავაზობს უფრო გასაგებ და თანმიმდევრულ ხერხს მომხმარებლებისთვის ბლოკჩეინის გაუმჯობესების გზების შეთავაზებისთვის. იქნება ეს საკომისიოების დარეგულირება (მაგ. EIP-1559) თუ ქსელის ძრავის მთლიანი ცვლილება (მაგ. The Merge), EIP-ები წარმოადგენს ადამიანური იდეებსა და ტექნიკური პროგრესს შორის გადებულ ხიდს.
დამატებითი საკითხავი
პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადი: ეს კონტენტი თქვენთვის წარმოდგენილია „არსებული სახით“ და განკუთვნილია მხოლოდ საინფორმაციო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რაიმე სახის რეპრეზენტაციისა თუ გარანტიის გარეშე. იგი არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც ფინანსური, იურიდიული ან პროფესიული რჩევა და არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რეკომენდაცია გაუწიოს რაიმე სახის კონკრეტული პროდუქტის ან სერვისის შეძენას. რჩევის მისაღებად უნდა მიმართოთ შესაბამის პროფესიონალ მრჩეველს. ამ სტატიაში აღნიშნული პროდუქტები შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი თქვენს რეგიონში. თუ წინამდებარე სტატია მოწოდებულია მესამე მხარის მიერ, გაითვალისწინეთ, რომ მასში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის მესამე მხარეს და არ წარმოადგენს Binance Academy-ს შეხედულებებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, სრულად გაეცანით პასუხისმგებლობაზე უარის განაცხადს. ციფრული აქტივების ფასები შეიძლება იყოს არასტაბილური. თქვენი ინვესტიციის ღირებულებამ შეიძლება დაიკლოს ან მოიმატოს და შესაძლოა ვერ შეძლოთ ინვესტირებული თანხის დაბრუნება. თქვენ ერთპიროვნულად ხართ პასუხისმგებელი თქვენს საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე და Binance Academy არ არის პასუხისმგებელი თქვენ მიერ განცდილ არანაირ ზარალზე. აქ მოცემული ინფორმაცია არ უნდა იქნეს აღქმული, როგორც რაიმე სახის ფინანსური, იურიდიული, ან პროფესიული რჩევა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით ჩვენს გამოყენების პირობებს და რისკების შესახებ გაფრთხილებას.