მთავარი
ლექსიკონი
რევანშ-ტრეიდინგი

რევანშ-ტრეიდინგი

რა არის რევანშ-ტრეიდინგი?

რევანშ-ტრეიდინგი არის ფსიქოლოგიური ხაფანგი, რა დროსაც ტრეიდერები ცდილობენ დაკარგული თანხის სწრაფად დაბრუნებას, რის გამოც ისინი ხშირად იღებენ ირაციონალურ სავაჭრო გადაწყვეტილებებს. რევანშ-ტრეიდინგმა შეიძლება გამოიწვიოს ცუდი სავაჭრო გადაწყვეტილებების საშიში ციკლი, რადგან ტრეიდერები იწყებენ ემოციებზე და არა სათანადო სავაჭრო სტრატეგიებზე დაყრდნობით ვაჭრობას.

როგორ მუშაობს რევანშ-ტრეიდინგი?

რევანშ-ტრეიდინგს ჩვეულებრივ ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ტრეიდერი განიცდის მნიშვნელოვან ზარალს ან რამდენიმე ზარალს ერთმანეთის მიყოლებით. როდესაც ტრეიდერი არის ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ და ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული თანხა, ის გადაუხვევს სავაჭრო სტრატეგიიდან, ხშირად ზრდის პოზიციის ზომას ან ახორციელებს უფრო მაღალ რისკიან გარიგებებს.

ამ დროს ტრეიდერის ემოციები აქვეითებს საღად აზროვნების უნარს და ის აღარ ითვალისწინებს არც დისციპლინას და არც მისი სავაჭრო გეგმის დადგენილ წესებს. მან შეიძლება დაიწყოს რისკების მართვის ფუნდამენტური პრინციპებისა და ბაზრის ინდიკატორების იგნორირება და მთელი ყურადღება გადაიტანოს დაკარგული თანხის რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებაზე. 

მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ტრეიდერს მიადგა დიდი ოდენობის ზარალი ბაზრის მოულოდნელი ვარდნის გამო და ამის გამო, ის აორმაგებს სხვა სარისკო პოზიციას დაკარგული კაპიტალის დასაბრუნებლად. ახალი პოზიციით ის დებს ფსონს ბოლოდროინდელი ფასის ვარდნის შეჩერებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ინდიკატორები მიანიშნებს ფასის ვარდნის გაგრძელებაზე, ტრეიდერი ინარჩუნებს ახალ პოზიციას ერთადერთი მიზნით: მას სურს დაკარგული თანხის უკან დაბრუნება.

რევანშ-ტრეიდინგის შედეგები

რევანშ-ტრეიდინგმა შეიძლება უარყოფითი ფინანსური და ემოციური ზეგავლენა მოახდინოს ტრეიდერებზე. ფინანსური კუთხით, რევანშ-ტრეიდინგი ხშირად იწვევს შემდგომ დანაკარგებს. ვაჭრობის სიხშირის გაზრდის შემთხვევაში, ეს ასევე დაკავშირებულია სავაჭრო დანახარჯების ზრდასთან. 

ემოციური თვალსაზრისით, რევანშ-ტრეიდინგმა შეიძლება გამოიწვიოს სტრესი და შფოთვა. ის ასევე წარმოშობს იმედგაცრუების და წარუმატებლობის განცდას, რის გამოც ტრეიდერმა შეიძლება მომავალში აღარ დაიცვას სისტემური მიდგომის პრინციპი ვაჭრობის დროს. გარდა ამისა, სისტემატურმა რევანშ-ტრეიდინგმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გადაღლა, რაც ტრეიდერს დააკარგვინებს ვაჭრობისადმი ინტერესს და პოტენციურად, მან შეიძლება საერთოდ შეწყვიტოს ვაჭრობა. 

ვაჭრობა არის რთული და ძალიან სტრესული საქმიანობა. თუ აღმოაჩენთ, რომ რევანშ-ტრეიდინის ციკლში იმყოფებით ან ვეღარ მოქმედებთ თქვენი სავაჭრო სტრატეგიების შესაბამისად, უფრო უსაფრთხო და მარტივი გამოსავალია გრძელვადიანი ინვესტიცია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ახალბედა ტრეიდერი ხართ.

დასკვნა

რევანშ-ტრეიდინგი გულისხმობს ტრეიდერების ემოციურ რეაქციას მათი დაკარგული თანხის სწრაფად უკან დაბრუნების მცდელობის დროს. ეს უარყოფითად მოქმედებს ტრეიდერებზე როგორც ფინანსურად, ასევე ემოციურად, რაც პოტენციურად გამოიწვევს გადაღლას და შემდგომ ფინანსურ ზარალს.

გაიგეთ მეტი: ელასტიურობა