Binance-ელი

„Binance-ელი“ არის ტერმინი, რომელიც აღნიშნავს პირებს, ვინც აქტიურად არიან ჩართულნი ან წვლილი შეაქვთ Binance-ის კრიპტოვალუტის ბირჟის ფუნქციონირებაში. ამ განმარტების ავტორია Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჩანგპენგ ჟაო (CZ). 

ტერმინი „Binance-ელი“ მოიცავს Binance-ის თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ პლატფორმის განვითარებაზე, მართვასა და გაფართოებაზე. Binance angel-ები არიან მოხალისეები, რომლებიც ეწევიან Binance-ის პოპულარიზაციას თავიანთ რეგიონებში და წვლილი შეაქვთ Binance-ის გლობალურ მისიაში. 

ტერმინი „Binance-ელი“ ასევე აღნიშნავს საზოგადოებას, კერძოდ Binance-ის პლატფორმის მომხმარებლებს, Binance-ის ეკოსისტემის კონტრიბუტორებს და Binance-ის მისიის მხარდამჭერებს. 

ფაქტიურად, „Binance-ელი“ არის ყველა ის პირი, ვინც ქმნის Binance-ს.

ვინ არის „Binance-ელი“ 

„Binance-ელის“ ძირითადი ღირებულებებია: 

1. მომხმარებელი უპირველეს ყოვლისა

„Binance-ელის“ პრიორიტეტია მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილება მოსალოდნელზე მაღალი ეფექტურობით. ეს მიდგომა ღრმად ფესვგადგმულია Binance-ის მისიასა და ოპერაციებში.

2. პატიოსნება

„Binance-ელების“ ქვაკუთხედია გამჭვირვალობა, პატიოსნება და ეთიკური საქმიანი ურთიერთობები, რითიც ისინი ზრდიან დეცენტრალიზებული ეკონომიკის სანდოობას.

3. ინოვაცია 

ჩვენთვის, როგორც კრიპტო სივრცის პიონერისთვის, ინოვაცია ძირითადი ღირებულებაა. „Binance-ელებს“ აქვთ პიონერული სული, ისინი მუდამ ისწრაფვიან საზღვრების გაფართოებისაკენ და ინოვაციისაკენ, მომხმარებლისთვის და მთელი ეკოსისტემისთვის სარგებლის მოტანის მიზნით.

4. გუნდური მუშაობა

ძალიან დასაფასებელია ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთგაგებით მიღწეული ერთობლივი ძალისხმევა.

5. ვალდებულება

„Binance-ელებს“ აქვთ ორგანიზაციის მიზნების მიღწევისა და საზოგადოების სამსახურში ყოფნის ვალდებულება.

6. ინტერესი

Binance-ის გუნდი და საზოგადოება დაინტერესებულია კრიპტოვალუტებით და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის პოტენციალით.

„Binance-ელად“ ყოფნა ნიშნავს ამ ღირებულებების მხარდაჭერას და დინამიური და პიონერული საზოგადოების წევრობას, რომელიც ცდილობს გააუმჯობესოს Binance-ის ეკოსისტემა და მთლიანი კრიპტო სფერო.

ასევე გაეცანით სტატიას: Binance-ის გზამკვლევი დამწყებთათვის

პოსტების გაზიარება
დაარეგისტრირეთ ანგარიში
თქვენი ცოდნის პრაქტიკაში გამოსაყენებლად გახსენით Binance-ის ანგარიში დღესვე.