NGMI

რას ნიშნავს NGMI?

NGMI არის აკრონიმი ფრაზისა „Not Gonna Make It“ (არაფერი გამოგვივა). ეს არის ინტერნეტ სლენგი, რომელიც გამოხატავს უიმედობას ან რაიმეს რწმენის დაკარგვას რის მიღმაც იმედგაცრუება დგას.

NGMI-ს მნიშვნელობა

მიუხედავად იმისა, რომ NGMI-ს უარყოფითი კონოტაცია გააჩნია, მისი გამოყენება ხუმრობით, ან თვით-ირონიითაც შეიძლება. მაგალითად, შესაძლოა Twitter-ის პოსტზე მომხმარებელმა „NGMI“ ეჭვის გამოხატვისთვის ან პროექტის მიმართ ყურადღების მიპყრობის მიზნით გამოიყენოს; ამის მაგალითია meme მონეტები სასაცილო სახელებით ან NFT პროექტი აბსურდული იდეით.
კრიპტო ენთუზიასტები ხშირად იყენებენ გამოთქმას „მთვარისკენ!“ რაც კრიპტოვალუტის პოტენციალისადმი ოპტიმიზმს გამოხატავს. „NGMI“ საპირისპირო პოზიციის იუმორით დაფიქსირების საშუალებაა.

რას ნიშნავს NGMI კრიპტოში

როდესაც ვინმე NGMI-ს კრიპტოვალუტის კონტექსტში იყენებს, ის გამოხატავს ეჭვს კრიპტოსთან დაკავშირებული საკითხის მიმართ, მაგალითად ეჭქვეშ აყენებს ახლად გაშვებული პროექტის შესაძლებლობას, მიაღწიოს დიდ წარმატებას.

კრიპტოვალუტების მერყევ სამყაროში ფასების ცვლილებების შესახებ ზუსტი პროგნოზების გაკეთება საოცრად რთული დავალებაა. შესაძლოა NGMI ხუმრობით ან ეჭვის გამოსახატად იქნას გამოყენებული, მაგრამ აუცილებელია ინვესტირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ყურადღებით მოეკიდოთ და საერთო აჟიოტაჟს არ აჰყვეთ.