მთავარი
ლექსიკონი
სოციალური აღდგენის საფულე

სოციალური აღდგენის საფულე

რა არის სოციალური აღდგენის საფულე?

სოციალური აღდგენის საფულე, ასევე ცნობილი როგორც სოციალური გასაღების აღდგენის საფულე არის კრიპტო საფულის ნაირსახეობა, რომელიც მოიცავს საფულეზე წვდომის აღდგენის მექანიზმს სანდო პირების სოციალური ქსელის დახმარებით. ამ მიდგომის დახმარებით არაკასტოდიალური კრიპტო საფულე მომხმარებლებისთვის ქმნის უსაფრთხოების დამატებით დონეს.

ტრადიციული საფულის მფლობელმა პირადი გასაღების დაკარგვის, ან პაროლის დავიწყების შემთხვევაში, შესაძლოა თანხაზე წვდომა სამუდამოდ დაკარგოს. სოციალური აღდგენის საფულის გამოყენებით კი მომხმარებელი ქმნის სანდო კონტაქტების ქსელს, რომლის წევრებსაც გასაღების დაკარგვის ან პაროლის დავიწყების დროს საფულეზე წვდომის დაბრუნებაში დაეხმარებიან.

როგორ მუშაობს სოციალური აღდგენის საფულე?

სოციალური აღდგენის საფულისთვის საჭიროა სანდო კონტაქტი, რომელსაც აქვს აღდგენის გასაღების ნაწილი ან უნიკალური ინფორმაცია, რომელიც საფულის აღდგენისთვის არის საჭირო. საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დაიწყოს აღდგენის პროცესი, სანდო კონტაქტები კი ერთად იმუშავებენ საჭირო რეკვიზიტების აღსადგენად, რაც მომხმარებელს საფულეზე და თანხაზე წვდომის დაბრუნების საშუალებას მისცემს. 

სოციალური აღდგენის საფულის მაგალითი

დავუშვათ ელისი კრიპტოვალუტისთვის სოციალური აღდგენის საფულეს იყენებს. მას ჰყავს სამი სანდო კონტაქტი: ბობი, ქეროლი და დეივი. თითოეული კონტაქტი მიიღებს ინფორმაციის უნიკალურ ნაწილს, რომლებიც გაერთიანების შემთხვევაში ელისს საფულეზე წვდომის დაბრუნებაში დაეხმარება.

ერთ დღესაც ელისი შემთხვევით პირად გასაღებს დაკარგავს და საფულეზე წვდომას დაკარგავს. ის სანდო კონტაქტებს უკავშირდება და აღდგენის პროცესს იწყებს. ბობი, ქეროლი და დეივი მათთვის გამხელილი ინფორმაციით მას პირადი გასაღების დაბრუნებაში დაეხმარებიან. სამივე ნაწილის გაერთიანების შემდეგ ელისს მათი გამოყენებით საფულეზე წვდომის მოპოვება და თანხების დაბრუნება შეუძლია. 

ასეთ შემთხვევაში სოციალური აღდგენის საფულის დახმარებით ელისი, პირადი გასაღების არქონის მიუხედავად თანხაზე წვდომას სამუდამოდ არ დაკარგავს. ელისს შეუძლია საფულე დაიბრუნოს და კრიპტოვალუტის მართვა კოლექტიური ცოდნისა და სანდო კონტაქტების დახმარებით განაგრძოს.

პოსტების გაზიარება
შესაბამისი ტერმინები
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.