WAGMI

WAGMI-ს მნიშვნელობა

WAGMI არის აკრონიმი ინგლისური ფრაზისა „We’re All Gonna Make It“ (ყველას გამოგვივა). ეს გამოთქმა ხშირად გამოიყენება ონლაინ საზოგადოებებში, განსაკუთრებით კრიპტოვალუტის კონტექსტში. WAGMI არის საბრძოლო შეძახილი, რომელიც გამოხატავს ერთიანობას, მიზანდასახულობასა და ოპტიმიზმს, რომელსაც იზიარებენ კრიპტოვალუტითა და მისი სამომავლო წარმატებით დაინტერესებული ინდივიდები.
WAGMI წარმატების ან კონკრეტული მიზნის მიღწევისთვის საჭირო ოპტიმისტურ დამოკიდებულებას ასახავს. ხშირად ამ ფრაზას იყენებენ კრიპტო პროექტების მონაწილეები ან ისეთი კრიპტო აქტივების ინვესტორები, როგორებიცაა Bitcoin ან არაჩანაცვლებადი ტოკენები (NFT) სამომავლო წარმატების იმედით.
კრიპტო საზოგადოებებში, „WAGMI“ ბაზრის მერყეობის ან გაურკვეველი მდგომარეობის დროს სხვების გასამხნევებლად და გასახალისებლად გამოიყენება. ის გამოხატავს ერთგვარ თავდაჯერებულობას დროებითი დაბრკოლებების მიუხედავად. web3-ის ეთოსის ნაწილია აზრი, რომ საერთო რწმენა და საქმიანობა გრძელვადიან პერსპექტივაში სასარგებლო შედეგს მოიტანს.

რა არის NGMI vs GMI?

NGMI და GMI არის პოპულარული აბრევიატურები, რომლებიც კონკრეტული სიტუაციისადმი ორ განსხვავებულ მიდგომას გამოხატავს. NGMI აღნიშნავს ფრაზას „Not Gonna Make It“ (არაფერი გამოგვივა) და სარკასტულად ან თვითკრიტიკისთვის გამოიყენება; GMI კი საპირისპიროს ნიშნავს და სამომავლო წარმატებისადმი ოპტიმისტურ დამოკიდებულებას ასახავს.

NGMI და GMI პოპულარულია ონლაინ კრიპტო საზოგადოებებში, როგორიცაა Telegram-ის ან Discord-ის ჯგუფები დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციები (DAO) და Twitter. ისინი ხშირად გამოიყენება პირადი მიზნების, გამოწვევების ან რთული სიტუაციების განხილვისას. NGMI-ს იუმორისტული დატვირთვა აქვს და დაბრკოლებების აღიარებას, ან საკუთარ თავში დაეჭვების გამოხატვას ემსახურება, GMI კი წარმოადგენს თავდაჯერებისა და შეუპოვრობის მანტრას, რომლის მიზანიც უფრო პოზიტიური მიდგომის წახალისებაა.
პოსტების გაზიარება
შესაბამისი ტერმინები
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.