სოციალური ვაჭრობა წარმოადგენს სტრატეგიას, რომელიც პირებს საშუალებას აძლევს გაიმეორონ ექსპერტი ინვესტორების და ბაზრის პროფესიონალების ქმედებები, ხშირად რეალურ დროში. ის ხელს უწყობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც შესაძლებელი იქნება ერთობლივად სწავლა და ცოდნის გაზიარება, ასევე სხვა პირების მოსაზრებებზე და სავაჭრო გადაწყვეტილებებზე თვალყურის დევნება და მათი კოპირება.
წარსულში, ბაზრის ანალიზი და სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღება ინდივიდუალური პროცესი იყო, რომლის დროსაც ინვესტორები დამოუკიდებლად ახორციელებდნენ ბაზრების შესწავლას, დიაგრამების წაკითხვას და ტენდენციების პროგნოზირებას. სოციალური ვაჭრობის გამოჩენამ გააქრო ეს ბარიერები და ხელი შეუწყო ისეთი პლატფორმების გაჩენას, სადაც ტრეიდერებს შეუძლიათ სხვა ტრეიდერების მოქმედებებისთვის თვალყურის დევნება და ერთმანეთისგან სწავლა. მაღალი დონის ტექნოლოგიური პლატფორმების და ციფრული ინსტრუმენტების წყალობით, სოციალურ ვაჭრობა უფრო ხელმისაწვდომი გახდა და ერთმანეთთან დააკავშირა ფინანსურ ბაზრებთან დაკავშირებული საერთო ინტერესების მქონე საზოგადოებები.
სოციალური ვაჭრობა ონლაინ პლატფორმებზე ხორციელდება, სადაც გაერთიანებულია უამრავი ტრეიდერის პროფილები და წარმოდგენილია მათი სავაჭრო სტრატეგიები, ეფექტურობის მაჩვენებლები, რისკის დონეები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია. მონაწილეობის მისაღებად, თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ეს პროფილები, დააფოლოვოთ ტრეიდერები, რომელთა სტრატეგიები თქვენს საინვესტიციო მიზნებს შეესაბამება და დააკოპიროთ მათი ვაჭრობები თქვენს პორტფოლიოში.
სოციალური ვაჭრობის ბევრ პლატფორმას აქვს რეალურ დროში და ინტერაქტიული კომუნიკაციის ფუნქციები, ასევე სიახლეების არხები, ფორუმები და ჩატები. ეს ფუნქციები აუმჯობესებს სოციალური ურთიერთობის შესაძლებლობას და საშუალებას გაძლევთ ჩაერთოთ დისკუსიებში, გაცვალოთ მოსაზრებები და ივაჭროთ ერთად.
უპირატესობების გარდა, სოციალურ ვაჭრობას რისკებიც ახლავს თან. ყოველთვის არსებობს იმის ალბათობა, რომ თქვენ მიერ დაფოლოვებულმა ტრეიდერმა განიცადოს ზარალი, რაც თქვენს პორტფოლიოზეც მოახდენს გავლენას. გარდა ამისა, თქვენ მიერ დაფოლოვებული პოტენციური ტრეიდერების სტრატეგიების და მათი ეფექტურობის შესაფასებლად საჭიროა გარკვეული დონის ცოდნა ფინანსურ ბაზრებთან დაკავშირებით.
ასევე, სხვა პირების სტრატეგიებზე ზედმეტად დამოკიდებულებამ შეიძლება შეზღუდოს თქვენი უნარი, მიიღოთ დამოუკიდებელი საინვესტიციო გადაწყვეტილებები და ხელი შეუშალოს თქვენი სავაჭრო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
ბევრი თვლის, რომ კოპირებით ვაჭრობა სოციალური ვაჭრობის ერთ-ერთ ტიპს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სტრატეგია ტრეიდერების საზოგადოების კოლექტიურ ცოდნას ეფუძნება, განსხვავებულია მათი მიდგომა. სოციალური ვაჭრობა ქმნის პლატფორმას, რაც ტრეიდერებს საშუალებას აძლევს დაუკავშირდნენ ერთმანეთს, დააკვირდნენ და შეისწავლონ ერთმანეთის ტაქტიკა და მეთოდები. ის იძლევა სოციალური ქსელის მსგავსი ინტერაქტიული გარემოს ჩამოყალიბების შესაძლებლობას, სადაც ტრეიდერები აზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს და სტრატეგიებს, ქმნიან საინფორმაციო ბაზას, რაც სხვა ტრეიდერებს ეხმარება ინფორმირებული სავაჭრო გადაწყვეტილებების მიღებაში. ის აერთიანებს ერთობლივი სწავლის პროცესს და ინდივიდუალურ კონტროლს, რადგან თითოეული ტრეიდერი თავად წყვეტს, თუ როგორ გამოიყენოს მიღებული ცოდნა ვაჭრობის დროს.
სოციალური ვაჭრობა გადაწყვეტილებების ინდივიდუალურად მიღების უნარის ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული, კოპირებით ვაჭრობის დროს კი ტრეიდერები უბრალოდ რეალურ დროში იმეორებენ წარმატებული ტრეიდერის მოქმედებებს. ტრეიდერი პლატფორმაზე ირჩევს პირს, რომელიც მიიჩნევა წარმატებულად და ავტომატურად აკოპირებს მის ყველა ტრანზაქციას საკუთარ სავაჭრო ანგარიშზე. ეს სტრატეგია აჩქარებს ვაჭრობის პროცესს, რადგან გამორიცხავს თითოეული ვაჭრობის ხელით აღსრულების საჭიროებას. ამგვარად, თქვენი სავაჭრო სტრატეგია თქვენ მიერ არჩეული ტრეიდერის სტრატეგიის ზუსტი ასლია. სოციალური ვაჭრობისგან განსხვავებით, კოპირებით ვაჭრობა უფრო მეტადაა დამოკიდებული სხვისგან მიღებულ მითითებებზე და პირდაპირ იმეორებს სხვა ტრეიდერის სტრატეგიას.
სენდვიჩ ტრეიდინგი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სენდვიჩ შეტევები ან „სენდვიჩინგი“, არის კრიპტოვალუტის ბაზრ...
კოპირებით ვაჭრობა გახლავთ პროცესი, რომელიც მოიცავს გამოცდილი ინვესტორების მიერ წარმატებით განხორციელებული ვ...